სიახლეები

ბოლო ათწლეული ფართო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებით გამოირჩეოდა სამხრეთ კავკასიისთვის. პირველ ათ წელში მომხდარმა მოვლენებმა, მათ შორის, 2018 წლის სომხეთის “ხავერდოვანმა რევოლუციამ”, 2016 წლის მთიანი ყარაბაღის “ოთხდღიანმა ომმა”,  რეგიონისთვის არჩევნებით შეცვლილი მთავრობის პირველმა პრეცედენტმა 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში და ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების არასტაბილურმა ხასიათმა, მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი. ამ მოვლენებმა გააჩინა შემდეგი კითხვები: სცილდება თუ არა სამხრეთ კავკასიის სამი ერი ერთმანეთს და თუ დიახ, აირეკლავს თუ არა ეს ცვლილებები საზოგადოებებს შორის განსხვავებებს, თუ ეს მხოლოდ ეროვნული ელიტების ინტერესის შედეგია?
2019 წლის დეკემბერში CRRC-საქართველო ომნიბუს გამოკითხვას ატარებს. წინა ომნიბუს გამოკითხვა მოიცავდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და ჰარვარდის მკვლევრების შეკითხვებს. ვიწვევთ ორგანიზაციებსა თუ კერძო პირებს, ვინც დაინტერესებულია გამოკითხვაში კითხვების ჩამატებით, დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდონ შეკითხვები 15 ნოემბრამდე.
ევრაზიის პარტნიორობის ფონდების აღმასრულებელი კომიტეტი, ევროპის ფონდი და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრები გაუწყებთ
CRRC-საქართველო ეძებს ანალიტიკოსს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს CRRC-საქართველოს კვლევითი პროდუქტების დაგეგმვაში, განხორციელებასა და ანალიზში. ესაა სრულგანაკვეთიანი სამუშაო, რომელიც კვირაში 40 საათს მოიცავს და მინიმუმ ორი წლის თანამშრომლობას მოიაზრებს. მოთხოვნები: 
მაგისტრის ან უფრო მაღალი სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის, საჯარო პოლიტიკის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, განათლების ან სოციალური მეცნიერების სხვა სფეროში;  მონაცემების სტატისტიკური ანალიზის პროგრამების და/ან მონაცემების თვისებრივი ანალიზის პროგრამების ცოდნა (მაგ.: R; Stata; SPSS; Python; ან CAQDAS პროგრამები, როგორებიცაა NVIVO, MaxQDA); მინიმუმ სამი წლის გამოცდილება სოციალური მეცნიერებების სფეროს კვლევებში.
“შესაძლებლობა რომ გქონდეთ, წახვიდოდით თუ არა საქართველოდან, რათა გარკვეული დროის მანძილზე სხვა ქვეყანაში გეცხოვრათ?” კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მიხედვით, საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (55%) ამ კითხვას დადებითად უპასუხა.
გამოვიდა CRRC-ის Data Bites-ის სექტემბრის ნომერი. წაიკითხეთ გასული თვის CRRC-ის ყველაზე პოპულარული ბლოგების, მედიის გაშუქებისა და ახალი კვლევების შესახებ.
ოთხშაბათს, 21 მარტს, CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები მოხარულნი არიან გამცნოთ 2018 წლის გაზაფხულის თბილისის Work-in-progress სერიების რიგით მე-4 საუბრების შესახებ! „პოსტ-ჰოკ ბლოკირება კვაზი-ექსპერიმენტული ზეგავლენის შეფასებისთვის: მაგალითი საქართველოში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ზემოქმედების შეფასებიდან” – დასთინ გილბრეთის, CRRC-საქართველოს კვლევითი დირექტორის მოადგილის მიერ.
პირველადი განაცხადების მიღება დაიწყო: CRRC-ის მეთოდების მე-6 ყოველწლიური კონფერენცია – როგორ შეუძლია მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ურბანულ პოლიტიკას ქალაქები ინკლუზიური, სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი გახადოს