სიახლეები
CRRC-საქართველოს “ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა” 2021 გამოცხადდა!
გახდით CRRC-საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარი!
ურთულესი, მაგრამ საუკეთესო გამოცდილება.
ურთულესი, მაგრამ საუკეთესო გამოცდილება.
CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები მოხარულნი არიან გამცნოთ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ბოლო, თბილისის Work-in-progress სერიების რიგით მე-16 მოხსენების შესახებ, რომელიც უკვე ათ წელს აღნიშნავს!
CRRC-ი მოხარულია, გაცნობოთ მეთოდების მე-6 კონფერენციის შესახებ, რომელიც 26-27 ივნისს გაიმართება. კონფერენცია Facebook-ის მეშვეობით გადაიცემა. რეგისტრაცია შესაძლებელია აქ. კონფერენცია რეგიონის ათწლეულის ცვლილებას შეეხება.
ერთად მოსვლა და ცალ-ცალკე გაზრდა: ტრანფორმაციის ათწლეული სამხრეთ კავკასიაში, 26-27 ივნისი, 2020
CRRC ორგანიზებას უწევს CRRC-საქართველოს მეთოდების მე-6 კონფერენციას, ამჯერად ვირტუალურად.
საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკების გამო, CRRC-საქართველო პასუხისმგებლობას გრძნობს საკუთარი თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე და გარკვეული ვადით აჩერებს მონაცემების შეგროვებას პირისპირ ინტერვიუირების გზით.
ყოველწლიური კონფერენციის ეგიდით, CRRC მართავს პოსტერის საპრეზენტაციო სესიას მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მოწინავე სტუდენტებისთვის. პოსტერები ფართო აუდიტორიისთვის თქვენი კვლევის წარმოდგენის მარტივ, თუმცა ხელმისაწვდომ საშუალებას წარმოადგენს. პოსტერები თქვენი კვლევის მიწოდების სწრაფი და, ამავდროულად, ძლიერი საშუალებაა, რაც მონაწილეებისგან დაუყოვნებლივი უკუკავშირის მიღების შესაძლებლობასაც იძლევა.
2020 წლის 30 იანვარს, „CRRC-საქართველომ“ გამოაქვეყნა კავკასიის ბარომეტრის კვლევის 2019 წლის გამოკითხვის შედეგები საქართველოსთვის. „კავკასიის ბარომეტრი“ ფართომასშტაბიანი საჯაროდ ხელმისაწვდომი შინამეურნეობების გამოკითხვაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ოჯახების ეკონომიკურ ქცევასა და სოციალურ შეხედულებებზე სანდო და ერთმანეთთან შესადარი მონაცემების შეგროვება. 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, გამოკითხვა რეგიონის სამივე ქვეყანას: საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავდა. ხოლო 2015-დან 2019 წლის ჩათვლით კვლევა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში ტარდება.
