CRRC-საქართველოს განცხადება საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ

საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკების გამო, CRRC-საქართველო პასუხისმგებლობას გრძნობს საკუთარი თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე და გარკვეული ვადით აჩერებს მონაცემების შეგროვებას პირისპირ ინტერვიუირების გზით.

მოსახლეობის პირისპირ გამოკითხვის დროს ინტერვიუერები ოჯახების დიდ რაოდენობას სტუმრობენ, რაც დაავადების გავრცელების რისკებს ქმნის როგორც პირადად მათთვის, ასევე იმ ოჯახებისთვის, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ.

მონაცემთა პირისპირ შეგროვებას ვაჩერებთ, თუმცა, ვაგრძელებთ სატელეფონო და ონლაინ გამოკითხვებზე მუშაობას. ასეთი გამოკითხვების ჩატარება თუ გაინტერესებთ, დაგვიკავშირდით.

CRRC-საქართველოს თანამშრომლები დისტანციურად აგრძელებენ მუშაობას კვლევით პროექტებზე. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას ქვეყანაში და ვიმოქმედებთ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად.

ფოტო მოწოდებულია ჩვენი ინტერვიუერის მიერ. წარწერა კარზე: “სტუმრებს არ ვიღებთ. გაქანებული კარანტინია.”

გაზიარება

მსგავსი სიახლეები