ბლოგი იკვლევს ქართველების ცოდნის დონეს ევროკავშირის შესახებ, განსაკუთრებით ევროკავშირის დემოგრაფიის, პოლიტიკისა და საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. მისი მიზანია, შეაფასოს საზოგადოებრივი ცნობიერება და ამ საკითხების გაგება იმ ფონზე, როდესაც სოციალურ მედიაში ევროკავშირის შესახებ ინფორმაცია და დეზინფორმაცია ფართოდ ვრცელდება.
