პუბლიკაციები

CRRC-საქართველოს პუბლიკაციები საჯარო დოკუმენტების სერიაა, რომელიც საქართველოს წინაშე მდგომ სხვადასხვა გამოწვევასა და საკითხს ეხება. დოკუმენტები, რომლებიც ძირითადად პოლიტიკის ნარკვევებს, ანგარიშებსა და სტატიებს მოიცავს, მონაცემთა სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

  • აარჩიეთ თარიღი

მოცემული კვლევა კლიმატის ცვლილების მიმართ დამოკიდებულებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს საქართველოში.
მოცემული ნაშრომის ძირითადი მიზანია აუდიტორიის კვლევა საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
კვლევა მიზნად ისახავს გენდერულ თანასწორობაზე და ქალთა გაძლიერებაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების შეფასებას, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებასა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაძლიერებლად, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულნი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
წინამდებარე ანგარიში საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მოტივებს, აღქმებსა და პოლიტიკურ შეხედულებებს სწავლობს.
წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი ჰიბრიდულ რეჟიმში არსებული დემოკრატიული ორპირობის ფენომენს სწავლობს.
ანგარიშის მიზანი საქართველოში ქალ მეწარმეთა კვლევის მიგნებების შეჯამებაა.
კვლევა წარმომადგენლობითია და მიზნად მეწარმე ქალების იმ გამოწვევების შესწავლას ისახავს, რომლებიც მათთვის ბიზნესის დაწყებასა და განვითარებას აფერხებს. ამასთან, იგი აერთიანებს ადგილობრივ ეკოსისტემაზე მორგებულ სტრატეგიულ რეკომენდაციებს ქვეყანაში მეწარმე ქალების პოტენციალის რეალიზებისთვის ხელსაყრელ გარემოს შესაქმნელად.
წინამდებარე ანგარიში საგარეო საფრთხეებზე არსებულ საზოგადოებრივ აზრს სწავლობს საქართველოში.
წინამდებარე ანგარიში იკვლევს პარტიულობასა და საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციას საქართველოში.
წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი აივ ინფექციის თვითტესტირების წახალისებას სწავლობს საქართველოში.