წელი: 2024
ავტორი: თინათინ ბანძელაძე, CRRC-საქართველო
ამ კვლევის მთავარი მიზანია სესხებზე გაზრდილი მოთხოვნის ფაქტორების შეფასება, რომლებიც მოიცავს დემოგრაფიულ მონაცემებს, შემოსავლის დონესა და წყაროებს, და სხვა ინდივიდუალური დონის ცვლადებს, როგორებიცაა ფინანსური დაგეგმვის უნარები, აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება, მთავრობის როლი ბაზრის რეგულირებაში, ფინანსური რისკების შეფასება და საბაზისო ციფრული უნარები.
ანგარიში ასევე იკვლევს აზარტულ თამაშებსა და სესხის მოთხოვნას შორის ურთიერთობას.
კვლევის მხარდამჭერია დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED).
ანგარიში სრულად (ინგლისური ვერსია) ხელმისაწვდომია აქ.
ამ საკითხის შესახებ ასევე შეგიძლიათ, მოუსმინოთ ჩვენს პოდკასტს (ინგლისურად) Spotify-ზე და YouTube-ზე.