წელი: 2024
მოცემული კვლევა კლიმატის ცვლილების მიმართ დამოკიდებულებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს საქართველოში.
ანგარიში CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებულ, ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა და აანალიზებს დასკვნებს, რომლებიც ეხება საკითხის მიმართ მგრძნობელობას, კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ მოსაზრებებს, კლიმატის ცვლილების პოლიტიკასა და ამ დამოკიდებულებების სხვა ქვეყნებთან შედარებას.
ამ კვლევის მხარდამჭერია დემოკრატიის ეროვნული ფონდი.