წელი: 2016
პოლიტიკის ნარკვევი მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდებისა და ბავშვებზე ფოკუსირებული გრძელვადიანი კვლევის მნიშვნელობის ჩვენებას.
ნაშრომი ეფუძნება: (1) ლიტერატურის მიმოხილვას, საქართველოში ახალგაზრდებისა და ბავშვების შესახებ არსებულ პოლიტიკასა და CRRC-საქართველოს მიერ დაწერილ კვლევებს, (2) საკვანძო ინფორმატორებთან ჩატარებულ თვისებრივი ინტერვიუების მონაცემებს, (3) CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებულ ფოკუს ჯგუფებისა და ახალგაზრდებთან ინტერვიუების მონაცემებსა და (4) საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდების საკითხებში ექსპერტებთან ჩატარებულ ონლაინ გამოკითხვის მონაცემებს.
ნარკვევი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდების კეთილდღეობის გაზომვა (MYWEB)“ ფარგლებში შეიქმნა.