უკან
ხუთშაბათი | 02 ივლისი, 2015

სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის აღქმა

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეოთხე პოსტი 

ანგარიშვალდებული სასამართლოს უზრუნველსაყოფად და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია გამჭვირვალე სასამართლოების არსებობა. საქართველოს ორგანული კანონის უახლესი ვერსია საერთო სასამართლოების შესახებ, 2013 წელს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის შემდეგ, მიზნად ისახავს სასამართლო გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. დღესდღეობით სასამართლო ვალდებულია, სასამართლო სხდომები ჩაწეროს და მოთხოვნის შესაბამისად ჩანაწერები ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს. ამასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს, ჩაწეროს და ტელევიზიით გადმოსცეს სასამართლო სხდომები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სასამართლო სხდომა ნაწილობრივ ან მთლიანად დახურულია; ასევე, ჩანაწერები მოთხოვნის შემთხვევაში მედიის სხვა წარმომადგენლებს მიაწოდოს. კანონი ასევე ითვალისწინებს უფლებას, რომ როგორც დაცვისა და ბრალდების მხარეს, ასევე სხდომაზე დამსწრე ნებისმიერ პირს შეეძლოს სასამართლო სხდომის ჩაწერა.


იმის დასადგენად, თუ რამდენად მუშაობს სასამართლო სხდომის განმავლობაში ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩაწერის შესახებ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 ქართული მედია საშუალება გამოკითხა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სასამართლო სხდომები საქართველოში ნამდვილად გამჭვირვალეა, რადგან კანონთან ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი ყველა მედია საშუალების მიმართვა, მიეღოთ სასამართლოს სხდომის ჩანაწერი, დაკმაყოფილდა.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ბლოგი აჩვენებს, თუ როგორ აღიქვამენ საქართველოს მოქალაქეები სასამართლოს გამჭვირვალობას და ამისთვის იყენებს CRRC-ის 2014 წლის გამოკითხვას „მართლმსაჯულების სისტემისადმი დამოკიდებულება საქართველოში, 2014“, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ


რესპონდენტებს ეკითხებოდნენ, მათი აზრით, რამდენად გამჭვირვალე იყო სასამართლო პროცესები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და ამის შემდეგ. მხოლოდ 13%-მა განაცხადა, რომ სასამართლოები 2012 წლამდე გამჭირვალე იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც მხოლოდ სასამართლოს ჰქონდა ჩაწერისა და სტენოგრაფირების უფლებამოსილება და მოსამართლეს შეეძლო, „მოტივირებული გადაწყვეტილებით“ ესეც აეკრძალა. 2012 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის იგივე პასუხი გასცა რესპონდენტთა 34%-მა.

შენიშვნა: პასუხები კითხვაზე „რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ სასამართლო პროცესები გამჭვირვალეა საქართველოში?“ კითხვარში გამოყენებული 10-ბალიანი სკალიდან გადაიკოდა 3-ბალიან სკალად, სადაც თავდაპირველი ვარიანტები 1-დან 4-ის ჩათვლით დაჯგუფდა კატეგორიაში „არ ვეთანხმები“, ვარიანტები 5 და 6 - კატეგორიაში „არც ვეთანხმები, არც არ ვეთანხმები“, ვარიანტები 7-დან 10-ის ჩათვლით - კატეგორიაში „ვეთანხმები“.

დამოკიდებულებათა შორის განსხვავება დასახლების ტიპის მიხედვითაც ნათლად ჩანს. თბილისის მაცხოვრებელთა მხოლოდ 7%, სხვა ქალაქების მოსახლეობის 13% და სოფლის მაცხოვრებელთა 17% თვლის, რომ 2012 წლამდე სასამართლოები გამჭვირვალე იყო. 

სასამართლო გამჭვირვალობის აღქმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მსგავსად გადანაწილდა: დედაქალაქის მაცხოვრებლების 20%, სხვა ქალაქების მცხოვრებთა 33% და სოფლის მოსახლეობის 44% ეთანხმება მოსაზრებას, რომ სასამართლო პროცესები გამჭვირვალე იყო. აღმოჩნდა, რომ სოფლის მოსახლეობას ყველაზე მეტად სჯერა სასამართლოების გამჭვირვალების. თუმცა, როგორც ცნობილია, სოფლის მოსახლეობა ინსტიტუტების მიმართ ყოველთვის შედარებით მეტი ნდობით გამოირჩევა.


ამრიგად, საქართველოში ხალხის მიერ სასამართლოს გამჭვირვალობის აღქმა, ასევე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მდგომარეობა განსხვავებულად ფასდება. თუმცა, ორივე შემთხვევაში (არჩევნებამდე და მის შემდეგ) ამ საკითხზე სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას ძალიან განსხვავებული
შეხედულებები აქვს.

გამოკითხვის „მართლმსაჯულების სისტემისადმი დამოკიდებულება საქართველოში, 2014“ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადახედეთ მონაცემებს აქ.


მარი მეხრიშვილი
01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

03.07.2015 | პარასკევი

განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.

UNDP-ის 2013 წლის 
კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. 
25.06.2015 | ხუთშაბათი

საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეორე პოსტი.

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა 
ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
21.04.2016 | ხუთშაბათი

The Population of Georgia on "good citizenship"

Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.
13.10.2014 | ორშაბათი

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.
24.11.2015 | სამშაბათი

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.