უკან
პარასკევი | 08 ნოემბერი, 2019

პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

2019 წლის 23 თებერვალს „რუსთავი 2“-ზე გავიდა სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების საგამოძიებო ფილმი 8 წელი სამართლის ძიებაში. ფილმი შეეხებოდა „საქართველოს რკინიგზის“ მიერ რკინიგზის შემოვლითი გზის მშენებლობის დროს მოქალაქეებისგან შეძენილ მიწებში არასამართლიანი საფასურის გადახდას და ამ საკითხზე სასამართლო დავას.  2019 წლის 7-15 მარტს, CRRC საქართველომ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა, რათა გაერკვია, უყურა თუ არა საქართველოს მოსახლეობამ ფილმს და რა დამოკიდებულებები აქვთ ფილმში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.  გამოკითხვა შეიცავდა კითხვებს, რომლებიც ზომავდა მოსახლეობის დამოკიდებულებას პროკურატურის მიმართ. მიღებული შედეგების მიხედვით, მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ გაყოფილია. მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც შეხება ჰქონია პროკურატურასთან, მეტად უარყოფითადაა განწყობილი მის მიმართ, ვიდრე ისინი, ვისაც პროკურატურასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

ფილმი „8 წელი სამართლის ძიებაში“ გადაიცა რუსთავი 2-ის ეთერში და გამოქვეყნდა მათ ვებგვერდზე. გარდა ამისა, ფილმი განთავსდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდებსა და ფეისბუქ გვერდებზეც. გამოკითხვის მიხედვით, ქართულენოვანი მოსახლეობის მხოლოდ 2%-მა ნახა ფილმი. გამოკითხულთა დიდმა უმრავლესობამ ფილმს რუსთავი 2-ზე უყურა და მათმა დიდმა ნაწილმა ფილმი დამაჯერებლად მიიჩნია.


რესპონდენტებს ჰკითხეს, რამდენად ენდობიან ან არ ენდობიან საქართველოს პროკურატურას. გამოკითხვამ აჩვენა, რომ აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობის დამოკიდებულება გაყოფილია. 40% ამბობს, რომ სრულად ან ნაწილობრივ ენდობა პროკურატურას საქართველოში, ხოლო თითქმის იგივე რაოდენობა (39%) არ ენდობა მას.  ყოველმა მეხუთემ (20%) მიუთითა პასუხი „არ ვიცი“ ან კითხვას პასუხი არ გასცა.


ისინი, ვისაც ბოლო წლებში თავად ჰქონიათ შეხება პროკურატურასთან ან მათი ოჯახის წევრს/მეგობარს ჰქონია პროკურატურასთან შეხება,მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით ნაკლებად ენდობა პროკურატურას. პროკურატურასთან მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს ჰქონია გარკვეული შეხება. მათგან მხოლოდ 28% ენდობა პროკურატურას, 59% კი არ ენდობა მას. შედარებისათვის, მოსახლეობის იმ ნაწილიდან, რომელსაც შეხება არ ჰქონია პროკურატურასთან, 38% არ ენდობა უწყებას, ხოლო 41% ენდობა მას.


შედარებით ასაკოვანი მოსახლეობა უფრო ნაკლებად ენდობა პროკურატურას საქართველოში. 18-35 წლის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (46%) ამბობს, რომ ენდობა, ხოლო 38% არ ენდობა მას. 16%-მა არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე. დაახლოებით იგივე განაწილებაა 36-55 წლის მოსახლეობაშიც, სადაც 45% ენდობა, ხოლო 38% არ ენდობა პროკურატურას, 23% აფიქსირებს პასუხებს „არ ვიცი“ ან „უარი პასუხზე“. 55 წელს ზემოთ მოსახლეობა ნაკლებად ენდობა პროკურატურას, 29% ენდობა, ხოლო 47% არ ენდობა მას. ამ კატეგორიაშიც 24%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.  უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობაში ნდობის მაჩვენებელი შედარებით მაღალია (47%) მაშინ, როდესაც საშუალო (36%) და ტექნიკური (35%) განათლების მქონე ადამიანები ნაკლებად ენდობიან პროკურატურას.






მოსახლეობა ეჭვქვეშ აყენებს პროკურატურის დამოუკიდებლობას. მოსახლეობის მხოლოდ 7% აცხადებს, რომ პროკურატურა სრულიად დამოუკიდებელია. თითქმის ყოველი მეხუთე სრულწლოვანი მოქალაქის (19%) აზრით, პროკურატურა უფრო დამოკიდებელია, ვიდრე დამოუკიდებელი. 32%-ის აზრით, პროკურატურა უფრო არ არის დამოუკიდებელი, ვიდრე არის, ხოლო თითქმის ყოველი მეათე (12%)თვლის, რომ პროკურატურა საერთოდ არ არის დამოუკიდებელი.  უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობა (32%) უფრო მეტად თვლის, რომ პროკურატურა დამოუკიდებელია, ვიდრე ტექნიკური (23%) ან საშუალო (22%) განათლების მქონე ადამიანები. ამავდროულად, ახალგაზრდები უფრო ხშირად ამბობენ, რომ პროკურატურა დამოუკიდებელია, ვიდრე მათზე უფროსები (18-35: 37%; 36-55: 22%; 56+: 18%).






მოსახლეობას ასევე დაუსვეს კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად დამოუკიდებელი იყო პროკურატურა საქართველოში 2012 წლამდე და მას შემდეგ. თითქმის ყოველი მეათე (13%)ფიქრობს, რომ პროკურატურა 2012 წლამდე უფრო დამოუკიდებელი იყო მაშინ, როდესაც, 26%-ის აზრით, პროკურატურა 2012 წლის შემდეგ უფრო დამოუკიდებელია. 28%-მა უპასუხა, რომ პროკურატურა არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი, ხოლო 2% ამბობს, რომ პროკურატურა ყოველთვის დამოუკიდებელი იყო. 31%-მა ამ კითხვაზე „არ ვიცი“ ან „უარი პასუხზე“ პასუხი დააფიქსირა. ამასთანავე, ახალგაზრდები უფრო მეტად ფიქრობენ, რომ პროკურატურა 2012 წლის შემდეგ უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე მანამდე იყო (18-35: 32%, 36-55: 25%, 56+: 21%).  მცირედი განსხვავებებია სხვა სოციალურ და დემოგრაფიულ ჯგუფებს შორისაც.






ამრიგად, მოსახლეობის აზრი პროკურატურის შესახებ იყოფა. შედარებით ასაკოვანი მოსახლეობა ნაკლებად ენდობა პროკურატურას. იგივე მდგომარეობაა მათთან, ვისაც შეხება ჰქონია პროკურატურასთან. ამასთანავე, უმეტესობის აზრით, პროკურატურა 2012 წლის შემდეგ უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე მანამდე იყო. მოსახლეობის იგივე წილის აზრით კი, პროკურატურა არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი.

 

სატელეფონო გამოკითხვა 2019 წლის 4-19 მარტის პერიოდში ჩატარდა და 815 ადამიანი გამოიკითხა. შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის. გამოკითხვის ცდომილების საშუალო ზღვარი 2.6%-ია. ბლოგში განხილული შედეგები ყველა ჩატარებულ ინტერვიუს ეფუძნება (815) და მონაცემები შეწონილია ქართულენოვანი მოსახლეობის ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით. გამოკითხვაჩატარდა პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“  ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)მიერ ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.


ბლოგპოსტი დაიწერა ევროკავშირის ხელშეწყობით. მასში წარმოდგენილი მოსაზრებები CRRC-საქართველოსა და IDFI-ის პასუხისმგებლობაა და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

03.07.2015 | პარასკევი

განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.

UNDP-ის 2013 წლის 
კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. 
25.06.2015 | ხუთშაბათი

საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეორე პოსტი.

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა 
ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
21.04.2016 | ხუთშაბათი

The Population of Georgia on "good citizenship"

Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.
13.10.2014 | ორშაბათი

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.
24.11.2015 | სამშაბათი

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.
02.01.2018 | სამშაბათი

ახალი წელი ორჯერ, თუნდაც თოვლის ბაბუის არ გჯეროდეს

დეკემბერი. ყინვა. საახალწლოდ მორთული ქუჩები. ახალი წელი. შამპანური. საცივი და გოზინაყი. საჩუქრები. თოვლის ბაბუა. 25 დეკემბერი. თუ 7 იანვარი? მერე კიდევ ერთი ახალი წელი, ოღონდ ძველი. მომდევნო წლისთვის დადებული პირობები და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, აუცილებლად უნდა ახდეს.

2016 წლის 1-13 დეკემბერს CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა. ალბათ, არავის გაგვიკვირდება, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის შეხვედრის დამკვიდრებულ ტრადიციებს მიჰყვება. დიდი უმრავლესობა (73%) ახალი წლის შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებს, 9% კი - მეგობრის ან ნათესავის სახლში. ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, რესტორანში ან კაფეში ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გეგმავს ამას. 15 პროცენტს კი დეკემბრის პირველ ნახევარში ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად შეხვდებოდა ახალ წელს.

29.01.2018 | ორშაბათი

2017 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები 1 თებერვლიდან საჯარო გახდება

1 თებერვალს 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე. „კავკასიის ბარომეტრი“ ყველაზე ხანგრძლივი გამოკითხვაა სამხრეთ კავკასიაში, მისი შედეგები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონში არსებული ტენდენციების შედარების საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში. „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი ტალღა 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა სომხეთსა და საქართველოში. შედეგების ნახვა ან მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე.
26.02.2018 | ორშაბათი

გაჭირვებულ შინამეურნეობებში მცხოვრები ადამიანების განცხადებით, მათ ვალი უფრო ხშირად აქვთ

CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% აცხადებს, რომ პირადი ვალი აქვს. ზოგადად, ვალის ქონა თავისთავად ცუდი არ არის, რადგანაც მას შეუძლია, ბიძგი მისცეს ადამიანის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. თუმცა, კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ვალს საბაზისო ხარჯების დასაფარად იღებს.
05.03.2018 | ორშაბათი

პარტიული კუთვნილება და ტელეარხებისადმი ნდობა საქართველოში

მსოფლიოში მედიასაშუალებების პოლარიზაციის შედეგად ადამიანები ახალ ამბებს უფრო მეტად იმ წყაროებიდან ეცნობიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება მათ იდეოლოგიურ შეხედულებებს. კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი მედიასაშუალების მოხმარება კიდევ უფრო ამყარებს მაყურებლის შეხედულებებს, რაც აუდიტორიის მეტ პოლარიზაციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ მედიის მკვლევრები ამას ისეთი განსხვავებული კონტექსტის მქონე შემთხვევების მაგალითზე აღწერენ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ლიბანი. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არც ქართული მედიისთვისაა უცხო. 2017 წლის დეკემბერში „CRRC-საქართველოს“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობაც შერჩევითად ენდობა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამება.
16.07.2018 | ორშაბათი

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ

2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად CRRC-საქართველომ 2018 წლის 19-26 ივნისს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში და გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი 1005 მოქალაქე. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.8 %-ის ტოლია.
24.07.2018 | სამშაბათი

საქონლის მოვლა-პატრონობა საქართველოს სოფლებში: გენდერული განსხვავებები

2017 წლის აგვისტოში CRRC-საქართველომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისთვის (FAO) ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სოფლებში მცხოვრები ოჯახების მიერ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ფლობას და საქონლის მოვლის პრაქტიკას. საქართველოში ოჯახებს ყველაზე ხშირად ძროხები და ხარები ჰყავთ. კვლევაში დასმული კითხვების გარკვეული ნაწილი ეხებოდა ქალებსა და კაცებს შორის საქონლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საქმეების განაწილებას. სხვა შეკითხვები მიზნად ისახავდა, გაერკვია, არსებობს თუ არა გენდერული განსხვავებები საქონლისა და საქონლის პროდუქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს.
01.08.2018 | ოთხშაბათი

Most dog owners in Tbilisi vaccinate their dogs, but few spay or neuter them

Based on the findings of a phone survey of the population of Tbilisi, conducted by CRRC-Georgia for the British charity Mayhew in November, 2017, 15% of Tbilisi households have one or more dogs at home. A majority of dog owners reported their dogs were vaccinated at the time of survey, but few spay or neuter them.
21.02.2019 | ხუთშაბათი

მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარუდგინა. წარდგენას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რადგანაც წარდგენილი კანდიდატები მოსამართლეთა იმ ჯგუფის ლიდერებს ან მასთან დაახლოებულ მოსამართლეებს წარმოადგენდნენ, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალურ მმართველ გუნდად (ე.წ. კლანად) სახელდება...
11.03.2019 | ორშაბათი

მიუხედავად ფინანსური ხარჯისა, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2004 წელს ნაწილობრივ შეჩერებული ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური შემოწმება, ისევ განახლდა. თავდაპირველად, 2018 წელს დათვალიერება სავალდებულო სატვირთო ავტომობილებისთვის განახლდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, ტექნიკური შემოწმება ნებისმიერი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. აღნიშნული ცვლილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირება, რომლის მიხედვითაც საქართველომ ტექნიკური დათვალიერების განახლების ვალდებულება აიღო. ამასთან, შემოწმების შემოღების კიდევ ერთი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა - სადღეისოდ, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ავტომობილების გამონაბოლქვი რჩება. 2018 წლის CRRC/NDI-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების განახლებას მხარს უჭერს.
08.04.2019 | ორშაბათი

საარჩევნო გარემო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ არეალებში უარესდება

„CRRC საქართველოს“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საარჩევნო გარემო ყველაზე მეტად პრობლემატური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებშია და მდგომარეობა უფრო უარესდება.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, განსაკუთრებით კი — მეორე ტურში დატრიალებული მოვლენები შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. პირველ და მეორე ტურებს შორის მთავრობამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაახლოებით 
600 ათასამდე მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერდა, რაც, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამომრჩეველთა მოსყიდვად უნდა ჩათვლილიყო...
15.04.2019 | ორშაბათი

საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ

2018 წლის 3 ნოემბერს რუსთავი 2-ზე გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „როგორ დავიმორჩილოთ მოსამართლე“, რომელიც საქართველოს პროკურატურაში შეჩერებულ გამოძიებას ეხებოდა. ფილმი ხაზს უსვამდა პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ ბრალდებებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, უძრავი ქონების ჩამორთმევასა და კერძო პირებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
22.04.2019 | ორშაბათი

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

2019 წლის 19 იანვარს, „რუსთავი 2-ზე“ გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში“, რომელიც 2011 წელს მთავრობის მიერ მფლობელებისთვის „კონსტანტა ბანკის“ ჩამორთმევის მცდელობას ეხებოდა. ფილმი პროკურორებისა და მოსამართლეების მიერ გარკვეულ გადაცდომებზე მიანიშნებდა.
15.07.2019 | ორშაბათი

რა მიმართულებით მიდის საქართველო? საქართველოს მოსახლეობის აღქმა

ბოლო ათი წელია, CRRC-საქართველოსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები პოლიტიკური შეხედულებების შესახებ თვალს ადევნებს მოსახლეობის დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამისი პირდაპირი მიზეზი ვერ იქნებოდა, მზარდი აღქმა იმისა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, გარკვეულწილად გავლენას ახდენს იმ საპროტესტო ტალღაზე, რაც საქართველოში ივნისში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ხალხის აღქმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო, გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს, თუმცა, ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად არჩევნები და აშშ დოლართან მიმართებაში ქართული ლარის დევალვაცია იკვეთება. ეს ბლოგი მიმოიხილავს, თუ როგორ იცვლება მოსახლეობის შეხედულება ქვეყნის მიმართულებაზე ბოლო ათი წლის განმავლობაში.
21.10.2019 | ორშაბათი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შედეგად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, მოსამართლეობის 10-წლიანი ვადაუვადო დანიშვნის წესით შეიცვალა და პარლამენტის წინაშე მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო და 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა იმ 20 კანდიდატის სია, რომელიც პარლამენტს წარუდგინეს დასამტკიცებლად. კანდიდატებთან გასაუბრება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შერჩევის პროცესი ქართულმა მედიამ საკმაოდ ფართოდ გააშუქა.
08.11.2019 | პარასკევი

გამოკითხვის ექსპერიმენტი: საქართველოს მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ფიქრობს, რომ პროკურატურა არაობიექტურად ახორციელებს მისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებას

აქამდე გამოქვეყნებულ რამდენიმე ბლოგპოსტში („საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ“ და „პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია“) ჩანს, თუ რამდენადაა გაყოფილი მოსახლეობის დამოკიდებულება საქართველოს პროკურატურის მიმართ. 2019 წლის მარტში ჩატარებულ სატელეფონო გამოკითხვაში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზითფარგლებში განხორციელდა, CRRC-საქართველომ გამოკითხვის ექპერიმენტი გამოიყენა, რათა გაეგო, რა შემთხვევებში ენდობა ან არ ენდობა საქართველოს მოსახლეობა პროკურატურას.