ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

CRRC-საქართველოს ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა 

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

GO

თეიმურაზ კობახიძე

თეიმურაზ კობახიძეს მიღებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი.


თეიმურაზი ჩართულია პროევროპულ კამპანიაში - „27+1“,  სადაც ის მკვლევრის პოზიციაზე მუშაობს. კამპანიის ფარგლებში, იგი აქტიურად არის ჩართული ღონისძიებების ორგანიზებაში.


მისი კვლევის ინტერესებია: დემოკრატია, პროპაგანდა, ჩინეთის პოლიტიკა და საერთაშორისო უსაფრთხოება. მისი საბაკალავრო ნაშრომი იკვლევს ჩინეთის პოლიტიკას რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს.

ნინო ანჩაბაძე

ნინო ანჩაბაძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხს.

CRRC- საქართველოს “ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში” ჩართვამდე, უნივერსიტეტში სწავლისას, მას ჩატარებული აქვს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები, საიდანაც ერთ-ერთი დაიბეჭდა სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალ „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებებში“. ასევე, მოხალისეობრივად ჩართული იყო საერთაშორისო კვლევით პროექტში - „რელიგიურობა, სულიერება და რწმენა, რომელიც ამართლებს ომს“.

მისი კვლევითი  ინტერესები მოიცავს  სოციალური ფსიქოლოგიის საკითხებს.

ოთარ ჯინჭარაძე

ოთარ ჯინჭარაძე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. მას, ასევე, მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრის საფეხურზე, განათლება მიღებული აქვს იანოს კოდოლანის უნივერსიტეტში, ბუდაპეშტში, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.


CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ოთარს სამუშაო გამოცდილება დაუგროვდა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის კვლევების განყოფილებაში და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში. ასევე, მან მიიღო საუკეთესო დელეგატის წოდება ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ LEAP-ის სიმულაციურ პროექტში, რომელიც გაიმართა კოსოვოში.


ოთარის კვლევითი ინტერესები მოიცავს რუსეთისა და ევროკავშირის აქტივობებზე დაკვირვებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.