თანამშრომლები
კობა თურმანიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი
დირექტორი2005–2011 წლებში იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა ასისტენტ პროფესორად და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტსა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ასწავლიდა: შედარებით პოლიტიკას, გარდამავალი ხანის ეკონომიკას, კვლევის მეთოდებსა და გამოყენებით სტატისტიკას.
CRRC-ში მოსვლამდე კობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, ასევე საჯარო სამსახურში მუშაობდა. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: ავტორიტარულ რეჟიმების, რეჟიმის ცვლილების ანალიზს და ამომრჩევლის ქცევას.
დავით სიჭინავა, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი
კვლევების დირექტორიდავით სიჭინავა CRRC-საქართველოსთან სხვადასხვა ფორმით 2009 წლიდან თანამშრომლობს. ამჟამად მისი მოვალეობა მონაცემებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, ასევე - გამოკითხვის და გეოგრაფიულ მონაცემთა სტატისტიკურ მოდელირებაა. დავითი საზოგადოებრივი გეოგრაფიის ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს ფლობს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) მოიპოვა. ამასთან, იგი 2016 წლის შემოდგომის სემესტრში კოლორადოს უნივერსიტეტთან არსებული ქცევითი მეცნიერებების ინსტიტუტში, ფულბრაითის მკვლევრის სტატუსით იმყოფებოდა. CRRC-საქართველოში მუშაობის გარდა, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორია.
დავითის კვლევითი ინტერესები პოლიტიკურ გეოგრაფიას, ურბანულ თეორიას, არჩევნების მოდელირებას და გეოინფორმაციული სისტემების სოციალურ მეცნიერებებში გამოყენების სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევის მეთოდების სხვადასხვა დონის კურსს კითხულობს. დავითი ასევე ხელმძღვანელობს თსუ-სა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრატურის სტუდენტთაკველვით ნაშრომებს.
დასტინ გილბრეტი
კვლევების დირექტორის მოადგილემის აკადემიურ ინტერესებს შორისაა პროგრამების შეფასების მეთოდოლოგია, კვაზი-ექსპერიმენტული კვლევის დიზაინი და პოლიტიკური კომუნიკაცია. დასტინი საუბრობს ინგლისურ და ქართულ ენებზე.
ქრისტინა ვაჭარაძე
პროგრამების დირექტორიქრისტინას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი დასავლეთ ევროპის ენებსა და ლიტერატურაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უნგრეთი).
CRRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა სოროსის ფონდში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამაში; სამოქალაქო განათლების პროგრამაში; კვლევით პროექტში. ასევე ასწავლიდა ახალ სკოლაში.
გიორგი ბაბუნაშვილი
პოლიტიკის უფროსი ანალიტიკოსიCRRC-ში მოსვლამდე გიორგი წამყვანი ასოცირებული მკვლევარის პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს საშუალო განათლების სისტემის რეფორმირებისა და გაძლიერების პროგრამის „ილია ჭავჭავაძე" შეფასების ჯგუფში; ასევე, მკვლევარ-ასისტენტი იყო საზოგადოების კვლევის ცენტრში და პროექტის ადმინისტრაციული ოფიცერი არასამთავრობო ორგანიზაციაში „ბიზნეს ლიგა".
გიორგის კვლევის ინტერესებში შედის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესები პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში.
ცისანა ხუნდაძე, ფსიქოლოგიის დოქტორი
უფროსი მკვლევარიგარდა CRRC-ში მუშაობისა, ცისანა ასევე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
ცისანა არის ფსიქოლოგიის დოქტორი. მას აგრეთვე მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების დარგში და მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
CRRC-ში მოსვლამდე ის ჩართული იყო სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში. მის კვლევით ინტერესებში შედის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები და პოლიტიკური კულტურა.
თამარ ხოშტარია, სოციოლოგიის დოქტორი
უფროსი მკვლევარითამუნას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც ასწავლის რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდებს. მან ამავე უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში. მაგისტრატურის დროს, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ბერლინში, სადაც ჩაატარა თვისებრივი კვლევა ოჯახის სოციოლოგიაში.
CRRC-ში მოსვლამდე თამუნა ატარებდა კვლევებს სხვადასხვა ორგანიზაციისთვის, ძირითადად მარკეტინგული კვლევის განხრით. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ახალგაზრდების ღირებულებებს, სოციალურ და რელიგიურ საკითხებს და კულტურათა შორის შედარებებს.
მარიამ კობალაძე
უფროსი მკვლევარიმარიამს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ინგლისური ენის სწავლებაში და მაგისტრის ხარისხი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრიდან.
CRRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა საერთაშორისო დამკვირვებლების გრძელვადიან მისიაში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე, იყო ჟურნალისტი და შემდეგ აღმასრულებელი რედაქტორი ყოველკვირეულ ინგლისურენოვან გაზეთში. მარიამის კვლევითი ინტერესები მოიცავს მედიის გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, დეზინფორმაციას და დემოკრატიის განვითარებას გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში.
ანანო ყიფიანი
პოლიტიკის ანალიტიკოსიანანო ყიფიანმა CRRC-საქართველოში პოლიტიკის ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. CRRC-ში მის ძირითად საქმიანობები ითვალისწინებს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტერვიუების ჩატარება, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემების დამუშავება და მათზე დაყრდნობით ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება.
ანანომ 2016 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (აისეტი) და მოიპოვა სოფლის მეურნეობის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. მისი სამაგისტრო ნაშრომი იკვლევს „საკვების ხელმისაწვდომობის მდგომარეობას და მის კვლევის მეთოდოლოგიებს საქართველოში“. ანანოს აგრეთვე მინიჭებული აქვს კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. CRRC-მდე, ანანო მუშაობდა USAID-ის საქართველოს სასოფლო სამეურნეო წარმომების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტზე და ასევე გახლავთ ორგანიზაცია „High Bird Solutions”-ის თანადამფუძნებელი, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროებია სოფლის მეურნეობა და განვითარება.
მის კვლევით ინტერესებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სექტორი, სოციალური და განათლების სფეროები.
ნინო მჟავანაძე
მკვლევარინინო ძირითადად მონაცემების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზზე მუშაობს და ასევე, მონაწილეობს მონაცემთა ბაზების წმენდაში. გარდა ამისა, იგი ჩართულია კვლევის ინსტრუმენტების შემუშავებასა და ODK ფორმის შექმნის პროცესში და მონაცემთა შეგროვების მართვის პროცედურებში.
ნინო ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალური მეცნიერებების დარგში და მაგისტრის ხარისხს სოციოლოგიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ).
ეთო გაგუნაშვილი
მკვლევარიეთო ძირითადად კითხვარის შედგენაზე, მონაცემთა თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზზე მუშაობს. ამასთანავე, იგი ჩართულია ODK ფორმის შექმნის პროცესში და მონაწილეობს მონაცემთა შეგროვების მართვის პროცედურებში.
ეთო ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალური მეცნიერებების დარგში და მაგისტრის ხარისხს სოციოლოგიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ).
ელენე ერგეშიძე
მკვლევარიამჟამად ელენე მონაცემების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზზე მუშაობს. გარდა ამისა, ის ჩართულია მონაცემების შეგროვების მართვის პროცედურებში, ველის დაგეგმვასა და მომზადებაში. ის მუშაობს კვლევის ინსტრუმენტების შემუშავებაზე, ODK ფორმაში კითხვარების პროგრამირებასა და მონაცემთა ბაზების წმენდაზე.
ელენე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ) და არის თსუ-სა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის საჯარო მმართველობის მაგისტრი.
ელენეს კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო პოლიტიკის საკითხებს, თვითმმართველობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას.
ოთო სალდაძე
მკვლევარიოთო ჩართულია როგორც თვისებრივ, ასევე რაოდენობრივ კვლევებში. მისი მოვალეობაა კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება, ODK ფორმების მომზადება, ასევე, მონაცემების შეგროვება-დამუშავება და ანალიზი.
ოთო ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში და ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან.
ოთოს კვლევითი ინტერესები ძირითადად მოიცავს გენდერთან, ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობებთან და მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მახარე აჭაიძე
მკვლევარიმახარე ძირითადად თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზზე მუშაობს. მისი მოვალეობები მოიცავს: ველის მართვას, ODK კითხვარის ფორმების პროგრამირებასა და მონაცემთა ბაზის წმენდას. იგი, ასევე, აკაბადონებს ანგარიშებს და ქმნის ინფოგრაფიკებს, პოსტერებს და სხვა ვიზუალურ/პოლიგრაფიულ მასალას.
მახარე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში და მაგისტრის ხარისხს კულტურისა და მედიის სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამჟამად ის აგრძელებს დოქტორანტურაში სწავლას ამავე უნივერსიტეტის კულტურისა და მედიის სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე.
მახარეს კვლევითი ინტერესები მოიცავს ეთნიკური იდენტობის, ნაციონალიზმისა და მიგრაციის საკითხებს.
ნინო ზუბაშვილი
მკვლევარიწლების განმავლობაში, ნინო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მუშაობდა კველვაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე, პოლიტიკის ანალიზსა და განვითარების პროგრამებზე ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა სამოქალაქო განვითარება, სამშვიდობო პროცესები, ახალგაზრდები და მოხალისეობა, გენდერი და მიგრაცია. გასულ წლებში მას ასევე CRRC-საქართველოს გუნდთან მუშაობის გამოცდილება აქვს სხვადასხვა პოზიციაზე. ნინო ფლობს განვითარების კვლევების მაგისტრის ხარისხს ლუნდის უნივერსიტეტიდან, პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ევროპისმცოდენობის ბაკალავრის ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სამოქალაქო განვითარების საკითხებს, დამოკიდებულებების გავლენას უმცირესობების ინტეგრაციასა და სამშვიდობო პროცესებზე, ისევე, როგორც მეთოდოლოგიურ საკითხებს სოციალურ მეცნიერებებში.
გივი სილაგაძე
მკვლევარიგივი ფლობს პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უნგრეთი). პოლიტიკის მეცნიერებაში მაგისტრის ხარისხთან ერთად, გივიმ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სპეციალიზება გაიარა სოციალურ ანალიზსა და პოლიტიკური კვლევის მეთოდოლოგიაში. გივის კვლევითი ინტერესები ეხება დემოკრატიზაციას და მის გამოწვევებს, პარტიებსა და პარტიულ სისტემებს და პოლიტიკური კვლევის მეთოდოლოგიას.
ქეთი ჯაფარიძე
ოპერაციების მენეჯერიელზა ნარიმანიშვილი
ადმინისტრაციულ-ფინანსური მენეჯერიელზა ნარიმანიშვილი CRRC-ში მუშაობს 2013 წლიდან. CRRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა „გადავარჩინოთ ბავშვები“-ის საქართველოს ოფისში ფინანსური მენეჯერის თამანდებობაზე. მიღებული აქვს ათწლიანი გამოცდილება ორგანიზაციის ფინანსურ მენეჯმენტსა და მართვაში.
დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რაშიც მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი. ფლობს ამავე უნივერსიტეტის დიპლომს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში.
გავლილი აქვს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფ)-ის სერთიფიცირებული კურსი:-საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტები და საგადასახადო სისტემა.
პროფესიული განვითარებსი მიზნით, ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა ტრეინინგები, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
ეთერ შაბურიშვილი
ფინანსური და კონტრაქტების მენეჯერიეთერს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები. ფლობს მაგისტრის დიპლომს ჟურნალისტიკაში და ბაკალავრის დიპლომს სამართალმცოდნეობაში. ამჟამად მუშაობს იმაზე, რომ გახდეს სერთიფიცირებულ ბუღალტერთა საერთაშორისო ასოციაციის (ACCA) სრულუფლებიანი წევრი.
ეთერს აქვს ათწლიანი გამოცდილება გრანტის მენეჯმენტის, ფინანსური მენეჯმენტისა და ორგანიზაციის შიდა აუდიტის საკითხებში. კარგად იცნობს სხვადასხვა დონორებისა თუ საქართველოს საგადასახადო და სააღრიცხვო რეგულაციებს. მუშაობდა კონსულტანტად ორგანიზაციული განვითარების საკითხებში.
ნინო სტავრიდი
კომუნიკაციების და განვითარების ოფიცერიკომუნიკაციების და განვითარფების ოფიცრად მუშაობს 2014 წლიდან. მანამდე იყო EPF/CRRC ქსელის აღმასრულებელი მდივანი და EPF-ის პრეზიდენტის თანაშემწე. ნინო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა საბერძნეთის საელჩოში, რის შემდეგაც მუშაობდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საერთაშორისო დეპარტამენდის ხელმძღვანელად.
ნინოს მიღებული აქვს ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თანამედროვე ბერძნული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტის კვალიფიკაციით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა საბერძნეთში და კვიპროსზე. ნინოს ასევე მიღებული აქვს სოციალური მეცნიერების მაგისტრის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ნინოს სამაგისტრო თემა ეხება მედიის როლს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.