უკან
ხუთშაბათი | 21 თებერვალი, 2019

მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარუდგინა. წარდგენას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რადგანაც წარდგენილი კანდიდატები მოსამართლეთა იმ ჯგუფის ლიდერებს ან მასთან დაახლოებულ მოსამართლეებს წარმოადგენდნენ, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალურ მმართველ გუნდად (ე.წ. კლანად) სახელდება. კრიტიკის საპასუხოდ, პარლამენტმა კანდიდატების განხილვა გაზაფხულისთვის გადადო. მოგვიანებით ათივე წარდგენილმა მოსამართლემ თავისი კანდიდატურა მოხსნა. პარლამენტის მიერ საკითხის განხილვის გადადების გამოცხადებიდან მეორე დღესვე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძესთან გასაუბრება დანიშნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაამტკიცა. რა სმენია საქართველოს მოსახლეობას ამ პროცესის შესახებ? სატელეფონო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ ჩატარდა, საზოგადოებას არ აქვს ბევრი ინფორმაცია დანიშვნის პროცესზე და უმეტესად არ იცნობს წარდგენილ კანდიდატებს. გამოკითხული რესპონდენტები არც იმ კანდიდატთა დანიშვნას ემხრობიან, რომელთა შესახებაც ინფორმაცია აქვთ. და ბოლოს, მოსახლეობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის ზუსტად ნახევარს სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენისა და პარლამენტის მიერ განხილვის გადადების შესახებ. მათი დაახლოებით მეხუთედი (22%) ნდობას უცხადებს ამ პროცესს. თითქმის ნახევარი (48%) არ ენდობა, ხოლო 30%-ს ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.



შენიშვნა: მონაცემების მთელ რიცხვებამდე დამრგვალების გამო პროცენტების ჯამი შეიძლება არ შეადგენდეს 100%-ს.


საზოგადოების დიდ ნაწილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ არ სმენია. მათგან, ვისაც სმენია მოსამართლეთა წარდგინების შესახებ, 41%-ზე მეტი წარდგენილი ათი კანდიდატიდან ექვსს არ იცნობს. ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მოსახლეობას ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ, ისინი უფრო მეტად ამბობენ, რომ კანდიდატები უზენაეს სასამართლოში უვადოდ არ უნდა დაინიშნონ. მოსახლეობას შედარებით მეტი ინფორმაცია სამი კანდიდატის - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილის შესახებ აქვს. უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებში, მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც სასამართლო სისტემაში არაფორმალური მმართველი გუნდის ლიდერად მიიჩნევა, სხვა კანდიდატებთან შედარებით „დიახ“ და „არა“ პასუხების ყველაზე მეტი წილი მიიღო.



შენიშვნა: მონაცემების მთელ რიცხვებამდე დამრგვალების გამო პროცენტების ჯამი შეიძლება არ შეადგენდეს 100%-ს.



საერთო ჯამში, რაც უფრო უკეთ იცნობს მოსახლეობა კანდიდატს, მით უფრო დიდი ალბათობით ამბობს, რომ იგი უზენაეს სასამართლოში არ უნდა დაინიშნოს. საქართველოს მოსახლეობის იმ ნახევრიდან, რომელსაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენის შესახებ სმენია, მხოლოდ 13% ეთანხმება, რომ კანდიდატები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით შეარჩიეს; 45%-მა არ იცის, ან - არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ხოლო 41% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.



რესპონდენტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის შესახებაც ჰკითხეს. მურუსიძე წარსულში ბევრი გახმაურებული და პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეს განიხილავდა და ხშირად სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი იყო. იგი მოსამართლეთა არაფორმალური მმართველი ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება. საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის უმრავლესობას სმენია სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის შესახებ. მათმა ნახევარზე მეტმა (57%) ეს მოვლენა უარყოფითად შეაფასა. მხოლოდ 13%-მა გამოხატა დადებითი დამოკიდებულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილების შესახებ, 29%-ს კი შეფასება გაუჭირდა.



ამრიგად, მოსახლეობის მხოლოდ ნახევარს სმენია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის პროცესის შესახებ და მათი დიდი ნაწილი უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს. რაც უფრო მეტად სმენიათ გამოკითხულებს ცალკეული კანდიდატების შესახებ, მით უფრო ამბობენ, რომ ისინი არ უნდა დაინიშნონ უზენაეს სასამართლოში უვადოდ. ზოგადად, პროცესი უფრო უარყოფით ჭრილშია აღქმული, რაც ხაზს უსვამს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესის გაუმჯობესების საჭიროებას.

შენიშვნა: ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მასში წარმოდგენილი ინფორმაცია სატელეფონო გამოკითხვას ეფუძნება. ტექსტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „CRRC-საქართველო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI). სტატიაში არსებული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.


უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად „CRRC-საქართველომ“ 2019 წლის 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე პერიოდში ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა ფარგლებში. გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი 804 მოქალაქე; მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია; ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.6%-ის ტოლია.
01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

03.07.2015 | პარასკევი

განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.

UNDP-ის 2013 წლის 
კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. 
25.06.2015 | ხუთშაბათი

საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეორე პოსტი.

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა 
ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
21.04.2016 | ხუთშაბათი

The Population of Georgia on "good citizenship"

Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.
13.10.2014 | ორშაბათი

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.
24.11.2015 | სამშაბათი

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.
02.01.2018 | სამშაბათი

ახალი წელი ორჯერ, თუნდაც თოვლის ბაბუის არ გჯეროდეს

დეკემბერი. ყინვა. საახალწლოდ მორთული ქუჩები. ახალი წელი. შამპანური. საცივი და გოზინაყი. საჩუქრები. თოვლის ბაბუა. 25 დეკემბერი. თუ 7 იანვარი? მერე კიდევ ერთი ახალი წელი, ოღონდ ძველი. მომდევნო წლისთვის დადებული პირობები და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, აუცილებლად უნდა ახდეს.

2016 წლის 1-13 დეკემბერს CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა. ალბათ, არავის გაგვიკვირდება, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის შეხვედრის დამკვიდრებულ ტრადიციებს მიჰყვება. დიდი უმრავლესობა (73%) ახალი წლის შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებს, 9% კი - მეგობრის ან ნათესავის სახლში. ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, რესტორანში ან კაფეში ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გეგმავს ამას. 15 პროცენტს კი დეკემბრის პირველ ნახევარში ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად შეხვდებოდა ახალ წელს.

29.01.2018 | ორშაბათი

2017 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები 1 თებერვლიდან საჯარო გახდება

1 თებერვალს 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე. „კავკასიის ბარომეტრი“ ყველაზე ხანგრძლივი გამოკითხვაა სამხრეთ კავკასიაში, მისი შედეგები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონში არსებული ტენდენციების შედარების საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში. „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი ტალღა 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა სომხეთსა და საქართველოში. შედეგების ნახვა ან მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე.
26.02.2018 | ორშაბათი

გაჭირვებულ შინამეურნეობებში მცხოვრები ადამიანების განცხადებით, მათ ვალი უფრო ხშირად აქვთ

CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% აცხადებს, რომ პირადი ვალი აქვს. ზოგადად, ვალის ქონა თავისთავად ცუდი არ არის, რადგანაც მას შეუძლია, ბიძგი მისცეს ადამიანის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. თუმცა, კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ვალს საბაზისო ხარჯების დასაფარად იღებს.
05.03.2018 | ორშაბათი

პარტიული კუთვნილება და ტელეარხებისადმი ნდობა საქართველოში

მსოფლიოში მედიასაშუალებების პოლარიზაციის შედეგად ადამიანები ახალ ამბებს უფრო მეტად იმ წყაროებიდან ეცნობიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება მათ იდეოლოგიურ შეხედულებებს. კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი მედიასაშუალების მოხმარება კიდევ უფრო ამყარებს მაყურებლის შეხედულებებს, რაც აუდიტორიის მეტ პოლარიზაციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ მედიის მკვლევრები ამას ისეთი განსხვავებული კონტექსტის მქონე შემთხვევების მაგალითზე აღწერენ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ლიბანი. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არც ქართული მედიისთვისაა უცხო. 2017 წლის დეკემბერში „CRRC-საქართველოს“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობაც შერჩევითად ენდობა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამება.
16.07.2018 | ორშაბათი

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ

2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად CRRC-საქართველომ 2018 წლის 19-26 ივნისს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში და გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი 1005 მოქალაქე. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.8 %-ის ტოლია.
24.07.2018 | სამშაბათი

საქონლის მოვლა-პატრონობა საქართველოს სოფლებში: გენდერული განსხვავებები

2017 წლის აგვისტოში CRRC-საქართველომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისთვის (FAO) ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სოფლებში მცხოვრები ოჯახების მიერ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ფლობას და საქონლის მოვლის პრაქტიკას. საქართველოში ოჯახებს ყველაზე ხშირად ძროხები და ხარები ჰყავთ. კვლევაში დასმული კითხვების გარკვეული ნაწილი ეხებოდა ქალებსა და კაცებს შორის საქონლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საქმეების განაწილებას. სხვა შეკითხვები მიზნად ისახავდა, გაერკვია, არსებობს თუ არა გენდერული განსხვავებები საქონლისა და საქონლის პროდუქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს.
11.03.2019 | ორშაბათი

მიუხედავად ფინანსური ხარჯისა, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2004 წელს ნაწილობრივ შეჩერებული ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური შემოწმება, ისევ განახლდა. თავდაპირველად, 2018 წელს დათვალიერება სავალდებულო სატვირთო ავტომობილებისთვის განახლდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, ტექნიკური შემოწმება ნებისმიერი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. აღნიშნული ცვლილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირება, რომლის მიხედვითაც საქართველომ ტექნიკური დათვალიერების განახლების ვალდებულება აიღო. ამასთან, შემოწმების შემოღების კიდევ ერთი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა - სადღეისოდ, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ავტომობილების გამონაბოლქვი რჩება. 2018 წლის CRRC/NDI-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების განახლებას მხარს უჭერს.