2011

ცისანა ხუნდაძე ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში და ასევე, მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიაში. ამჟამად არის დოქტორანტურის სტუდენტი თსუ-ში. მისი სპეციალობა არის სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია.
CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ის ჩართული იყო ISR-სა და Ars Magna-ს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში, როგორც ასისტენტი. ცისანა, ძირითადად, მუშაობდა სოციალურ და ორგანიზაციულ კვლევებზე.
მის კვლევით ინტერესებში შედის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები და კუტურული საკითხები.
სოფიო მჭედლიშვილს აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში. მისი სპეციალიზაციაა სოციალური ფსიქოლოგია. სოფიო ამჟამად სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
2011 წლის თებერვლიდან ის არის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის“ მონაწილე. იგი, ძირითადად, დაინტერესებულია პოლიტიკური, ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალური საკითხებით.
მერაბ ბოჭოიძემ 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თ. გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი. 2008 წელს მან კავკასიის ბიზნეს სკოლაში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მენეჯმენტის სპეციალობით.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC) მოსვლამდე, ის ჩართული იყო მარკეტინგულ კვლევებში. მას ასევე წვლილი მიუძღვის ქართული ვიკიპედიის განვითარებაში.
მის კვლევით ინტერესებში შედის სოციალური ეკონომიკა, მარკეტინგი და ინტერპერსონალური ურთიერთობები.
სალომე მინესაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. ბაკალავრიატის დროს, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა აშშ-ში, ნებრასკის შტატის კოლეჯში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პოლიტიკური მეცნიერების განხრით. ამჟამად სალომე არის მაგისტრატურის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობაზე – “ტრასფორმაცია სამხრეთ კავკასიაში”. CRRC-საქართველოში მოსვლამდე, სალომემ გაიარა სტაჟირება საქართველოს მშვიდობის კორპუსში და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამაში.
მის კვლევით ინტერესებში შედის საგარეო პოლიტიკის ანალიზი, კულტურისა და ტრადიციების როლი ტრანსფორმაციის პროცესში და რეგიონალიზმი.
გვანცა ნადირაძეს აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. მისი მეორე სპეციალობაა ადამიანური რესურსების მენეჯმენტი. ამჟამად აგრძელებს სწავლას ამავე უნივერსიტეტში მაგისტრატურის პროგრამაზე სოციოლოგიის განხრით.
სწავლის პერიოდში, ის მონაწილეობდა სხვადასხვა სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევაში.
მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია გენდერული პრობლემები, ღირებულებათა სისტემები და სოციალური კაპიტალი. ის ასევე დაინტერესებულია სოციოლოგიური თეორიებით, განსაკუთრებით, თანამედროვე სოციოლოგიით.
მილენა დოქტორანტურის სტუდენტია კულტურულ ანთროპოლოგიაში, მონტანა-მისურის უნივერსიტეტში, აშშ-ში. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს ისტორიაში იმავე უნივერსიტეტიდან და კომბინირებულ, ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს ახლო აღმოსავლეთის ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, მეორადი სპეციალობით თურქულსა და არაბულში თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტიდან (საქართველოში). 
მილენა თავისუფლად საუბრობს რუსულად, ქართულად და სომხურად. მისი კვლევის ინტერესები მოიცავს ეთნიკურ-რელიგიურ ქორწინებას, ადამიანის უფლებებს, ეთნიკურ კონფლიქტებსა და საერთაშორისო განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
გევინ სლეიდი არის სამეცნიერო ხარისხის კანდიდატი ოქსფორდის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი უელსის უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი როგორც ოქსფორდის, ასევე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან ბუდაპეშტში. გევინი თითქმის ხუთი წლის განმავლობაში  ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში და საქართველოში პირველად 2002 წელს ჩამოვიდა ინგლისური ენის მასწავლებლის სტატუსით. ბოლო სამი წლის განმავლობაში იგი მუშაობდა თავის სამეცნიერო ხარისხზე საქართველოში. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს კრიმინოლოგია: ორგანიზებული დანაშაული და ხელისუფლების რეაქცია, ,,კანონიერი ქურდების” სუბკულტურები და ციხისა და პოლიციის რეფორმები პოსტ-საბჭოთა სივრცეში.