სტაჟიორები

ცისანა ხუნდაძე

ცისანა ხუნდაძე ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში და ასევე, მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიაში. ამჟამად არის დოქტორანტურის სტუდენტი თსუ-ში. მისი სპეციალობა არის სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია.

CRRC-საქართველოში მოსვლამდე, ის ჩართული იყო ISR-სა და Ars Magna-ს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში, როგორც ასისტენტი. ცისანა, ძირითადად, მუშაობდა სოციალურ და ორგანიზაციულ კვლევებზე.

მის კვლევით ინტერესებში შედის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები და კუტურული საკითხები.