CRRC-საქართველოს მე-7 ყოველწლიური კონფერენცია | 25-26 ივნისი, 2021

CRRC-საქართველო იწყებს განაცხადების მიღებას მე-7 ყოველწლიური კონფერენციისთვის “ცვლილებების კვალდაკვალ: სამხრეთ კავკასია მღელვარე წლის შემდეგ“.

თარიღი: 25-26 ივნისი

კონცეფცია:

სამხრეთ კავკასიამ მღელვარე 2020 წელი გამოიარა. გლობალურმა COVID-19-ის პანდემიამ და მთიან ყარაბაღში განახლებულმა საომარმა მოქმედებებმა შეცვალეს რეგიონი.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხრიდან პანდემიის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გამოწვევებისადმი ინსტიტუციური პასუხები საკმარისი და იყო თუ არა ვირუსის შესაჩერებლად წარმოდგენილი შეზღუდვები პოლიტიკური მანიპულაციის საგანი.

მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომმა ძირეულად შეცვალა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური გეოგრაფია. ვინაიდან დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყვნენ წარმოდგენილი კონფლიქტის დროს, ისეთმა ტრადიციულმა რეგიონულმა ძალებმა იჩინეს თავი, როგორებიცაა რუსეთი და თურქეთი. რადგან ომს ხშირად დიდი გეოპოლიტიკური გადაჯგუფების კუთხიდან განიხილავენ, მკვლევრებმა არ უნდა დაივიწყონ ომის განხილვა ისეთი ინდივიდებისა და საზოგადოებების კუთხიდან, რომლებიც ასეთ ანალიზსში ვერ ხვდებიან.

აღნიშნული თემებით დაიტერესების გამო, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) მე-7 ყოველწლიურ კონფერენციას მართავს და მიესალმება მეთოდოლოგიაზე ორიენტირებულ ნამუშევრებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ პანელური და არაპანელური ნაშრომებით, რომლებიც იკვლევენ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ღრმა სოციალურ-პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცვლილებებს შედარებითი, ემპირიული კუთხიდან. ჩვენ მივესალმებით მაღალკვალიფიციურ სამეცნიერო ნაშრომებს ჩამოყალიბების პროცესში მყოფ თუ უკვე ჩამოყალიბებული აკადემიური სივრციდან, შემდეგი ფართო თემების შესახებ:

  • კონფლიქტები, გადაადგილება და შერიგება;
  • პოლიტიკა, ძალაუფლება და დემოკრატია;
  • კულტურა, ღირებულებები და იდენტობა;
  • ეკონომიკური განვითარება, გაციფრულება, ენერგია და მობილობა;
  • ურბანული და გარემოსდაცვითი საკითხები;
  • სამოქალაქო საზოგადოება და აქტივიზმი;

ვინაიდან CRRC-ის ოფისების მიზანს წარმოადგენს ინოვაციური კვლევის მეთოდების ხელშეწყობა, ჩვენ მივესალმებით განცხადებებს მეთოდებზე ორიენტირებულ პანელებსა და უორქშოფებზე. ჩვენ ვიწვევთ ისეთ ავტორებს, რომლებიც მეთოდოლოგიურ ინოვაციებს იკვლევენ  და ისეთ გამოწვევებს ეხებიან, როგორებიცაა მონაცემების შეგროვება, ანალიზი, წარმოჩენა და გავრცელება COVID-19-ის პანდემიის პერიოდის კვლევისადმი განსაკუთრებულ მიდგომებზე ფოკუსირებით.

გარდა ამისა, ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ისეთ ავტორებს, რომლებიც თავაინთ სამეცნიერო ნაშრომებში CRRC-ის შინამეურნეობათა ყოველ ორწლიური კვლევის, “კავკასიის ბარომეტრის”, მონაცემებს გამოიყენებენ.

კონფერენციის სტრუქტურა

COVID-19-ის პანდემიისა და თანმდევი შეზღუდვების გათვალისწინებით, ყველა ჩანიშნული ღონისძიება გაიმართება ონლაინ. პანელური პრეზენტაციები, მრგვალი მაგიდები და ძირითადი მოხსენებები გადაიცემა CRRC-ის ოფისების, Facebook-ისა და YouTube გვერდების მეშვეობით.

CRRC-ის მე-7 კონფერენციის პირველი დღეს მიეძღვნება სესიებს, რომლებიც კონფერენციის ძირითად ფართო თემებს მიმოიხილავს. მეორე დღეს, მონაწილეები მეთოდოლოგიურ სემინარს შეურთდებიან, სადაც მომხსენებლები თავიანთ მეთოდოლოგიურ ნაშრომებს წარადგენენ. კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

მნიშვნელოვანი თარიღები:

პირველადი განაცხადის  შემოტანა (აბსტრაქტი და CV) – 16 აპრილი, 2021. დედლაინმა გადაიწია 30 აპრილამდე, 2021.

საბოლოო დასტური – 14 მაისი, 2021

CRRC-ის შესახებ

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) წარმოადგენს კვლევით და კვლევის მხარდამჭერი ცენტრების ქსელს, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დედაქალაქებში ოპერირებს. CRRC-ის მიზანია სოციალური მეცნიერების კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში. ბოლო ჩვიდმეტი წლის მანძილზე, CRRC-ის ოფისები გახდა სოციალური მეცნიერებათა საზოგადოების აქტივობის ცენტრი სამხრეთ კავკასიაში მონაცემებზე წვდომის, სამეცნიერო ლიტერატურისა და სოციალური მეცნიერების მკვლევართათვის პროფესიონალური ტრენინგების უზრუნველყოფით. CRRC-ისა და მოახლოებული კონფერენციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შესაბამისი ქვეყნის ვებგვერდს მითითებულ მისამართებზე: crrc.am, crrc.az და crrc.ge

კავკასიის ბარომეტრის შესახებ

გაზიარება

მსგავსი სიახლეები