თანამშრომლები

  • დირექტორი

კობა თურმანიძე CRRC-საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს. მას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი შედარებით პოლიტიკაში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან. მას აქვს საჯარო მართვის მაგისტრის ხარისხი ამერიკული უნივერსიტეტიდან (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უნგრეთი), ასევე დიპლომი ისტორიულ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 

2005–2011 წლებში იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა ასისტენტ პროფესორად და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტსა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ასწავლიდა: შედარებით პოლიტიკას, გარდამავალი ხანის ეკო

  • პროგრამების დირექტორი

ქრისტინა ვაჭარაძე CRRC-საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად მან მუშაობა პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე დაიწყო, 2009 წლიდან კი პროგრამების დირექტორი გახდა. ქრისტინა ხელმძღვანელობას უწევს სხვადასხვა კვლევით პროექტებს. ასევე, მონაწილეობას იღებს კითხვარის შედგენაში, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების ანალიზში.

ქრისტინას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი დასავლეთ ევროპის ენებსა და ლიტერატურაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უნგრეთი).

CRRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა სოროსის ფონდში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამაში; სამ

  • პოლიტიკის უფროსი ანალიტიკოსი

გიორგი ბაბუნაშვილი CRRC-საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს. იგი მკვლევარია და მუშაობს რაოდენობრივ კვლევებში შერჩევის მომზადებაზე, მონაცემების გაწმენდაზე, კვლევითი ინსტრუმენტების მომზადებაზე, მონაცემების დამუშავებასა და ანალიზზე. იგი ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია შედარებით პოლიტიკაში. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე გავლილი აქვს შერჩევისა და სტატისტიკის კურსები მიჩიგანისა და ლუბლიანას უნივერსიტეტებში.

CRRC-ში მოსვლამდე გიორგი წამყვანი ასოცირებული მკვლევარის პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს საშუალო განათლების სისტემის რეფორმირებისა და გაძლიერების პრო

  • უფროსი მკვლევარი

მარიამ კობალაძე CRRC-საქართველოში 2009 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად იგი ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის (JFP) მონაწილე იყო, შემდეგ უმცროსი მკვლევარი და მკვლევარი გახდა. 2018-2020 წლებში კომუნიკაციის მენეჯერი იყო, 2021 წლიდან კი უფროსი მკვლევარი გახდა. მისი სამუშაო მოიცავს როგორც კომუნიკაციასთან დაკავშირებულ აქტივობებს (სოციალური მედია, ვებგვერდი, მედიასთან ურთიერთობა, საჯარო ღონისძიებები), ასევე კვლევის დაგეგმვას, განხორციელებასა და ანალიზს.

მარიამს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ინგლისური ენის სწავლებაში და მაგისტრის ხარისხი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სო

  • უფროსი მკვლევარი

თამარ ხოშტარია CRRC-საქართველოში 2009 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად იგი ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის (JFP) მონაწილე იყო, შემდეგ კი მკვლევარი გახდა. ახლა იგი უფროსი მკვლევარია. თამარი ძირითადად მუშაობს კითხვარის შედგენაზე, მონაცემთა თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზზე და მონაწილეობას იღებს კვლევითი პროექტების დაგეგმვაში.

თამუნას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც ასწავლის რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდებს. მან ამავე უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში. მაგისტრატურის დროს, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ბერლინში, სადაც ჩაატარა თვი

  • ოპერაციების მენეჯერი

ქეთი ჯაფარიძე CRRC-საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს და ორგანიზაციის ყველა პროექტის განხორციელების ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს. CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე ქეთი 2002 წლიდან მოღვაწეობდა CRS (Catholic Relief Services) წარმომადგენლობით ოფისში ადმინისტრაციულ-პროგრამულ ასისტენტად საქართველოში. მანამდე კი ფილიპ მორის მენეჯმენტ სერვისის წარმომადგენლობით ოფისში პირველი მდივანი, მოგვიანებით კი ადმინისტრაციული ასისტენტი იყო. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

  • კომუნიკაციების და განვითარების ოფიცერი

კომუნიკაციების და განვითარფების ოფიცრად მუშაობს 2014 წლიდან. მანამდე იყო EPF/CRRC  ქსელის აღმასრულებელი მდივანი და EPF-ის პრეზიდენტის თანაშემწე. ნინო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა  საბერძნეთის საელჩოში, რის შემდეგაც მუშაობდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების  საერთაშორისო დეპარტამენდის ხელმძღვანელად.

ნინოს მიღებული აქვს ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თანამედროვე ბერძნული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტის კვალიფიკაციით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა საბერძნეთში და კვიპროსზე. ნინოს ასევე მიღებული აქვს სოციალური მეცნიერების მაგისტრის ხარისხი საქ

  • ადმინისტრაციულ-ფინანსური მენეჯერი

ელზა ნარიმანიშვილი CRRC-ში მუშაობს 2013 წლიდან. CRRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა „გადავარჩინოთ ბავშვები“-ის საქართველოს ოფისში ფინანსური მენეჯერის თამანდებობაზე. მიღებული აქვს ათწლიანი გამოცდილება ორგანიზაციის ფინანსურ მენეჯმენტსა და მართვაში.

დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რაშიც მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი. ფლობს ამავე უნივერსიტეტის დიპლომს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში.

გავლილი აქვს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფ)-ის სერთიფიცირებული კურსი:-საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტები და საგადასახადო სისტემა.&nbs

  • არარეზიდენტი უფროსი მკვლევარი

დასტინი CRRC-საქართველოს 2014 წელს შემოუერთდა საერთაშორისო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. იგი კვლევის კონსულტანტად და საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსად მუშაობდა, 2018 წლიდან 2022 წლამდე კი კვლევების დირექტორის მოადგილე იყო. ამჟამად დასტინი არარეზიდენტი უფროსი მკვლევარია.

CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე ის მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად, შტატგარეშე ავტორად, რედაქტორად და მთარგმნელად, შემდეგ კი ტურიზმის გეოგრაფიის ლექტორად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დასტინი ფლობს პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრის დიპლომს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან და ფილოსოფიის ბაკალავრის დიპლომს სკიდმორ კოლეჯიდან.

მის აკადემიურ ინტ

  • პოლიტიკის ანალიტიკოსი

ანანო ყიფიანმა CRRC-საქართველოში პოლიტიკის ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. CRRC-ში მის ძირითად საქმიანობები ითვალისწინებს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტერვიუების ჩატარება, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემების დამუშავება და მათზე დაყრდნობით ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება.

ანანომ 2016 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (აისეტი) და მოიპოვა სოფლის მეურნეობის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. მისი სამაგისტრო ნაშრომი იკვლევს „საკვების ხელმისაწვდომობის მდგომარეობას და მის კვლევის მეთოდოლოგიებს საქართველოში“. ანანოს აგრეთვე მინიჭებული აქვს კომპ

12