თანამშრომლები

კობა თურმანიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი
  • დირექტორი

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: +995 32 505290
ელფოსტა: [javascript protected email address]

კობა თურმანიძე CRRC-საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს. მას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი შედარებით პოლიტიკაში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან. მას აქვს საჯარო მართვის მაგისტრის ხარისხი ამერიკული უნივერსიტეტიდან (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უნგრეთი), ასევე დიპლომი ისტორიულ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 

2005–2011 წლებში იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა ასისტენტ პროფესორად და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტსა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ასწავლიდა: შედარებით პოლიტიკას, გარდამავალი ხანის ეკონომიკას, კვლევის მეთოდებსა და გამოყენებით სტატისტიკას.

CRRC-ში მოსვლამდე კობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, ასევე საჯარო სამსახურში მუშაობდა. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: ავტორიტარულ რეჟიმების, რეჟიმის ცვლილების ანალიზს და ამომრჩევლის ქცევას.