თანამშრომლები

გიორგი ბაბუნაშვილი
  • პოლიტიკის უფროსი ანალიტიკოსი
საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: [javascript protected email address]

გიორგი ბაბუნაშვილი CRRC-საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს. იგი მკვლევარია და მუშაობს რაოდენობრივ კვლევებში შერჩევის მომზადებაზე, მონაცემების გაწმენდაზე, კვლევითი ინსტრუმენტების მომზადებაზე, მონაცემების დამუშავებასა და ანალიზზე. იგი ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია შედარებით პოლიტიკაში. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე გავლილი აქვს შერჩევისა და სტატისტიკის კურსები მიჩიგანისა და ლუბლიანას უნივერსიტეტებში.

CRRC-ში მოსვლამდე გიორგი წამყვანი ასოცირებული მკვლევარის პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს საშუალო განათლების სისტემის რეფორმირებისა და გაძლიერების პროგრამის „ილია ჭავჭავაძე” შეფასების ჯგუფში; ასევე, მკვლევარ-ასისტენტი იყო საზოგადოების კვლევის ცენტრში და პროექტის ადმინისტრაციული ოფიცერი არასამთავრობო ორგანიზაციაში „ბიზნეს ლიგა”.

გიორგის კვლევის ინტერესებში შედის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესები პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში.