მონაცემებში ასახული ტენდენციები: სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება სომხეთში

CRRC-ს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ბლოგის მიხედვით, საქართველოში სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტის მიმართ ნდობა 2011-დან 2015 წლამდე დაეცა. ეს ბლოგი, კავკასიის ბარომეტრის მონაცემებზე დაყრდნობით, მიმოიხილავს ნდობას იგივე ინსტიტუტების მიმართ სომხეთში.

კავკასიის ბარომეტრის მიხედვით, 2011 წლის შემდეგ სომხეთში სხვადასხვა პოლიტიკური ინსტიტუტის მიმართნდობა შემცირდა. ყველაზე დიდი ვარდნა პრეზიდენტის ინსტიტუტმა განიცადა. მისი ნდობის მაჩვენებელი 2011 წელს 36%-დან 2015 წელს 16%-მდე დაეცა. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის მიმართ ნდობა 2011-დან 2013 წლამდე შემცირდა და მას შემდეგ სტაბილურად შეჩერდა საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე. 

შენიშვნა: დიაგრამაზე პასუხის ვარიანტები „სრულად ვენდობი“ და „უფრო ვენდობი“ გაერთიანებულია. ნაჩვენებია მხოლოდ მათი წილი, ვინც ნდობას გამოხატავს მოცემული ინსტიტუტების მიმართ.

გამოკითხვის შედეგები ასევე აჩვენებს ნდობის მცირე ვარდნას სასამართლოს მიმართ 2011-დან 2015 წლამდე. ნდობა პოლიციის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სისტემის მიმართ უცვლელია, ხოლო ნდობა ჯარის მიმართ გაზრდილია.

კავკასიის ბარომეტრის მიხედვით, სომხეთში ყველაზე დიდი ვარდნა პრეზიდენტის მიმართ ნდობამ განიცადა მაშინ, როცა ჯარის მიმართ ნდობა გაიზარდა. აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ ნდობა 2011 წლის შემდეგ მცირედით შემცირდა, პოლიციის, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის მიმართ კი არ შეცვლილა.

გთხოვთ, ამ საკითხზე მეტი მონაცემები იხილოთ აქ.

გაზიარება