CRRC-საქართველოს მკვლევარებმა ახალი კვლევების შედეგები გააცნეს საზოგადოებას!

დღეს CRRC-საქართველოს მკვლევარებმა პროექტის „Countering Anti-Democratic Propaganda for Engagement (CAPE)“ ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგები გააცნეს საზოგადოებას!

პირველი კვლევის ფარგლებში – „მედია და დეზინფორმაცია: მოხმარების ჩვევები, აღქმები და გამკლავების უნარები“ – მიმოიხილეს საზოგადოებაში მედიის მოხმარების ძირითადი ჩვევები, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული წარმოდგენები და მასთან გამკლავების უნარები. კვლევა საქართველოს ქართულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვას ეყრდნობა, რომელიც 2025 წლის თებერვალში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2 351-მა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო.

მეორე კვლევის ფარგლებში – „ანტიდასავლური ნარატივების გავრცელება Facebook-ში“ – სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ძირითად ანტიდასავლურ ნარატივებსა და მათ გამავრცელებელ აქტორებს გაესვა ხაზი. სოციალური მედიის მონიტორინგი 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან 2025 წლის თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა.

კვლევების შედეგები CRRC-საქართველოს მონაცემთა შეგროვების მენეჯერმა, ლია ჩხეტიანმა, უფროსმა მკვლევარმა, თინათინ ბანძელაძემ და უფროსმა მკვლევარმა, მარიამ კობალაძემ მიმოიხილეს.

კვლევები ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები