პარტიული კუთვნილება და ტელეარხებისადმი ნდობა საქართველოში
მსოფლიოში მედიასაშუალებების პოლარიზაციის შედეგად ადამიანები ახალ ამბებს უფრო მეტად იმ წყაროებიდან ეცნობიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება მათ იდეოლოგიურ შეხედულებებს. კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი მედიასაშუალების მოხმარება კიდევ უფრო ამყარებს მაყურებლის შეხედულებებს, რაც აუდიტორიის მეტ პოლარიზაციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ მედიის მკვლევრები ამას ისეთი განსხვავებული კონტექსტის მქონე შემთხვევების მაგალითზე აღწერენ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ლიბანი. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არც ქართული მედიისთვისაა უცხო. 2017 წლის დეკემბერში „CRRC-საქართველოს“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობაც შერჩევითად ენდობა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამება.
მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ყველაზე მსხვილი ქართული ტელეკომპანიები „იმედი“ და „რუსთავი 2“ მხარს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერენ. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეგიდით განხორციელებულმა გრძელვადიანმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის მსვლელობისას, „იმედი“ მმართველი „ქართული ოცნების“ გაშუქებისთვის პოზიტიურ ან ნეიტრალურ ტონს იყენებდა და სახელისუფლებო პარტიას მეტ საეთერო დროს უთმობდა. ტელეარხი ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ნაკლები დროის მანძილზე აშუქებდა და მისი დახასიათებისას შედარებით მეტად იყენებდა უარყოფით ტონს. ამის საპირისპიროდ, „რუსთავი 2“ მმართველ პარტიას ნეიტრალური ტონით ახასიათებდა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქებისას ტელეკომპანიის სიუჟეტებში ნეიტრალური ან პოზიტიური ტონი ჭარბობდა. ამავდროულად, „ნაციონალურ მოძრაობას“ „რუსთავი 2“-ზე უფრო მეტი საეთერო დრო დაეთმო, ვიდრე - სახელისუფლებო პარტიას.
როგორც CRRC/NDI გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, ისინი, ვინც „ქართულ ოცნებას“ საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ პარტიად ასახელებენ, პოლიტიკის და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად „იმედს“ უფრო ენდობიან, ვიდრე - „რუსთავი 2-ს“. ამასთან, რესპონდენტები, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევენ ყველაზე ახლო მდგომ პარტიად, უფრო მაღალი ალბათობით ენდობიან „რუსთავი 2-ს“. მათ, ვინც კითხვაზე „არცერთი პარტია“ ან „არ ვიცი“ უპასუხა, ან პასუხის გაცემაზე საერთოდაც უარი განაცხადა, სატელევიზიო არხების ნდობასთან დაკავშირებით გამოკვეთილი განსხვავებული დამოკიდებულება არ გააჩნიათ.
ტენდენცია არც დასახლებული პუნქტების მიხედვით იცვლება, ასევე მყარია იმ შემთხვევაში, როცა ვაკონტროლებთ ისეთ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, როგორიცაა სქესი, ასაკი და ეთნიკური კუთვნილება. თბილისელებს, განსაკუთრებით მათ, ვინც საკუთარ შეხედულებებთან ახლო მდგომად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ასახელებენ, სატელევიზიო არხების ნდობასთან დაკავშირებით ყველაზე პოლარიზებული შეხედულებები აქვთ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ იდენტიფიცირებულ ამომრჩევლებს დედაქალაქში „იმედის“ ნდობის შედარებით დაბალი ალბათობა (27%) აქვთ, ხოლო მათ, ვის შეხედულებებთან ახლოსაც „ქართული ოცნება“ დგას, „რუსთავი 2“-ის ნდობის დაბალი ალბათობა (32%) აქვთ.
შენიშვნა: დიაგრამაზე წერტილები „იმედის“ ან „რუსთავი 2“-ის ნდობის პროგნოზირებულ ალბათობას აღნიშნავს დასახლებული პუნქტისა და პარტიული პრეფერენციის მიხედვით, ხოლო ხაზები 95%-იანი სანდოობის ინტერვალებზე მიუთითებს. მაგალითად, იმის ალბათობა, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს და ამასთან თბილისში ცხოვრობს, „იმედს“ ენდობოდეს“, დაახლოებით 63%-ია. თბილისელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის „იმედის“ ნდობის ალბათობა კი 27%-ს შეადგენს. ალბათობები გამოთვლილია ლოგისტიკური რეგრესიული მოდელის მეშვეობით. მონაცემთა რეპლიკაციისთვის საჭირო მასალების ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
გასაკვირი არაა, რომ ის ადამიანები, ვინც საკუთარ შეხედულებებთან ახლოს რომელიმე კონკრეტულ პარტიას ასახელებენ, პოლიტიკური ახალი ამბების მისაღებად იმ ტელეარხებს ენდობიან, რომლებიც მათ პარტიას პოზიტიურად აშუქებს. სამაგიეროდ, ადამიანები, რომლებსაც პარტიული კუთვნილება არ აქვთ, ტელეარხებისადმი ნდობის თვალსაზრისით, სისტემატიურად არ განსხვავდებიან.
CRRC/NDI-ისკვლევისშედეგებისუკეთგასაცნობადეწვიეთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის პორტალს.
The Georgian public on journalists
Internet and social media usage in Georgia
სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის აღქმა
ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში
2002 წლის ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.
განქორწინება რთული გასამართლებელია
შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.UNDP-ის 2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ.
საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?
1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
How does press freedom in Georgia compare to Eastern Europe?
The political climate in Georgia, 2012-2014: Increased nihilism or room for new political actors?
ქართველი ახალგაზრდები: ევროკავშირისადმი სწრაფვა ტოლერანტობის გარეშე
რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 2)
რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 1)
The Population of Georgia on "good citizenship"
Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.საცხოვრებლის ტიპები საქართველოს ქალაქებში
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო მეტად ურბანული გახდა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ რეგიონებში უთანასწორო განვითარება გამოიწვია. უკეთესი საცხოვრებელი პირობებისა და მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში სულ უფრო მეტმა ადამიანმა მიაშურა დიდ ქალაქებს. ამის შედეგად, 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (57.5%) ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს.საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა მცირდება
სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში
მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.How Georgia became an upper-middle income country
According to the World Bank report, Georgia became an upper-middle income country. What determined this shift of the economy, what are its long-term implications and why does it matter?Positive Public Attitudes in Georgia
ხანდაზმულთა კეთილდღეობა სამხრეთ კავკასიაში: პრობლემა გამწვავების პერსპექტივით
გარემოსადცვითი პრობლემები საქართველოში: მოსახლეობის საფიქრალი?
გაეროს სოციალური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (UNRISD) თანახმად, „გარემო-პირობების გაუარესება უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და არსებობის შესაძლებლობებზე, რასაც დაბინძურებული გარემო და ბუნებრივი რესურსების გამოფიტვა განაპირობებს. ნიადაგის ეროზია, ტყეების გაჩეხვა, ცხოველებისა და მცენარეების გადაშენება ანსახეობების შემცირება აფერხებს მრავალი ადამიანის მწარმოებლურ შესაძლებლობებს.“Electoral Notes- Municipal Elections, 2014
Expectations and the EU Association Agreement
ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში
აქტიური და დასაქმებული
ივარჯიშე და იყავი ბედნიერი
The recent history of the South Caucasus as seen by the world’s media – Part 1, Armenia and Azerbaijan
The recent history of the South Caucasus as seen by the world’s media - Part 2, Georgia
უმაღლესი განათლების მქონე პირთა დასაქმება და შემოსავალი საქართველოში
Nine things politicians should know about Georgian voters
განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?
2015 EU survey report: Major trends and recommendations
No, Putin is not winning Georgia away from Europe. Here are the facts.
By Dustin Gilbreath
Spreading the News: File Sharing through Mobile Phones in Armenia
Follow-Up Media Landscape Survey
By Tamar ZurabishviliNew and Old Media: Trends in Azerbaijan
Despite some international criticism on media freedom, nationwide survey data shows that Azerbaijanis seem to be generally satisfied with certain forms of national mass media—although with a few exceptions. The overall picture that emerges from the 2011 Caucasus Barometer in Azerbaijan is that 44% of the population thinks TV journalists inform the population well, 32% are neutral, and 16% say TV journalists do not inform the population well (7% don’t know).Rule of Law in Georgia - Opinions and Attitudes of the Population
More News & Numbers from CRRC
CRRC's Media-Monitoring Project: TV Coverage of the Election Campaigns
Georgian Media as Business | Data Snapshots
In terms of the business findings, CRRC's Media Survey (undertaken in September/October 2009) generated extensive data that is available to help media make good business decisions. One recent presentation, summarized here, focused on showing the diversity of data that is available.
The Media in Armenia and Azerbaijan: Effective or Affective?
USAID Political Party Assessment of Europe and Eurasia
Georgia: Women's Participation in Politics
Freedom House Report | Democracy in the Caucasus
Caucasus Election Programs in the 1990s
Framing the South Ossetian conflict
ისტორიისა და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობის აღქმა: MYPLACE-ის ახალი პუბლიკაცია
2011-2015 წლებში CRRC-საქართველო მონაწილეობდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტში "MYPLACE: მეხსიერება, ახალგაზრდობა, პოლიტიკური მემკვიდრეობა და სამოქალაქო ჩართულობა". თოთხმეტი ქვეყნის (იხ. რუკა) თექვსმეტი აკადემიური პარტნიორი იკვლევდა ევროპაში ახალგაზრდების ჩართულობისა თუ ნაკლები ჩართულობის ფორმებსა და მიზეზებს.Gender (in)equality on TV
Stereotypes are an inseparable part of every society, and present in many parts of everyday life. Georgian society is no exception in this regard. For example, some professions like teaching are stereotypically thought of as “women’s professions” while others like being a soldier are considered “men’s professions”. The media is considered one of the strongest means through which stereotypes are strengthened or broken. In Georgia, TV is the most important media, given that according to CRRC/NDI data, 73% of the population of the country name television as their primary source of the information. In order to understand the dynamics around gender-based stereotypes on TV, CRRC-Georgia monitored the main evening news releases and political talk shows broadcast during prime time (from 18:00 to 00:00) on five national and three regional channels from September 11 to November 12, 2017 (Channel One of the Public Broadcaster, Adjara, Rustavi 2, Imedi, Maestro, Trialeti, Gurjaani, Odishi) with the support of the UN Joint Program for Gender Equality with support from UNDP Georgia and the Swedish government.ახალი წელი ორჯერ, თუნდაც თოვლის ბაბუის არ გჯეროდეს
დეკემბერი. ყინვა. საახალწლოდ მორთული ქუჩები. ახალი წელი. შამპანური. საცივი და გოზინაყი. საჩუქრები. თოვლის ბაბუა. 25 დეკემბერი. თუ 7 იანვარი? მერე კიდევ ერთი ახალი წელი, ოღონდ ძველი. მომდევნო წლისთვის დადებული პირობები და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, აუცილებლად უნდა ახდეს.
2016 წლის 1-13 დეკემბერს CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა. ალბათ, არავის გაგვიკვირდება, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის შეხვედრის დამკვიდრებულ ტრადიციებს მიჰყვება. დიდი უმრავლესობა (73%) ახალი წლის შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებს, 9% კი - მეგობრის ან ნათესავის სახლში. ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, რესტორანში ან კაფეში ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გეგმავს ამას. 15 პროცენტს კი დეკემბრის პირველ ნახევარში ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად შეხვდებოდა ახალ წელს.
2017 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები 1 თებერვლიდან საჯარო გახდება
1 თებერვალს 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე. „კავკასიის ბარომეტრი“ ყველაზე ხანგრძლივი გამოკითხვაა სამხრეთ კავკასიაში, მისი შედეგები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონში არსებული ტენდენციების შედარების საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში. „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი ტალღა 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა სომხეთსა და საქართველოში. შედეგების ნახვა ან მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე.გაჭირვებულ შინამეურნეობებში მცხოვრები ადამიანების განცხადებით, მათ ვალი უფრო ხშირად აქვთ
CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% აცხადებს, რომ პირადი ვალი აქვს. ზოგადად, ვალის ქონა თავისთავად ცუდი არ არის, რადგანაც მას შეუძლია, ბიძგი მისცეს ადამიანის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. თუმცა, კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ვალს საბაზისო ხარჯების დასაფარად იღებს.Disinformation in the Georgian media: Different assessments for different media sources
In Georgia, supporters of the government and opposition often express contrasting opinions about the independence and reliability of specific news outlets. Based on the CRRC/NDI December, 2017 survey findings, this blog post looks at whether people think or not that the Georgian media spreads disinformation, which groups tend to think so, and how this opinion differs by type of media. “Disinformation” was defined in the questionnaire as “false information which is spread deliberately with the purpose to mislead and deceive people,” and the questions about it were asked separately about TV stations, online media, and print media.მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ
2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად CRRC-საქართველომ 2018 წლის 19-26 ივნისს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში და გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი 1005 მოქალაქე. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.8 %-ის ტოლია.
საქონლის მოვლა-პატრონობა საქართველოს სოფლებში: გენდერული განსხვავებები
2017 წლის აგვისტოში CRRC-საქართველომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისთვის (FAO) ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სოფლებში მცხოვრები ოჯახების მიერ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ფლობას და საქონლის მოვლის პრაქტიკას. საქართველოში ოჯახებს ყველაზე ხშირად ძროხები და ხარები ჰყავთ. კვლევაში დასმული კითხვების გარკვეული ნაწილი ეხებოდა ქალებსა და კაცებს შორის საქონლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საქმეების განაწილებას. სხვა შეკითხვები მიზნად ისახავდა, გაერკვია, არსებობს თუ არა გენდერული განსხვავებები საქონლისა და საქონლის პროდუქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს.მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარუდგინა. წარდგენას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რადგანაც წარდგენილი კანდიდატები მოსამართლეთა იმ ჯგუფის ლიდერებს ან მასთან დაახლოებულ მოსამართლეებს წარმოადგენდნენ, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალურ მმართველ გუნდად (ე.წ. კლანად) სახელდება...მიუხედავად ფინანსური ხარჯისა, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2004 წელს ნაწილობრივ შეჩერებული ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური შემოწმება, ისევ განახლდა. თავდაპირველად, 2018 წელს დათვალიერება სავალდებულო სატვირთო ავტომობილებისთვის განახლდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, ტექნიკური შემოწმება ნებისმიერი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. აღნიშნული ცვლილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირება, რომლის მიხედვითაც საქართველომ ტექნიკური დათვალიერების განახლების ვალდებულება აიღო. ამასთან, შემოწმების შემოღების კიდევ ერთი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა - სადღეისოდ, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ავტომობილების გამონაბოლქვი რჩება. 2018 წლის CRRC/NDI-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების განახლებას მხარს უჭერს.საარჩევნო გარემო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ არეალებში უარესდება
„CRRC საქართველოს“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საარჩევნო გარემო ყველაზე მეტად პრობლემატური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებშია და მდგომარეობა უფრო უარესდება.2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, განსაკუთრებით კი — მეორე ტურში დატრიალებული მოვლენები შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. პირველ და მეორე ტურებს შორის მთავრობამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაახლოებით 600 ათასამდე მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერდა, რაც, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამომრჩეველთა მოსყიდვად უნდა ჩათვლილიყო...
საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ
2018 წლის 3 ნოემბერს რუსთავი 2-ზე გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „როგორ დავიმორჩილოთ მოსამართლე“, რომელიც საქართველოს პროკურატურაში შეჩერებულ გამოძიებას ეხებოდა. ფილმი ხაზს უსვამდა პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ ბრალდებებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, უძრავი ქონების ჩამორთმევასა და კერძო პირებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ
2019 წლის 19 იანვარს, „რუსთავი 2-ზე“ გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში“, რომელიც 2011 წელს მთავრობის მიერ მფლობელებისთვის „კონსტანტა ბანკის“ ჩამორთმევის მცდელობას ეხებოდა. ფილმი პროკურორებისა და მოსამართლეების მიერ გარკვეულ გადაცდომებზე მიანიშნებდა.Who doesn’t want democracy for Georgia?
After the collapse of the Soviet Union, Georgia adopted western-style democratic institutions. They have never functioned in a fully democratic manner, fluctuating between more liberal and authoritarian tendencies. That is, Georgia is and has been a hybrid regime.But what do people want?
Pessimism about Georgia’s direction hides room for optimism
While a large number of Georgians think the country is going in the wrong direction, the fact that they are judging the country’s performance based on issues rather than political partisanship alone is a good sign.სომხეთსა და საქართველოში, კაცები თვლიან, რომ უფრო მეტ საოჯახო საქმეს აკეთებენ, ვიდრე ეს სინამდვილეშია
სომხეთსა და საქართველოში ტრადიციული გენდერული როლები დღესაც განსაზღვრავს ოჯახში შრომის განაწილებას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საოჯახო საქმეებზე კაცები სრულად არიან პასუხისმგებლები და ზოგიერთს მეტ-ნაკლებად თანაბრად იზიარებენ ოჯახის ქალ წევრებთან ერთად, ძირითადად, საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებელი მაინც ქალები არიან.რა მიმართულებით მიდის საქართველო? საქართველოს მოსახლეობის აღქმა
ბოლო ათი წელია, CRRC-საქართველოსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები პოლიტიკური შეხედულებების შესახებ თვალს ადევნებს მოსახლეობის დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამისი პირდაპირი მიზეზი ვერ იქნებოდა, მზარდი აღქმა იმისა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, გარკვეულწილად გავლენას ახდენს იმ საპროტესტო ტალღაზე, რაც საქართველოში ივნისში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ხალხის აღქმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო, გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს, თუმცა, ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად არჩევნები და აშშ დოლართან მიმართებაში ქართული ლარის დევალვაცია იკვეთება. ეს ბლოგი მიმოიხილავს, თუ როგორ იცვლება მოსახლეობის შეხედულება ქვეყნის მიმართულებაზე ბოლო ათი წლის განმავლობაში.Attitudes toward politicians are related to evaluations of institutional performance
How citizens evaluate the performance of the state is often a reasonable proxy for its performance. In Georgia, evaluations of public institutions are mixed. While a number of social and demographic variables are associated with people’s perceptions of state performance, so too are people’s attitudes towards political parties and politicians. This shows once again how politics is personalized in Georgia.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ
საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შედეგად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, მოსამართლეობის 10-წლიანი ვადაუვადო დანიშვნის წესით შეიცვალა და პარლამენტის წინაშე მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო და 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა იმ 20 კანდიდატის სია, რომელიც პარლამენტს წარუდგინეს დასამტკიცებლად. კანდიდატებთან გასაუბრება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შერჩევის პროცესი ქართულმა მედიამ საკმაოდ ფართოდ გააშუქა.პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია
2019 წლის 23 თებერვალს „რუსთავი 2“-ზე გავიდა სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების საგამოძიებო ფილმი „8 წელი სამართლის ძიებაში“. ფილმი შეეხებოდა „საქართველოს რკინიგზის“ მიერ რკინიგზის შემოვლითი გზის მშენებლობის დროს მოქალაქეებისგან შეძენილ მიწებში არასამართლიანი საფასურის გადახდას და ამ საკითხზე სასამართლო დავას. 2019 წლის 7-15 მარტს, CRRC საქართველომ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა, რათა გაერკვია, უყურა თუ არა საქართველოს მოსახლეობამ ფილმს და რა დამოკიდებულებები აქვთ ფილმში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. გამოკითხვა შეიცავდა კითხვებს, რომლებიც ზომავდა მოსახლეობის დამოკიდებულებას პროკურატურის მიმართ. მიღებული შედეგების მიხედვით, მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ გაყოფილია...გამოკითხვის ექსპერიმენტი: საქართველოს მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ფიქრობს, რომ პროკურატურა არაობიექტურად ახორციელებს მისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებას
აქამდე გამოქვეყნებულ რამდენიმე ბლოგპოსტში („საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ“ და „პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია“) ჩანს, თუ რამდენადაა გაყოფილი მოსახლეობის დამოკიდებულება საქართველოს პროკურატურის მიმართ. 2019 წლის მარტში ჩატარებულ სატელეფონო გამოკითხვაში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით" ფარგლებში განხორციელდა, CRRC-საქართველომ გამოკითხვის ექპერიმენტი გამოიყენა, რათა გაეგო, რა შემთხვევებში ენდობა ან არ ენდობა საქართველოს მოსახლეობა პროკურატურას.Government employees assess the work of the government better than the general public
The outlook in Georgia continues to be increasingly pessimistic, with more people reporting that the country is heading in the wrong direction. Similarly, performance assessments of government institutions have been on the decline in recent years. As recent CRRC analyses have highlighted, party identification, attitudes towards individual politicians, ethnicity, and Georgian language proficiency among ethnic minorities are associated with attitudes towards government. Analysis of the July 2019 CRRC and NDI survey suggests that working for the state is also associated with performance assessments. However, government employees in poor households and those in Tbilisi rate government performance significantly worse.In a sea of pessimism, who is optimistic about Georgia?
The CRRC and NDI survey released two weeks ago showed a pessimistic picture – half the public thinks Georgia is going in the wrong direction, 24% that nothing is changing, and only 19% think it is going in the right direction. A majority (59%) think the country is not a democracy for the first time since the question was asked on the survey in 2010. Moreover, performance assessments of government, parliament, the courts, and most ministries declined.As COVID-19 sends political campaigning to Facebook, will polarisation increase?
With Georgia in an election year and traditional face-to-face campaigning out of the question given the COVID-19 outbreak, the importance of Facebook in Georgian politics is only likely to grow.Facebook is an important part of Georgian politics. Political campaigns are fought, and public opinion thought to often be formed on the platform...
Georgian voters: personalities, policies, or a bit of both?
While personality in politics matters greatly for the Georgian public, data from this year shows that for Georgian Dream and United National Movement voters, policy is still important.
A recent CRRC Georgia policy brief argued that what was really dividing Georgians politically was personalities rather than policies. Data from the August 2020 CRRC and NDI survey provides further evidence for this idea.
However, the data also shows a difference between Georgian Dream (GD) and United National Movement (UNM) voters in terms of policy preferences and that economic policy is the most important issue for a plurality of voters.
Georgian TV and the political framing of foreign actors
No matter their political stripes, TV channels in Georgia frame association with Russia as politically condemnatory and association with Western countries as praiseworthy.
The preliminary statement of the OSCE/ODIHR international election observation mission, published on 31 October, assessed the Georgian media environment as ‘highly polarised’. The Georgian Charter of Journalistic Ethics came to a similar conclusion, highlighting that polarization in television news increased as the election campaign wore on...
Political campaigning in Georgia: informing or mobilising?
Political campaigning takes a wide range of forms, from digital advertising to door knocking. Generally, campaigning is believed to both mobilise voters to actually go out to vote as well as win over voters, but which is most relevant in Georgia?
Data from the August CRRC Georgia and NDI public opinion poll indicate that people who wanted to be contacted by campaigners also appeared more partisan than others. This may suggest that campaigning in Georgia will be more effective at turning out partisans than persuading the undecided.
ვინ ფიქრობს, რომ საქართველო წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას?
თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.
მას შემდეგ, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 260,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 3,300-ზე მეტი ფატალურად დასრულდა. მნიშვნელოვნად იზარალა საქართველოს ეკონომიკამაც, რომელიც 2020 წელს 1994 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა.
შესაბამისად, საინტერესოა, რამდენად წარმატებულად აფასებს მოსახლეობა საქართველოს მიერ პანდემიასთან გამკლავებას?
UNM supporters are especially pessimistic about their economic future
With the pandemic still raging and accompanying economic restrictions still in force, Georgians are unsurprisingly pessimistic about their economic future. This holds true especially for supporters of the opposition United National Movement Party, above all other party supporters.
COVID-19 restrictions have impacted people’s economic activity heavily. This is reflected in key economic indicators such as GDP, which declined by 5.9% year on year between January and November 2020.
It is also reflected in employment, with fewer people reporting starting new jobs and more people reporting having lost one, according to the 2020 Caucasus Barometer.
How different are people who trust different TV channels in Georgia?
The Georgian media landscape is often described as pluralistic but ‘extremely polarised’. But does the media merely reflect the prevailing political polarisation or cause it?
The majority of sizeable TV channels in Georgia are politically biased. At the same time, for seven in ten Georgians, TV remains the main source of information.
While this is a classic chicken and egg problem, arguably, causation flows both ways. Nonetheless, it has been documented that partisan media can polarise consumers and radicalise partisan voters.
Is People’s Power designed to make Georgian Dream look good?
A CRRC Georgia study found that positioning Georgian Dream as more moderate than its spin-off group, People’s Power, increased support for the ruling party.რა სარგებლობა მოაქვს ხალხის ძალას მმართველი პარტიისათვის?
CRRC Georgia-ს კვლევამ აჩვენა, რომ ქართული ოცნების უფრო ზომიერად პოზიციონირებამ, ვიდრე მისი სპინ-ოფ ჯგუფი ხალხის ძალაა, მმართველი პარტიის მხარდაჭერა გაზარდა.Are individual Georgians politically polarised?
CRRC-Georgia data found that individual political polarisation — how committedly partisan a person is — is relatively low in Georgia, despite concerns about the country’s polarisation as a whole.Is Georgia’s Gen Z more politically engaged than young millennials?
Public discourse in Georgia has in recent months raised the idea that Georgia’s young people, and particularly Gen Z, are politically interested and active, particularly following the March foreign agent protests. CRRC data suggests that a majority of 18-29-year-old Georgians are politically engaged, although the older age bracket are somewhat more interested.Georgians’ attitudes and beliefs associated with polarised media preferences
A recent NDI/CRRC survey suggests that Georgians have markedly different beliefs about the present state and future of their country, regardless of their party sympathies, depending on whether the television channel they trust is pro-government or pro-opposition.What do non-partisans think of politicians and parties in Georgia?
A CRRC analysis found that, of the plurality of Georgians who do not feel any party aligns with their views, most dislike Georgia’s leading political figures and parties.Controversy over Georgia’s leading politicians’ actions and statements is commonplace. Prime Minister Irakli Gharibashvili’s recent statements on the war in Ukraine and the subsequent criticism surrounding it is just one recent example.
Georgians continue to support gender parity in parliament
More than half of the Georgian public support a gender-balanced parliament, with women, young people, and those not aligned with the ruling party more in favour of a 50/50 gender split.What Georgians read on Wikipedia
Analysing the most-visited Georgian-language pages on Wikipedia gives an insight into the priorities and interests of Georgian users of the site, with some surprises.Georgia’s changing priorities at the UN General Assembly
A quantitative analysis of the speeches made by Georgia’s leaders at the annual UN General Assembly found that their themes and priorities changed after the change of government in 2012, with Georgian Dream leaders more positive and discussing Russia less negatively than their predecessors.Russian émigrés in Georgia
After the beginning of Russia’s full-scale invasion of Ukraine, tens of thousands of Russian nationals moved to Georgia, with many choosing to stay. A CRRC survey found that Russian respondents in Georgia believe that Russia is not a democracy, have mixed views about Georgia’s political direction, and feel relatively secure in Georgia.Can political parties in Georgia survive abandonment by their leaders?
A year before Georgia’s general elections, a CRRC survey found that less than half of surveyed Georgian partisans would remain loyal to their favoured party if its leader were to establish a new party, with supporters of the ruling party more likely to stick with their party than supporters of the opposition.