უკან
ორშაბათი | 15 ოქტომბერი. 2012
მიმდინარე პროექტების სერია: ახლო აღმოსავლეთის ანტიკური კავშირები ბრინჯაოს და რკინის ხანებში
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2012 წლის შემოდგომის სეზონის რიგით მე-5 სესიას!
კარენ რუბინსონი, ARISC
„სამხრეთ კავკასია - ახლო აღმოსავლეთის ანტიკური კავშირები ბრინჯაოს და რკინის ხანებში: მრავალი წლის შემდეგ კვლავ ძიებაში“
ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი,  2012, 18:15ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველოზანდუკელის ქ.16, თბილისი, საქართველო
მოკლე მიმოხილვა: ეს პრეზენტაცია შეეხება სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის არსებულ კავშირებს. ასევე წარმოდგენილი იქნება სიახლეები, მოპოვებული ირანის ძველი გათხრების ტერიტორიაზე ბოლოდროინდელი ვიზიტების შედეგად, რომლებიც განახორციელეს  გაბრიელ პიზორნომ (პენსილვანიის უნივერსიტეტი) და მაიკლ დანტიმ (ბოსტონის უნივერსიტეტი).  ამ სიახლეებს გარკვეული ცვლილებები შეაქვს შუა ბრინჯაოს ხანის და ადრეული რკინის ხანის კულტურული კავშირის სურათში.
კარენ რუბინსონი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ანტიკური კვლევების კვლევითი ასისტენტი, არის სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) პრეზიდენტი. ის საქართველოს პირველად საბჭოთა პერიოდში ეწვია, საკუთარ დისერტაციაზე მუშაობის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიას შორის კავშირების კვლევის მიზნით. მან რედაქტირება გაუკეთა  „Archaeology in the Borderlands“ ადამ სმიტთან  და  „Ceramics in Transitions“ ანტონიო საგონასთან ერთად. ის არის სამხრეთ კავკასიის შესახებ მრავალი არქეოლოგიური შრომის ავტორი. 
***
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა. გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org ან nana@crrccenters.org .