უკან
შაბათი | 15 დეკემბერი. 2012
MYPLACE პროექტის მონაცემების დიდი ნაწილი უკვე შეგროვებულია
MYPLACE-ის (Memory, Youth, Political Legacy and Civic Engagement) პროექტი საქართველოს გარდა ტარდება 13 ქვეყანაში და იკვლევს 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს და მათ სამოქალაქო ჩართულობას და აქტიურობას. კვლევის მიზანია ასევე იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას ახდენს ისტორია და წარსული ახალგაზრდებსა და მათ აქტივობებზე. საქართველოში პროექტს CRRC ახორციელებს, თუმცა ამავე პროექტში ჩართულია დიდი ბრიტანეთი, ხორვატია, დანია, ესტონეთი, ინეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, პორტუგალია, რუსეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი. 
პროექტი იყენებს როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს. ამ ეტაპზე უკვე ჩატარდა ახალგაზრდების გამოკითხვა, ჩაღრმავებული ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფები. ასევე მიმდინარეობს ეთნოგრაფიული დაკვირვება. ყველა ქვეყანაში შეიქმნა ახალგაზრდული პოლიტიკის საკონსულტაციო ჯგუფი (Youth Policy Advisory Groups - YPAG), რომლის მიზანია ყვეყანაში ახალგაზრდებთან დაკავშირებული რეგულაციების/პოლიტიკის გაცნობა. 
2013 წლის ინვრიდან CRRC გეგმავს კვლევის შედეგების პრეზენტაციებს. ჩვენს ვებ გვერდზე აუცილებლად მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ პრეზენტაციების შესახებ. 
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ოფიციალურ გვერდზე: http://www.fp7-myplace.eu/index.php
ინტერვიუერთა ტრეინინგი ქუთაისში





















ინტერვიუერთა ტრეინინგი თელავში



























MYPLACE კითხვარები