კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2014 წლის გაზაფხულის სეზონის მერვე სესიას!
დავით სიჭინავა, ირაკლი გუნია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
‘გეორგიკა: აკადემიურ მონაცემთა ღია ბაზა საქართველოს შესახებ’
ოთხშაბათი, 2 აპრილი, 2014, 18:15
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი/CRRC-საქართველო, თბილისი
პროექტი გეორგიკა (Georgica – http://georgica.tsu.edu.ge/) ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით.
ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიზანია, გააერთიანოს და თავი მოუყაროს საქართველოს შესახებ არსებულ აკადემიურ ნაშრომებს.
პროექტის მიზანია:
– დაინტერესებულ პირთათვის შექმნას მდიდარი ელექტრონული ბაზა, რომელიც მათ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების უკეთ გაგებაში დაეხმარება;
– გააღვივოს ინტერესი საქართველოსა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების აკადემიური კვლევისადმი და განავითაროს არსებული ექსპერტიზა;
– დამწყებ მკვლევარებს მისცეს საშუალება, გამოაქვეყნონ თავიანთი ნაშრომები, ჩაერთონ კოლეგებთან აკადემიურ დიალოგში და განავითარონ საკუთარი აკადემიური პროფილი.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის და ავტორების შესახებ იხილეთ ინგლისურენოვან გვერდზე და პროექტის ვებ-გვერდზე.
***
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.
“მიმდინარე პროექტების სერია” ტარდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის/CRRC-საქართველოს ოფისში: კავსაძის ქ. 3!