CRRC-ის კვლევითი მეთოდების კონფერენცია
თბილისი, 20 ივნისი, 2013
ორგანიზატორის შესახებ: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) პროგრამა არის 2003 წლიდან სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დედაქალაქებში არსებული რესურსებისა და ტრეინინგის ცენტრების ქსელი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სოციალურ მეცნიერებათა კვლევებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ანალიზის განვითარებას ისახავს მიზნად.
ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, USAID-ისა და ადგილობრივ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობით შექმნილი პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მკვლევარებს სამხრეთ კავკასიაში გაიარონ ტრეინინგები, აქტიურად ჩაერთონ კვლევებსა და გუნდურ სამუშაოებში.
2003 წელს ცენტრის დაფუძნების დღიდან CRRC საქართველოს ოფისი უზრუნველყოფს სოციალურ მეცნიერებებში მოღვაწე მკვლევარებს საჭირო ლიტერატურით, მონაცემთა ბაზებითა და პროფესიული ტრეინინგებით, რითაც CRRC იქცა სამხრეთ კავკასიაში სოციალური მეცნიერებების სფეროში მოღვაწე მკვლევართა გამაერთიანებელ რგოლად. ცენტრი ეხმარება მკვლევარებს კვლევითი ნაშრომების შექმნაში, საშუალებას აძლევს კვლევის საფუძვლად გამოიყენონ ემპირიული მონაცემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკის შემსწავლელი საზოგადოების საქმიანობაში.
კონფერენციის შესახებ: კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევარებს, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური საკითხები და ხელი შეუწყონ აღნიშნული პრაქტიკის სამხრეთ კავკასიაში გავრცელებას. ეს იქნება შედარებით მცირე მასშტაბის კონფერენცია, რომელზეც ყურადღება დაეთმობა კონსტრუქციულ დისკუსიებს და მკვლევარებს მიეცემათ თავიანთი მეთოდების განხილვისა და შედარების შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონში მეთოდოლოგიური ინოვაციების გავრცელებას.
კონფერენცია იქნება ერთ დღიანი, რომელიშიც მონაწილეობას 30-დან 35-მდე მკვლევარი მიიღებს. განაცხადის შემოტანა შეუძლია ყველა დარგის (ეს შეიძლება იყოს ეკონომიკა, დემოგრაფია, სოციოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები ან ფსიქოლოგია) მეცნიერსა და მკვლევარს, ვინც თვისებრივ ან რაოდენობრივ კვლევებში სპეციალიზდება.
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ იხილეთ ინგლისურენოვან გვერდზე.