ანგარიში | საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლო სისტემის მიმართ

წელი: 2018

წინამდებარე ანგარიში სასამართლო სისტემის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნასა და დამოკიდებულებებს სწავლობს.

ანგარიში საზოგადოების საბაზისო გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა, რომელიც CRRC-საქართველომ ჩაატარა და აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ნაკლებად მიიჩნევს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად.

კვლევა „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც, ევროკავშირის დაფინანსებით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC-საქართველო) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ (IDFI) ერთად ახორციელებს.

ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები