უკან
ორშაბათი | 30 მაისი, 2016

ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებს ენდობა, უფრო აქტიურია

არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ქართულ საზოგადოებაში დიდია. ისინი მუშაობენ საზოგადოებისთვის საჭირბოროტო ბევრ საკითხზე. ამის ფონზე საინტერესოა, თუ რამდენად ენდობიან ადამინები არასამთავრობო ორგანიზაციებს და რამდენად განსხვავდებიან ის ადამიანები, ვინც ენდობა, იმათგან, ვინც არასამთავრობოებს უნდობლობას  უცხადებს. ამ ბლოგში ერთმანეთს ვადარებთ ადამიანებს, ვინც გამოკითხვის დროს თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ენდობა და მათ, ვინც თქვა რომ არ ენდობა ამ ორგანიზაციებს და განვიხილვთ მათ სოციალური და პოლიტიკური აქტივობის ჭრილში.


CRRC-ის გამოკითხვის „კავკასიის ბარომეტრი“ ფარგლებში რესპონდენტები პასუხობენ კითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობასთან დაკავშირებით. 2015 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 23% სრულად ან ძირითადად ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს მაშინ, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით იგივე წილი სრულად ან ძირითადად არ ენდობა არასამთავრობოებს. ასევე, მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა (42%) თქვა, რომ ნაწილობრივ ენდობა და ნაწილობრივ არ ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ ადამიანთა წილი, ვინც დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“ 2012 წელს 31%-დან 2015 წელს 14%-მდე ჩამოვიდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობადობა ბოლო წლებში გაიზარდა. იმ ადამიანთა წილი, ვინც ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეტ-ნაკლებად იგივე დარჩა მაშინ, როცა იმ ადამიანთა წილი, ვინც არ ენდობა, 2012 წელს 9%-იდან 2015 წელს 20%-მდე გაიზარდა.




ის ადამიანები, ვინც ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურად და პოლიტიკურად უფრო აქტიურები არიან (ესწრებიან საჯარო შეხვედრებს, მონაწილეობას იღებენ არჩევნებში და ა.შ.) განსხვავებით მათგან, ვინც არ ენდობა არასამთავრობოებს. 2015 წლის გამოკითხვაში მოსახლეების მეოთხედი (25%), ვინც ენდობა არასამთავრობოებს, ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში დაესწრო საჯარო შეხვედრას მნიშვნელოვანი საკითხების ან პრობლემების განსახილველად. მათგან, ვინც არ ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხოლოდ 15% ამბობს, რომ დაესწრო ასეთ შეხვედრას.


შენიშვნა: პასუხის ვარიანტები „სრულად ვენდობი“ და „ძირითადად ვენდობი“ გაერთიანებულია კატეგორიაში „ენდობა“, ხოლო პასუხის ვარიანტები „ძირითადად არ ვენდობი“ და „საერთოდ არ ვენდობი“ გაერთიანებულია კატეგორიაში „არ ენდობა“.

 

ადამიანების წილი, ვინც ამბობს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს არჩევნები, უფრო მეტია არასამთავრობობის მიმართ ნდობით გამსჭვალულ პირებში, ვიდრე იმ ადამიანებში, ვინც უნდობლობას უცხადებს ამ ორგანიზაციებს. 2015 წლის გამოკითხვაში მათი 78%, ვინც ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამბობს, რომ „აუცილებლად“ ან „ალბათ“ მიიღებდა მონაწილეობას, მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს არჩევნები მაშინ, როდესაც ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო დაბალია (69%) იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ენდობიან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება, შევაჯამოთ, რომ ადამიანები, ვინც ენდობიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურად უფრო აქტიურები არიან, ვიდრე ისინი, ვინც არასამთავრობოებს არ ენდობიან. ეს გამოიხატება როგორც საჯარო ლექციებზე დასწრებით, ისე არჩევნებში მონაწილეობის მზაობით.

2015 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ ონლაინ ანალიზის პროგრამის გვერდზე.
01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

03.07.2015 | პარასკევი

განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.

UNDP-ის 2013 წლის 
კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. 
25.06.2015 | ხუთშაბათი

საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეორე პოსტი.

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა 
ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
21.04.2016 | ხუთშაბათი

The Population of Georgia on "good citizenship"

Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.
13.10.2014 | ორშაბათი

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.
24.11.2015 | სამშაბათი

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.
02.01.2018 | სამშაბათი

ახალი წელი ორჯერ, თუნდაც თოვლის ბაბუის არ გჯეროდეს

დეკემბერი. ყინვა. საახალწლოდ მორთული ქუჩები. ახალი წელი. შამპანური. საცივი და გოზინაყი. საჩუქრები. თოვლის ბაბუა. 25 დეკემბერი. თუ 7 იანვარი? მერე კიდევ ერთი ახალი წელი, ოღონდ ძველი. მომდევნო წლისთვის დადებული პირობები და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, აუცილებლად უნდა ახდეს.

2016 წლის 1-13 დეკემბერს CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა. ალბათ, არავის გაგვიკვირდება, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის შეხვედრის დამკვიდრებულ ტრადიციებს მიჰყვება. დიდი უმრავლესობა (73%) ახალი წლის შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებს, 9% კი - მეგობრის ან ნათესავის სახლში. ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, რესტორანში ან კაფეში ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გეგმავს ამას. 15 პროცენტს კი დეკემბრის პირველ ნახევარში ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად შეხვდებოდა ახალ წელს.

29.01.2018 | ორშაბათი

2017 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები 1 თებერვლიდან საჯარო გახდება

1 თებერვალს 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე. „კავკასიის ბარომეტრი“ ყველაზე ხანგრძლივი გამოკითხვაა სამხრეთ კავკასიაში, მისი შედეგები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონში არსებული ტენდენციების შედარების საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში. „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი ტალღა 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა სომხეთსა და საქართველოში. შედეგების ნახვა ან მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე.
26.02.2018 | ორშაბათი

გაჭირვებულ შინამეურნეობებში მცხოვრები ადამიანების განცხადებით, მათ ვალი უფრო ხშირად აქვთ

CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% აცხადებს, რომ პირადი ვალი აქვს. ზოგადად, ვალის ქონა თავისთავად ცუდი არ არის, რადგანაც მას შეუძლია, ბიძგი მისცეს ადამიანის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. თუმცა, კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ვალს საბაზისო ხარჯების დასაფარად იღებს.
05.03.2018 | ორშაბათი

პარტიული კუთვნილება და ტელეარხებისადმი ნდობა საქართველოში

მსოფლიოში მედიასაშუალებების პოლარიზაციის შედეგად ადამიანები ახალ ამბებს უფრო მეტად იმ წყაროებიდან ეცნობიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება მათ იდეოლოგიურ შეხედულებებს. კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი მედიასაშუალების მოხმარება კიდევ უფრო ამყარებს მაყურებლის შეხედულებებს, რაც აუდიტორიის მეტ პოლარიზაციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ მედიის მკვლევრები ამას ისეთი განსხვავებული კონტექსტის მქონე შემთხვევების მაგალითზე აღწერენ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ლიბანი. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არც ქართული მედიისთვისაა უცხო. 2017 წლის დეკემბერში „CRRC-საქართველოს“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობაც შერჩევითად ენდობა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამება.