უკან
ხუთშაბათი | 25 ივნისი, 2015

საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა). მგა-ს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ელექტრონული მთავრობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მას შემდეგ სახელმწიფომ ელექტრონული მთავრობის პროექტების მნიშვნელოვანი რიცხვი განახორციელა, მათ შორის my.gov.gehr.gov.geeauction.gers.ge. საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, პროგრესი აშკარაა. გაეროს  ელექტრონულ მთავრობათა განვითარების მაჩვენებლის თანახმად, საქართველო 2012 წელს 72-ე ადგილიდან 2014 წელს 56-ადგილზე ავიდა.

ელექტრონული მთავრობა საქართველოში, რა თქმა უნდა, გააგრძელებს განვითარებას, მაგრამ ამავდროულად ის სასარგებლო და ეფექტური უნდა იყოს, რაც გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც მთავრობა ავითარებს და აუმჯობესებს თავის ციფრულ მომსახურებას და კომუნიკაციას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, მოსახლეობის დიდ ნაწილს - პოტენციურ ელექტრონულ მოქალაქეებს კომპიუტერის გამოყენების ისევე, როგორც ინტერნეტით სარგებლობის ცოდნა აკლია. კავკასიის ბარომეტრის (კბ) 2013 წლის გამოკითხვის მონაცემთა მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს (52%) კომპიუტერის გამოყენების საბაზისო ცოდნაც კი არ გააჩნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით ეს ადამიანები ვერ სარგებლობენ ელექტრონული მთავრობის მომსახურებით ან სამთავრობო ორგანოებთან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ინტერნეტის მეშვეობით. ელექტრონული მთავრობა კომპიუტერის მეტ-ნაკლებად გამოცდილი მომხმარებლების გარეშე დიდწილად მოსახლეობის გარეშე მთავრობას ჰგავს - მისი არსებობა აზრს მოკლებულია, სანამ არ იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ამ მომსახურებისგან სარგებელს მიიღებენ. წინამდებარე ბლოგ პოსტი ყურადღებით შეისწავლის საქართველოში ელექტრონული მთავრობის პოტენციალსა და პერსპექტივას კომპიუტერის ცოდნის თვითშეფასებული დონის გათვალისწინებით ასაკისა და დასახლების ტიპის მიხედვით.

გამომდინარე იმ გავრცელებული აზრიდან, რომ ახალგაზრდებს ტექნიკასთან კარგი დამოკიდებულება აქვთ მაშინ, როდესაც უფროს თაობას უჭირს მისი გამოყენება, შესაძლოა, იფიქროთ, რომ უფროსი თაობა საზოგადოების ერთადერთი ჯგუფია, რომელსაც კომპიუტერის საბაზისო ცოდნა არ გააჩნია. კბ მონაცემები გარკვეულწილად ადასტურებს ამ ვარაუდს, 56 წლის და მეტი ასაკის ადამიანთა 86 პროცენტს კომპიუტერის ცუდი ან საერთოდ არანაირი ცოდნა აქვს. ამავე მონაცემების თანახმად, 18-35 წლის ასაკის ადამიანთა 24% არ აქვს კომპიუტერის გამოყენების საბაზისო ცოდნა. თუმცა, ამ ასაკობრივ ჯგუფში უმრავლესობას (76%) კომპიუტერის გარკვეული ცოდნა აქვს, მათგან 14 პროცენტს - მხოლოდ დაწყებითი. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებს, ალბათ, უფრო შეუძლიათ ელექტრონული მთავრობის მომსახურების გამოყენება უფროსი ასაკის მოსახლეობასთან შედარებით.


შენიშვნა: შეკითხვა კომპიუტერის ცოდნის თაობაზე დასმული კომპიუტერული პროგრამების ცოდნის (თამაშების გარდა) დონის შესახებ. ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ წინამდებარე ბლოგ პოსტში წარმოდგენილი ანალიზიდან ამოღებულია.

ასაკის გარდა, კომპიუტერის ცოდნა ასევე განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით. კბ 2013-ის თანახმად, ქალაქების (დედაქალაქის გარდა) მოსახლეობის თითქმის ნახევარმა (46%) და სოფლის მოსახლეობის 67 პროცენტმა  არ იცის კომპიუტერის გამოყენება დედაქალაქის მაცხოვრებელთა 31%-თან შედარებით. ინტერნეტის ხელმისაწვდომობის განაწილებაც მსგავსია. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად 2013 წელს საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა შესახებ, 434 969 საკაბელო ინტერნეტის აბონენტთა შორის 2013 წელს 273 396 თბილისის ფარგლებში იყო. მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი მხოლოდ 42 198 აბონენტით. საქსტატის თანახმად, 2013 წელს თბილისის მოსახლეობა 1 171 200 ადამიანს შეადგენდამაშინ, როდესაც იმერეთის მოსახლეობა 703 900 იყო. შესაბამისად, თბილისს დაახლოებით 233 საკაბელო ინტერნეტის აბონენტი ჰყავდა 1000 მაცხოვრებელზე, იმერეთის 60 აბონენტისგან განსხვავებით. შედეგად, ელექტრონული მთავრობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სამუშაოს უზარმაზარ წილს ცოდნის გავრცელება და სოფლებსა და ქალაქებში (დედაქალაქის ფარგლებს გარეთ) ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქის მაცხოვრებლებს უფრო ადვილად შეუძლიათ სამთავრობო ორგანოებთან კომუნიკაცია ან მომსახურების მიღება სამინისტროებსა და სააგენტოებში მისვლით, მაგრამ დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ნაკლები არჩევანი აქვთ.


მიუხედავად ამისა, ყველანაირი ტიპის დასახლებაში 18-35 წლის ადამიანებს კომპიუტერის უფრო უკეთესი ცოდნა აქვთ, ვიდრე 36 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს. დედაქალაქში ახალგაზრდების მხოლოდ 11% არ გააჩნია კომპიუტერის ცოდნა, დედაქალაქის ფარგლებს გარეთ ქალაქის დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდების 13%-თან და სოფლის დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდების 43%-თან შედარებით. და მაინც, ყველა ტიპის დასახლებაში კომპიუტერის ცოდნა ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს.

წინამდებარე ბლოგ პოსტმა გააანალიზა საქართველოში ელექტრონული მთავრობის გამოყენების პოტენციალი მოსახლეობის მიერ კომპიუტერის (თვითდასახელებული) ცოდნის გათვალისწინებით. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ უფროსმა თაობამ ზოგადად ნაკლები იცის კომპიუტერის შესახებ და, შესაბამისად, ელექტრონული მთავრობის მიერ მოწოდებულ მომსახურებაზე ნაკლებად მიუწვდება ხელი, ახალგაზრდა თაობას ხშირად აქვს კომპიუტერის საკმარისი ცოდნა ამ მომსახურების გამოყენებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ დროთა განმავლობაში ეს ახალგაზრდა თაობა ჩაანაცვლებს უფროს თაობას, აშკარაა, რომ მომავალში კომპიუტერის ცოდნის ამაღლებასთან ერთად ელექტრონულ მთავრობას საქართველოში უფრო ფართო გამოყენება ექნება. მიუხედავად ამისა, დედაქალაქთან შედარებით სხვა ქალაქებში და განსაკუთრებით სოფლებში მოსახლეობას კომპიუტერის არასაკმარისი ცოდნა აქვს.

მეტი ინფორმაციისათვის წაიკითხეთ ჩვენი წინა ბლოგ პოსტი საქართველოში ელექტრონული მთავრობის შესახებ ან შეისწავლეთ ჩვენი მონაცემები ონლაინ რეჟიმში მონაცემთა ანალიზის ვებგვერდის გამოყენებით. 
01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

03.07.2015 | პარასკევი

განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.

UNDP-ის 2013 წლის 
კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. 
21.04.2016 | ხუთშაბათი

The Population of Georgia on "good citizenship"

Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.
13.10.2014 | ორშაბათი

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.
24.11.2015 | სამშაბათი

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.
02.01.2018 | სამშაბათი

ახალი წელი ორჯერ, თუნდაც თოვლის ბაბუის არ გჯეროდეს

დეკემბერი. ყინვა. საახალწლოდ მორთული ქუჩები. ახალი წელი. შამპანური. საცივი და გოზინაყი. საჩუქრები. თოვლის ბაბუა. 25 დეკემბერი. თუ 7 იანვარი? მერე კიდევ ერთი ახალი წელი, ოღონდ ძველი. მომდევნო წლისთვის დადებული პირობები და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, აუცილებლად უნდა ახდეს.

2016 წლის 1-13 დეკემბერს CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა. ალბათ, არავის გაგვიკვირდება, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის შეხვედრის დამკვიდრებულ ტრადიციებს მიჰყვება. დიდი უმრავლესობა (73%) ახალი წლის შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებს, 9% კი - მეგობრის ან ნათესავის სახლში. ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, რესტორანში ან კაფეში ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გეგმავს ამას. 15 პროცენტს კი დეკემბრის პირველ ნახევარში ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად შეხვდებოდა ახალ წელს.

29.01.2018 | ორშაბათი

2017 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები 1 თებერვლიდან საჯარო გახდება

1 თებერვალს 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე. „კავკასიის ბარომეტრი“ ყველაზე ხანგრძლივი გამოკითხვაა სამხრეთ კავკასიაში, მისი შედეგები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონში არსებული ტენდენციების შედარების საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში. „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი ტალღა 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა სომხეთსა და საქართველოში. შედეგების ნახვა ან მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე.
26.02.2018 | ორშაბათი

გაჭირვებულ შინამეურნეობებში მცხოვრები ადამიანების განცხადებით, მათ ვალი უფრო ხშირად აქვთ

CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% აცხადებს, რომ პირადი ვალი აქვს. ზოგადად, ვალის ქონა თავისთავად ცუდი არ არის, რადგანაც მას შეუძლია, ბიძგი მისცეს ადამიანის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. თუმცა, კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ვალს საბაზისო ხარჯების დასაფარად იღებს.
05.03.2018 | ორშაბათი

პარტიული კუთვნილება და ტელეარხებისადმი ნდობა საქართველოში

მსოფლიოში მედიასაშუალებების პოლარიზაციის შედეგად ადამიანები ახალ ამბებს უფრო მეტად იმ წყაროებიდან ეცნობიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება მათ იდეოლოგიურ შეხედულებებს. კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი მედიასაშუალების მოხმარება კიდევ უფრო ამყარებს მაყურებლის შეხედულებებს, რაც აუდიტორიის მეტ პოლარიზაციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ მედიის მკვლევრები ამას ისეთი განსხვავებული კონტექსტის მქონე შემთხვევების მაგალითზე აღწერენ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ლიბანი. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არც ქართული მედიისთვისაა უცხო. 2017 წლის დეკემბერში „CRRC-საქართველოს“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობაც შერჩევითად ენდობა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამება.
16.07.2018 | ორშაბათი

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ

2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად CRRC-საქართველომ 2018 წლის 19-26 ივნისს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში და გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი 1005 მოქალაქე. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.8 %-ის ტოლია.
24.07.2018 | სამშაბათი

საქონლის მოვლა-პატრონობა საქართველოს სოფლებში: გენდერული განსხვავებები

2017 წლის აგვისტოში CRRC-საქართველომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისთვის (FAO) ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სოფლებში მცხოვრები ოჯახების მიერ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ფლობას და საქონლის მოვლის პრაქტიკას. საქართველოში ოჯახებს ყველაზე ხშირად ძროხები და ხარები ჰყავთ. კვლევაში დასმული კითხვების გარკვეული ნაწილი ეხებოდა ქალებსა და კაცებს შორის საქონლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საქმეების განაწილებას. სხვა შეკითხვები მიზნად ისახავდა, გაერკვია, არსებობს თუ არა გენდერული განსხვავებები საქონლისა და საქონლის პროდუქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს.