უკან
ოთხშაბათი | 05 ნოემბერი, 2014

ივარჯიშე და იყავი ბედნიერი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ის, ვინც პასიურად ცხოვრობს. მაგრამ ასევე საინტერესოა, არის თუ არა რეგულარულად მოვარჯიშე უფრო ბედნიერიც? ბრისტოლის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, ზოგადად უფრო ბედნიერები არიან, უკეთ მუშაობენ და ნაკლებად განიცდიან სტრესს. უფრო მეტიც, ბევრმა კვლევამ ცხადჰყო, რომ ფიზიკური ვარჯიში დეპრესიას ებრძვის და განწყობას აუმჯობესებს, რაც ვარჯიშისას ნეიროგენეზის და ენდორფინების გამოყოფის ხარჯზე ხდება. CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ეს ბლოგი იკვლევს, არიან თუ არა ფიზიკურად აქტიური ადამიანები საქართველოში უფრო ბედნიერები და უფრო კმაყოფილები საკუთარი ცხოვრებით იმათთან შედარებით, ვინც არ ვარჯიშობს. ამასთან, ბლოგი გააანალიზებს, ვინ უფრო მეტად ვარჯიშობს, ქალი თუ კაცი, და სად უფრო აქტიურია მოსახლეობა: თბილისში, სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში.

ფიზიკური ვარჯიშის ბევრი დადებითი მხარის მიუხედავად, საქართველოში, ისევე როგორც ამერიკასა და ევროკავშირში, არც ისე ბევრი ადამიანია ფიზიკურად აქტიური. კავკასიის ბარომეტრის მონაცემებით (იხ. დიაგრამა 1), საქართველოს მოსახლეობის 16% ვარჯიშობს კვირაში ორ საათს მაინც. რაც შეეხება სქესებს შორის განსხვავებას, საქართველოში მცხოვრები მამაკაცები (22%) ფიზიკურად ორჯერ უფრო აქტიურები არიან, ვიდრე ქალები (10%).


შენიშვნა: კითხვისას „ზოგადად რამდენად ბედნიერი ხართ“ გამოყენებული იყო 10-ბალიანი სკალა. ამ დიაგრამაზე ეს სკალა შეიცვალა 5-ბალიანი სკალით, სადაც კოდები ‘1’ და ’2’ დაჯგუფდა კატეგორიაში „ძალიან ბედნიერი“, კოდები ‘3’ და ‘4’ - კატეგორიაში ‘2’, კოდები ‘5’ და ‘6’ - კატეგორიაში ‘3’, კოდები ‘7’ და ‘8’ - კატეგორიაში ‘4’ და კოდები ‘9’ და ‘10’ - კატეგორიაში „ძალიან ბედნიერი.“ ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ ანალიზიდან გამოირიცხა.

მონაცემების თანახმად, თბილისსა და სხვა ქალაქებში მცხოვრები ხალხი ფიზიკურად უფრო აქტიურია, ვიდრე სოფლებში მცხოვრები ადამიანები: თბილისის მოსახლეობის 22% და სხვა ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის 20% რეგულარულად ვარჯიშობს მაშინ, როცა სოფლის მოსახლეობის მხოლოდ 9% ვარჯიშობს კვირაში 2 საათს მაინც.


შენიშვნა: კითხვისას „ზოგადად რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ახლანდელი ცხოვრებით“ გამოყენებული იყო 10-ბალიანი სკალა. ამ დიაგრამაზე ეს სკალა შეიცვალა 5-ბალიანი სკალით, სადაც კოდები ‘1’ და ’2’ დაჯგუფდა კატეგორიაში „ძალიან ბედნიერი“, კოდები ‘3’ და ‘4’ - კატეგორიაში ‘2’, კოდები ‘5’ და ‘6’ - კატეგორიაში ‘3’, კოდები ‘7’ და ‘8’ - კატეგორიაში ‘4’ და კოდები ‘9’ და ‘10’ - კატეგორიაში „ძალიან კმაყოფილი.“ ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ ანალიზიდან გამოირიცხა.

კვლევის შედეგებით, ფიზიკურად აქტიური ადამიანები უფრო კმაყოფილები არიან დღევანდელი ცხოვრებით. ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა აჩვენებს, რომ მათგან, ვინც ვარჯიშობს, 40% კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 33%-მდე მცირდება არააქტიურ მოსახლეობაში. განსხვავება კიდევ უფრო თვალსაჩინოა მათთან, ვინც უკმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით: მათი 18%, ვინც ვარჯიშობს, და მათი 31%, ვინც არ ვარჯიშობს, ცხოვრებით კმაყოფილი არ არის.


ამრიგად, საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით იგივე რაოდენობა ვარჯიშობს რეგულარულად, რაც ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე, ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების დონე უფრო მაღალია ფიზიკურად აქტიურ მოსახლეობაში.


თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ფიზიკურ აქტივობასა და ბედნიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში, ესტუმრეთ CRRC-ის ვებგვერდს ან მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით. 
 
01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

03.07.2015 | პარასკევი

განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.

UNDP-ის 2013 წლის 
კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. 
25.06.2015 | ხუთშაბათი

საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეორე პოსტი.

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა 
ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
21.04.2016 | ხუთშაბათი

The Population of Georgia on "good citizenship"

Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.
13.10.2014 | ორშაბათი

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.
24.11.2015 | სამშაბათი

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.