მონაცემების თანახმად, თბილისსა და სხვა ქალაქებში მცხოვრები ხალხი ფიზიკურად უფრო აქტიურია, ვიდრე სოფლებში მცხოვრები ადამიანები: თბილისის მოსახლეობის 22% და სხვა ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის 20% რეგულარულად ვარჯიშობს მაშინ, როცა სოფლის მოსახლეობის მხოლოდ 9% ვარჯიშობს კვირაში 2 საათს მაინც.
შენიშვნა: კითხვისას „ზოგადად რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ახლანდელი ცხოვრებით“ გამოყენებული იყო 10-ბალიანი სკალა. ამ დიაგრამაზე ეს სკალა შეიცვალა 5-ბალიანი სკალით, სადაც კოდები ‘1’ და ’2’ დაჯგუფდა კატეგორიაში „ძალიან ბედნიერი“, კოდები ‘3’ და ‘4’ – კატეგორიაში ‘2’, კოდები ‘5’ და ‘6’ – კატეგორიაში ‘3’, კოდები ‘7’ და ‘8’ – კატეგორიაში ‘4’ და კოდები ‘9’ და ‘10’ – კატეგორიაში „ძალიან კმაყოფილი.“ ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ ანალიზიდან გამოირიცხა.
კვლევის შედეგებით, ფიზიკურად აქტიური ადამიანები უფრო კმაყოფილები არიან დღევანდელი ცხოვრებით. ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა აჩვენებს, რომ მათგან, ვინც ვარჯიშობს, 40% კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 33%-მდე მცირდება არააქტიურ მოსახლეობაში. განსხვავება კიდევ უფრო თვალსაჩინოა მათთან, ვინც უკმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით: მათი 18%, ვინც ვარჯიშობს, და მათი 31%, ვინც არ ვარჯიშობს, ცხოვრებით კმაყოფილი არ არის.
ამრიგად, საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით იგივე რაოდენობა ვარჯიშობს რეგულარულად, რაც ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე, ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების დონე უფრო მაღალია ფიზიკურად აქტიურ მოსახლეობაში.
თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ფიზიკურ აქტივობასა და ბედნიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში, ესტუმრეთ CRRC-ის ვებგვერდს ან მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით.