სამუშაო სათაური: ერთად მოსვლა და ცალ-ცალკე გაზრდა: ტრანფორმაციის ათწლეული სამხრეთ კავკასიაში
CRRC-ის მეთოდების მე-6 ყოველწლიური კონფერენცია
ადგილი და თარიღი: 26-27 ივნისი, თბილისი, საქართველო
კონცეფციის შესახებ:
ბოლო ათწლეული ფართო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებით გამოირჩეოდა სამხრეთ კავკასიისთვის. პირველ ათ წელში მომხდარმა მოვლენებმა, მათ შორის, 2018 წლის სომხეთის “ხავერდოვანმა რევოლუციამ”, 2016 წლის მთიანი ყარაბაღის “ოთხდღიანმა ომმა”, რეგიონისთვის არჩევნებით შეცვლილი მთავრობის პირველმა პრეცედენტმა 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში და ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების არასტაბილურმა ხასიათმა, მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი. ამ მოვლენებმა გააჩინა შემდეგი კითხვები: სცილდება თუ არა სამხრეთ კავკასიის სამი ერი ერთმანეთს და თუ დიახ, აირეკლავს თუ არა ეს ცვლილებები საზოგადოებებს შორის განსხვავებებს, თუ ეს მხოლოდ ეროვნული ელიტების ინტერესის შედეგია?
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) მე-6 ყოველწლიური კონფერენციისთვის პირველადი განაცხადის მიღებას იწყებს და მიესალმება (ა) თემატურ პანელებსა და (ბ) მეთოდოლოგიურ სემინარებს. თემატური პანელებისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ პანელური და არაპანელური ნაშრომებით, რომლებიც იკვლევს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ღრმა სოციალურ-პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცვლილებებს შედარებითი, ემპირიული კუთხიდან. ჩვენ მივესალმებით მაღალკვალიფიციურ სამეცნიერო ნაშრომებს ჩამოყალიბების პროცესში მყოფ თუ უკვე ჩამოყალიბებული აკადემიური სივრციდან შემდეგი ფართო თემების შესახებ:
- კონფლიქტები, გადაადგილება და შერიგება;
- კულტურა, ღირებულებები და იდენტობა;
- ეკონომიკური განვითარება, გაციფრულება, ენერგია და მობილობა;
- პოლიტიკა, ძალაუფლება და დემოკრატია;
- ურბანული და გარემოსდაცვითი საკითხები;
- სამოქალაქო საზოგადოება და აქტივიზმი;
ვინაიდან CRRC-ის ოფისების მიზანს წარმოადგენს ინოვაციური კვლევის მეთოდების ხელშეწყობა, ჩვენ ვიწვევთ მეცნიერებს მეთოდოლოგიური სემინარებისთვის პირველადი განაცხადების წარსადგენად და, ასევე, მივესალმებით ნაშრომებს რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდოლოგიურ ასპექტებზე. ჩვენ ვიწვევთ ისეთ ავტორებს/ნაშრომებს, რომლებიც მეთოდოლოგიურ ინოვაციებს იკვლევენ და ისეთ გამოწვევებს ეხებიან, როგორებიცაა მონაცემების შეგროვება, ანალიზი, წარმოჩენა და გავრცელება.
CRRC-ის ყოველწლიური კონფერენციის ამ ნაწილში ჩვენ აღვნიშნავთ „კავკასიის ბარომეტრის“ კიდევ ერთი ტალღის გამოქვეყნებას, რომელიც CRRC-ის ოფისების მიერ ჩატარებულ შინამეურნეობათა ორწლიურ კვლევას წარმოადგენს. ჩვენ მივესალმებით ნაშრომებს, რომლებიც პირველად მონაცემებს გამოიყენებენ, თუმცა, განსაკუთრებით მივესალმებით ისეთ ავტორებს, რომლებიც სამეცნიერო ნაშრომს „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგენენ. მეთოდოლოგიურად მართული ნაშრომების გარდა, ასევე მივესალმებით ავტორებს, რომლებიც მეთოდოლოგიური სესიებისთვის წარმოადგენენ განაცხადებს.
კონფერენციის სტრუქტურა
CRRC-ის მე-6 კონფერენციის პირველი დღე მიეძღვნება პარალელურ სესიებს, რომლებიც ზემოთ ხაზგასმული თემების ირგვლივ წარიმართება. მეორე დღეს მონაწილეები მეთოდოლოგიურ სემინარებში ჩაერთვებიან, სადაც ისინი თავიანთი ნამუშევრების მეთოდოლოგიურ ასპექტებს წარადგენენ. კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
პირველადი განაცხადი, აბსტრაქტისა (მაქს. 500 სიტყვა) და CV-ის ჩათვლით, უნდა წარმოადგინოთ აღნიშნულ ფორმაში. CRRC-ის ოფისები დაუკავშირდებიან წარმატებულ მონაწილეებს ელფოსტის მეშვეობით, რომელთაც მათი სავარაუდო საუბრების შესახებ ვრცელი აბსტრაქტისა და PowerPoint-ის პრეზენტაციის გადმოგზავნა დაევალებათ. საბოლოო შეტყობინება მიღებასთან დაკავშირებით გავრცელდება მაისის შუა რიცხვებში. თუ თქვენ გსურთ პანელში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ, შემოთავაზებული პანელის სახელწოდება და აბსტრაქტი გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე: applications@crrccenters.org და david@crrccenters.org.
მნიშვნელოვანი თარიღები:
პირველადი განაცხადის შემოტანა (აბსტრაქტი და CV) – 6 აპრილი, 2020
წინასწარი დასტური – 13 აპრილი, 2020
ვრცელი აბსტრაქტისა და პრეზენტაციის წარმოდგენა – 4 მაისი, 2020
საბოლოო დასტური – 15 მაისი, 2020
მგზავრობასთან და განსახლებასთან დაკავშირებული დახმარება
CRRC-ის ოფისები დახმარებას გაუწევენ შეზღუდული რაოდენობის მონაწილეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რეგიონის ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყნებიდან მგზავრობასთან, განსახლებასთან და კვებასთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ აპლიკაციის ფორმა. ღონისძიების ფარგლებში, ყველა მონაწილე უზრუნველყოფილი იქნება საკვებით.
CRRC-ის შესახებ
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) წარმოადგენს კვლევით და კვლევის მხარდამჭერი ცენტრების ქსელს, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დედაქალაქებში ოპერირებს. დაარსების წლიდან (2003წ.) CRRC-ის მიზანს წარმოადგენს სოციალური მეცნიერების კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში. ბოლო ჩვიდმეტი წლის მანძილზე, CRRC-ის ოფისები გახდა სოციალური მეცნიერებათა საზოგადოების აქტივობის ცენტრი სამხრეთ კავკასიაში მონაცემებზე წვდომის, სამეცნიერო ლიტერატურისა და სოციალური მეცნიერების მკვლევართათვის პროფესიონალური ტრენინგების უზრუნველყოფით. CRRC-ისა და მოახლოებული კონფერენციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შესაბამისი ქვეყნის ვებგვერდს მითითებულ მისამართებზე: crrc.am, crrc.az და crrc.ge
კავკასიის ბარომეტრის შესახებ
„კავკასიის ბარომეტრი“ წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ შინამეურნეობათა ორწლიურ კვლევას, რომელიც CRRC-ის ოფისების მიერ ტარდება სამხრეთ კავკასიაში. 2004 წლიდან მოყოლებული, CRRC-ს გამოკითხული ჰყავს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს 45,000-მდე მაცხოვრებელი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, ღირებულებებზე, რწმენებსა და პოლიტიკურ დამოკიდებულებებზე. 2015 წლიდან, კავკასიის ბარომეტრი მხოლოდ სომხეთითა და საქართველოთი შემოიფარგლება. კვლევასა და მონაცემებთან წვდომაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ მისამართს: caucasusbarometer.org