2022

ნათია ლილუაშვილს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში. ასევე, ფლობს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სახელმწიფო მართვასა და საჯარო ადმინისტრირებაში. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ნათია აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა კვლევით პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. საკვლევი საკითხები ძირითადად მოიცავდა ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნო ქცევის განსაზღვრას. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს გენდერის, გარემოსდაცვით და კულტურის საკითხებს.
ეკა ჯიქიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში. ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში. CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, იგი მუშაობდა კვლევით პროექტებზე განათლების მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესები ძირითადად კულტურულ და სოციალურ საკითხებს მოიცავს.
მელორ შენგელიას მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციოლოგიაში. ამჟამად ის ამავე უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრანტია.
მელორს აქვს მიზნობრივ სამეცნიერო კვლევით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო პოლიტიკის,მედიისა და ჯანდაცვის საკითხებს.
ჯულია მაგისტრატურას ასრულებს ევროპისა და რუსეთის საკითხების მიმართულებით ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის მეცნიერებათა ცენტრში, ტორონტოს უნივერსიტეტში. იგი იმავე უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საბჭოს სტიპენდიანტია. ჯულიას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით ტორონტოს უნივერსიტეტში ისტორიისა და გენდერულ საკითხთა მიმართულებით. მისი ინტერესები მოიცავს გენდერის გავლენას საჯარო პოლიტიკის წარმოებაზე და გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ქალთა წინააღმდეგობის ფორმებს. ჯულიას მშობლიური ენა ინგლისურია. იგი რუსულ ენასაც ფლობს.
საშა სლობოდოვი ამჟამად ტორონტოს უნივერსიტეტში, ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში მაგისტრატურას ასრულებს. CRRC-ში მოსვლამდე იგი კანადაში მუშაობდა ასოცირებულ მკვლევრად მშვიდობისა და დიპლომატიის ინსტიტუტში, ასევე კვლევის ასისტენტად ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, და ინგლისური ენის მასწავლებლად ესპანეთში. მან ბაკალავრის დიპლომი ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტიდან მიიღო, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, და ერთი წელი ლიონის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში ევროპეისტიკის შესწავლას მიუძღვნა. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ენერგო გეოპოლიტიკას, სამოქალაქო საზოგადოებასა და განახლებად ენერგიაზე გადასვლას, ფართო ფოკუსით სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, ცენტრალურ აზიასა და რუსეთზე. საშა ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად და ესპანურად საუბრობს.
პენსილვანიისა (ბაკალავრის ხარისი) და ოქსფორდის (მაგისტრის ხარისხი) უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ოლივია რუთი ბოლო პერიოდში ისეთ ორგანიზაციებში მუშაობდა, როგორებიცაა “გასაჭირში მყოფი ხალხი” (People in Need) და კონფლიქტის ტრანსფორმაციის ცენტრი (Imagine Center for Conflict Transformation). მანამდე ოლივია მშვიდობის კორპუსის მოხალისე იყო სომხეთში და ლუცის მკვლევარი ტაილანდში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მიგრაციასა და იდენტობას, უმცირესობებს, ნაციონალიზმსა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესებს.