2021

ავთო დოლიძეს სოციოლოგიის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული. CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, იგი კვლევითი ორგანიზაცია “We Research”-ის წევრი და “სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International)“ საქართველოს ოფისის პროექტის ასისტენტი და მკვლევარი იყო. იგი მუშაობდა შემდეგ კვლევებზე: გენდერის კვლევა, მედიის მონიტორინგი, ბაზრის კვლევა, ორგანიზაციებისთვის პროექტებში საჭიროებისა და კმაყოფილების კვლევა და სხვ. მისი კვლევითი ინტერესები ეხება კულტურის, ევროპეიზაციისა და ურბანისტიკის საკითხებს.
მარიამ მამაცაშვილს მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციოლოგიაში დამატებითი სპეციალობით ფსიქოლოგიაში (GPA: 3.7). ამასთანავე, მარიამი ფლობს ამავე უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების მაგისტრის ხარისხს მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA: 4.0). CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, მარიამი სტაჟირებას გადიოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ამჟამინდელი კვლევითი ინტერესები კულტურულ და საგანმანათლებლო პროცესებს უკავშირდება.
დავითმა საერთაშორისო ურთიერთობებში ბაკალავრის ხარისხი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მიიღო. იგი ერაზმუს მუნდუსისა და მომავლის ლიდერთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობდა ნიდერლანდებსა და აშშ-ში.
დავითი თავისი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობდა სტაჟიორად. ასევე, მას აქვს ტურისტულ კომპანიაში ინგლისურენოვან გიდად მუშაობის გამოცდილება. დავითის კვლევითი ინტერესები მოიცავს ექსტრემიზმსა და ექსტრემისტულ მოძრაობებს ევროპასა და საქართველოში, რელიგიის ზეგავლენას საზოგადოებრივ განვითარებაზე და დემოკრატიზაციის პროცესებს კავკასიაში.
ლუკასს მაგისტრის ხარისხი ევროპის პოლიტიკისა და საზოგადოების მიმართულებით მიღებული აქვს ლაიდენის უნივერსიტეტიდან, ჩარლზის უნივერსიტეტიდან და იეჯიელონიური უნივერსიტეტიდან. სწავლის პერიოდში მისი კვლევა ეხებოდა სტრატეგიულ კვლევებსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას, უმეტესად დიდ სტრატეგიასა და ჰიბრიდულ საფრთხეებს ევროკავშირის დონეზე. CRRC-ში საერთაშორისო მკვლევრად მუშაობის დაწყებამდე იგი ჰააგის სტრატეგიული კვლევების ცენტრში მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის, სტრატეგიული პროგნოზისა და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართულებით. მოგვიანებით, ლუკასი შეუერთდა სტრატეგიული კვლევების არგენტიული ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფს, რომელიც არგენტინაში დიდი სტრატეგიული პროცესების განვითარებაზე მუშაობდა. ამჟამად მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მზაობას, შედარებით სტრატეგიებსა და დიდი სტრატეგიული პროცესების ჩამოყალიბების პოლიტიკურ განმსაზღვრელებს და შედგება შერეული მეთოდოლოგიური მიდგომისგან, რომელშიც იგი საქართველოში დიდი სტრატეგიული ინსტიტუციის ჩამოყალიბების გზებს.
შაიმა ელჰოუილის სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხი ეგვიპტეში ალექსანდრიას უნივერსიტეტიდან აქვს მიღებული. სწავლის დროს მისი კვლევა ძირითადად საზოგადოების მდგრადობასა და ქალთა უფლებებს ეხებოდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იგი ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობდა, სადაც ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებებითა და რეგიონში ძალადობის მიზეზებით ინტერესდებოდა. ასევე წერდა ხელოვნებისა და საზოგადოების განვითარების შესახებ. 2018 წელს შაიმამ გამოიკვლია და გამოაქვეყნა სტატია ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების შესახებ. გარდა ამისა, იგი ანტისემიტიზმის საკითხებზე თავისუფალ მკვლევრად მუშაობდა ეგვიპტეში კინო წარმოების კომპანიაში და გრაფიკული ილუსტრატორიც იყო.