სტაჟიორები

დავით ლურსმანაშვილი

დავითმა საერთაშორისო ურთიერთობებში ბაკალავრის ხარისხი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მიიღო. იგი ერაზმუს მუნდუსისა და მომავლის ლიდერთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობდა ნიდერლანდებსა და აშშ-ში.

დავითი თავისი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობდა სტაჟიორად. ასევე, მას აქვს ტურისტულ კომპანიაში ინგლისურენოვან გიდად მუშაობის გამოცდილება.

დავითის კვლევითი ინტერესები მოიცავს ექსტრემიზმსა და ექსტრემისტულ მოძრაობებს ევროპასა და საქართველოში, რელიგიის ზეგავლენას საზოგადოებრივ განვითარებაზე და დემოკრატიზაციის პროცესებს კავკასიაში.