ავთო დოლიძეს სოციოლოგიის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, იგი კვლევითი ორგანიზაცია “We Research”-ის წევრი და “სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International)“ საქართველოს ოფისის პროექტის ასისტენტი და მკვლევარი იყო. იგი მუშაობდა შემდეგ კვლევებზე: გენდერის კვლევა, მედიის მონიტორინგი, ბაზრის კვლევა, ორგანიზაციებისთვის პროექტებში საჭიროებისა და კმაყოფილების კვლევა და სხვ.
მისი კვლევითი ინტერესები ეხება კულტურის, ევროპეიზაციისა და ურბანისტიკის საკითხებს.