2019

მეგანს მიღებული აქვს ბაკალავრის დიპლომი ეკონომიკასა და რუსულ ენაში მიდლბერის კოლეჯიდან, სადაც სწავლისას მისი მიმართულება განვითარების ეკონომიკა და პოსტსაბჭოთა კონტექსტი იყო. CRRC-ში მოსვლამდე, მან სამი წელი გაატარა აბდულ ლატიფ ჯამეელის სიღარიბის ლაბორატორიაში (J-PAL) მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT), სადაც კვლევის შედეგების შეჯამებითა და ანალიზით იყო დაკავებული, მონაწილეობდა განათლების საკითხებზე საჯარო პოლიტიკის გავრცელებაში, RCT კვლევის ჩატარებაში ინდოეთში და დიდი კვლევითი ფონდის მენეჯერი იყო. მეგანის კვლევითი ინტერესები მოიცავს განათლებას, გარემოს დაცვის საკითხებს, ტურიზმს, გენდერს და კვლევის ექსპერიმენტულ მეთოდებს. იგი საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად და რუსულად.
როუენი ლოს ანჯელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტია, სადაც საერთაშორისო განვითარებასა და რუსეთმცოდნეობას სწავლობს. მას სტაჟიორ მკვლევრად მუშაობის გამოცდილება აქვს ცენტრალური აზიის რეგიონული განვითარების ცენტრში. იქ მუშაობის დროს იგი საჯარო პოლიტიკის კვლევებს ატარებდა და მუშაობდა რეკომენდაციებზე „არალის ზღვის აუზში კლიმატის ადაპტაციისა და მისი გავლენის შემცირების პროგრამის ფარგლებში“ (CAMP4ASB) კლიმატის ცვლილების პროგრამებში გენდერის საკითხების ინტეგრირებასთან დაკავშირებით. როუენმა თითქმის ერთი წელი გაატარა სწავლასა და კვლევაში მოლდოვეთში, საქართველოსა და ყაზახეთში. მისი კვლევითი ინტერესები მოიაცვს კლიმატის ცვლილების პოლიტიკას და განვითარებას ევრაზიაში. როუენი გამართულად საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზე.
ნიკოლას ბარკერი ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მისი ძირითადი კვლევითი ინტერესები მოიცავს შეიარაღებული კონფლიქტისა და პოლიტიკური ძალადობის მიზეზებს, ბუნებასა და შედეგებს. ნიკოლასის სადოქტორო კვლევა შეეხება სეპარატისტული შეიარაღებული კონფლიქტების შეწყვეტასა და შემდგომ პერიოდს კავკასიასა და ბალკანეთში, რისთვისაც მან საველე სამუშაოები ჩაატარა აფხაზეთში, საქართველოში, კოსოვოსა და სერბეთში, ასევე საარქივო კვლევა გაეროში. მისი კვლევით ინტერესებში შედის საერთაშორისო უსაფრთხოება და კონფლიქტის მართვა, კვლევის თვისებრივი მეთოდები, კონკრეტულად კვლევითი საველე სამუშაოები კონფლიქტურ რეგიონებში და კვლევის ეთიკა.