სტაჟიორები

მეგან ნილი

მეგანს მიღებული აქვს ბაკალავრის დიპლომი ეკონომიკასა და რუსულ ენაში მიდლბერის კოლეჯიდან, სადაც სწავლისას მისი მიმართულება განვითარების ეკონომიკა და პოსტსაბჭოთა კონტექსტი იყო.

CRRC-ში მოსვლამდე, მან სამი წელი გაატარა აბდულ ლატიფ ჯამეელის სიღარიბის ლაბორატორიაში (J-PAL) მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT), სადაც კვლევის შედეგების შეჯამებითა და ანალიზით იყო დაკავებული, მონაწილეობდა განათლების საკითხებზე საჯარო პოლიტიკის გავრცელებაში, RCT კვლევის ჩატარებაში ინდოეთში და დიდი კვლევითი ფონდის მენეჯერი იყო.

მეგანის კვლევითი ინტერესები მოიცავს განათლებას, გარემოს დაცვის საკითხებს, ტურიზმს, გენდერს და კვლევის ექსპერიმენტულ მეთოდებს. იგი საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად და რუსულად.