მახარე ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და მედიის სოციოლოგიის მაგისტრანტია. ასევე, მას დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მეორადი სპეციალობით ჟურნალისტიკაში.
მას სხვადასხვა კვლევით კომპანიაში სატელეფონო და პირისპირ ინტერვიუერად მუშაობის გამოცდილება აქვს. ასევე, მუშაობდა მონაცემთა ბაზების ფორმატირებაზე. მახარე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „ნოვაციოს“ თანადამფუძნებელია.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: კულტურას, მედიასა და მასობრივი კომუნიკაციებს.
2018
ოთო სალდაძე ფლობს სოციოლოგიის ბაკალავრის დიპლომს და ამჟამად სწავლობს სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სამაგისტროზე პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, იგი მონაწილეობდა სხვადასხვა სოციოლოგიურ და ანთროპოლოგიურ კვლევით პროექტებში. ბაკალავრიატის პერიოდში, სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ახორციელებდა პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლებში მცხოვრებთა და ეკოლოგიურ მიგრანტთა პრობლემების შესწავლასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.
მისი კვლევითი ინტერესები სოციალურ და კულტურულ საკითხებს უკავშირდება.

ელენე ერგეშიძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში. ამჟამად იმავე უნივერსიტეტში სწავლობს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე.
CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, მან სამაგისტრო პრაქტიკა გაიარა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც ჩართული იყო რეგიონული განვითარების პროგრამის მოსამზადებელ სამუშაოებსა და რეგიონული უთანაბრობის შესახებ კვლევის მომზადებაში. ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში, ელენე მონაწილეობდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კვლევით პროექტში. ელენეს კვლევითი ინტერესები მოიცავს საჯარო პოლიტიკის საკითხებს, თვითმმართველობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას.

თანასი ამჟამად მაგისტრის ხარისხის კანდიდატია ევროპის, რუსეთისა და ევრაზიისმცოდნეობაში ტორონტოს უნივერსიტეტში. იგი ფლობს ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში ასევე ტორონტოს უნივერსიტეტიდან. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს უმცროს მკვლევრად მუშაობას ევროპისა და საგარეო პოლიტიკის ჰელენურ ინსტიტუტში.
ამჟამად თანასის სამუშაო ბალკანეთსა და კავკასიაში ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება. იგი მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია და იკვლევს მასობრივი ტრანსპორტირებისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მის პერსპექტივას ამ რეგიონებში.
პარამჯეეტ (პამ) სინგჰს სამართლის სფეროს მაგისტრის ხარისხი აქვს MIPLC პროგრამიდან, რაც აშშ-ში ჯორჯ ვოშინგტონის უნივერსიტეტისა და გერმანიაში მაქს პლანკის ინოვაციისა და კონკურენციის ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამაა. იგი სწავლობდა ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შვეიცარიაში WIPO-ს აკადემიაში. პამი დიდი გამოცდილების მქონე კვალიფიციური იურისტია. ამასთან ერთად იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად მუშაობს, ასწავლის ევროკავშირისა და საერთაშორისო ბიზნეს სამართალს. პამი დოქტორანტურის სტუდენტია ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტში და რეგულარულად წერს Qrius-ში, ინდურ ეკონომისტში. მან დააარსა Inkstone (საჯარო პოლიტიკისა და სამართლებრივი ადვოკატირების ორგანიზაცია). პამს თავისი კვლევები საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალებში აქვს გამოქვეყნებული. ახლახანს ნიუ იორკში მდებარე ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტმა იგი სამართალსა და ეკონომიკაზე თავისი ნაშრომის წარსადგენად ეკონომიკის ფესტივალზე მიიწვია იტალიაში.
ანიკამ ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში კოლორადოს კოლეჯში მიიღო. იგი განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების პროექტებზე მუშაობდა ინდოეთსა და იორდანიაში. ანიკამ საშინაო პოლიტიკაში გარკვეული გამოცდილება მიიღო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროში სტაჟირებისას. იგი საერთაშორისო შრომითი უფლებების განყოფილების სტაჟიორი იყო. 2017 წლის მაისში ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ანიკამ სტაჟირება გაიარა გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის მმართველობის რეფორმის ფონდის პროექტში.