SCOPUS-ის დღიურები და აკადემიური გადარჩენის (ა)ლოგიკა. მცირე გზამკვლევი თქვენი სტრატეგიის შემუშავებისთვის, რათა თავი დააღწიოთ ბიბლიომეტრიას, კონფერენციებსა და არარეალურ მოლოდინებს აკადემიურ სფეროში

ოთხშაბათს, 2018 წლის 24 იანვარს, 18:30 სთ-ზე, CRRC, ARISC და ამერიკული საბჭოები მოხარულნი არიან გამცნოთ 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის თბილისის Work-in-progress სერიების შესახებ, სადაც პირველ მოხსენებას აბელ პოლესი წარადგენს დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტიდან – „SCOPUS-ის დღიურები და აკადემიური გადარჩენის (ა)ლოგიკა. მცირე გზამკვლევი თქვენი სტრატეგიის შემუშავებისთვის, რათა თავი დააღწიოთ ბიბლიომეტრიას, კონფერენციებსა და არარეალურ მოლოდინებს აკადემიურ სფეროში“.

აბელ პოლესი არის კონფლიქტების საერთაშორისო გადაწყვეტისა და რეკონსტრუქციის DCU-ს ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. ის იყო მარი კიურის სტიპენდიატი დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტში, გერმანიაში (2006-2008) და ედინბურგის უნივერსიტეტში, შოტლანდიაში (2008-2011). 2012-2013 წლებში ის მუშაობდა პოლიტიკის ანალიტიკოსად ევროპული კომისიისთვის (კვლევის გენერალური დირექტორატი). ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აბელმა 10 მილიონ ევრომდე დაფინანსება მოიპოვა და მუშაობდა კონსულტანტად ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის სამთავრობო და არაკომერციულ სექტორში (ერაზმუს+ ავსტრიული და ფინური სააგენტოები; ესტონური კვლევითი საბჭო; რუსთაველის ფოდნი; SALTO; ახალგაზრდების ფორუმი; WAGGGS; UNOPS). მისმა პროექტმა „მდგრადი განვითარება კულტურულ მრავალფეროვნებაში“ მოიპოვა გლობალური განათლების ჯილდო ევროპის საბჭოს მიერ 2011 წელს.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები