ცვლილებების კვალდაკვალ: სამხრეთ კავკასია მღელვარე წლის შემდეგ – CRRC-ის მე-7 ყოველწლიური კონფერენცია 2021

სამხრეთ კავკასიამ მღელვარე 2020 წელი გამოიარა. გლობალურმა COVID-19-ის პანდემიამ და მთიან ყარაბაღში განახლებულმა საომარმა მოქმედებებმა შეცვალეს რეგიონი. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხრიდან პანდემიის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გამოწვევებისადმი ინსტიტუციური პასუხები საკმარისი და იყო თუ არა ვირუსის შესაჩერებლად წარმოდგენილი შეზღუდვები პოლიტიკური მანიპულაციის საგანი. მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომმა ძირეულად შეცვალა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური გეოგრაფია. ვინაიდან დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყვნენ წარმოდგენილი კონფლიქტის დროს, ისეთმა ტრადიციულმა რეგიონულმა ძალებმა იჩინეს თავი, როგორებიცაა რუსეთი და თურქეთი. რადგან ომს ხშირად დიდი გეოპოლიტიკური გადაჯგუფების კუთხიდან განიხილავენ, მკვლევრებმა არ უნდა დაივიწყონ ომის განხილვა ისეთი ინდივიდებისა და საზოგადოებების კუთხიდან, რომლებიც ასეთ ანალიზსში ვერ ხვდებიან.

კონფერენციის ორივე დღე ჩაწერილია და ხელმისაწვდომია CRRC-საქართველოს YouTube გვერდზე. ვიდეომასალები ხელმისაწვდომია აქ:

  • CRRC-ის მე-7 ყოველწლიური კონფერენცია: დღე 1
  • CRRC-ის მე-7 ყოველწლიური კონფერენცია: დღე 2
გაზიარება

მსგავსი სიახლეები