გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და CRRC-საქართველოს ერთობლივი პროექტის – „გენდერული მონაცემთა ანალიზის უნარების გაძლიერება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მკვლევრებისთვის“ (Enhancing local civil society organizations’ and researchers’ gender data literacy) – მიზანს გენდერული ანალიზის სწავლება და გენდერული თანასწორობის შესახებ კვლევითი ინიციატივების ხელშეწყობა წარმოადგენდა. პროექტი 2024-2025 წლებში გახორციელდა და ორ კომპონენტს მოიცავდა:
კომპონენტი 1: ქალთა უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა ტრენინგი სოციალური კვლევის მეთოდებში და მათ მიერ იდენტიფიცირებულ გენდერული თანასწორობის საკითხზე კვლევის მხარდაჭერა.
კომპონენტი 2: დამოუკიდებელი მკვლევრების ტრენინგი „დროის გამოყენების გამოკვლევის“ (Time Use Survey) მონაცემების ანალიზში და მათი მხარდაჭერა „საქართველოს დროის გამოყენების კვლევის“ მონაცემებზე დაყრდნობით სტატიების მომზადებაში.
პროექტის ფარგლებში კვლევის მეთოდებში ტრენინგი ჩაუტარდა 40-ზე მეტ სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელს და ადგილობრივ მკვლევარს. მათგან შეირჩა 7 სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებმაც CRRC-საქართველოს მენტორობის ქვეშ მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მცირემასშტაბიანი კვლევები ჩაატარეს და 5 მკვლევარი, რომლებმაც „დროის გამოყენების კვლევის“ მონაცემებზე დაყრდნობით გენდერული თანასწორობის საკითხები გაანალიზეს.
პროექტის შედეგად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და მკვლევრებმა საკუთარი კვლევის შედეგები წარმოადგინეს ბლოგების და კვლევითი ანგარიშების სახით.
ინიციატივა გახორციელდა პროექტის – „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ – ფარგლებში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური პროგრამის „ყველა ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ ფინანსური მხარდაჭერით.
_
კომპონენტი 1: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კვლევითი პროექტები
ანა პაჭიკაშვილი (ორგანიზაცია „საქართველოს უდიები“):
ავარელი ქალების უხილავი შრომა მეუღლეების ემიგრაციის პირობებში
ნესტან ანანიძე (ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“):
ხილული და უხილავი ბარიერები: ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ქალებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში
თამარ გაბოძე (ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“):
მართლმსაჯულებაზე წვდომის ბარიერები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში: ინტელექტუალური შეზღუდვის და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ქალების გამოცდილებები
თინათინ ჭელიშვილი (ორგანიზაცია „ახალგაზრდები ზესტაფონისთვის“):
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 60+ ქალებისთვის მომსახურების და მხარდაჭერის სისტემების ხელმისაწვდომობის კვლევა
მარიკა ვაჭარაძე (ორგანიზაცია „ნათელი მომავალი“):
ქალ მომხმარებელთა უფლებების და განათლების კვლევა იმერეთის რეგიონში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია)
ნათია გამხიტაშვილი (ორგანიზაცია „დაქალი“):
უფლებადამცველი და აქტივისტი ქალების მდგომარეობის კვლევა
გვანცა მიქაუტაძე (ორგანიზაცია „ქალები ცვლილებებისთვის“):
უფლებადამცველი და აქტივისტი ქალების მდგომარეობის კვლევა
ნათია გამხიტაშვილი (ორგანიზაცია „დაქალი“), გვანცა მიქაუტაძე (ორგანიზაცია „ქალები ცვლილებებისთვის“), თამარ ჭუმბურიძე (ორგანიზაცია „ქალები ცვლილებებისთვის“), თათია გეგეთია (ორგანიზაცია „ქალები ცვლილებებისთვის“):
უფლებადამცველი და აქტივისტი ქალების გამოწვევები საქართველოში
_
კომპონენტი 2: აკადემიის წარმომადგენელთა კვლევები დროის გამოყენების მონაცემებზე დაყრდნობით
სალომე დუმბაძე (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი):
საქართველოში დასაქმებული ქალების ყოველდღიურობა: ნაკლები განტვირთვა, მეტი დროის წნეხი
ნათია სორდია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი):
სოციო-დემოგრაფიული ფაქტორები და თავისუფალი დრო: ვინ როგორ ისვენებს საქართველოში?
იზა კასრელიშვილი (კანონის უზენაესობის ცენტრი):
მშობლობა რიცხვებში: როგორ ნაწილდება ზრუნვა დედებსა და მამებს შორის საქართველოში
მარიამ კვიციანი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი):
როგორ ატარებენ საქართველოში მცხოვრები წყვილები სახლში ერთად დროს – მაშინ როდესაც ქალები საოჯახო შრომით არიან დაკავებულები, კაცები ისვენებენ
