ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემის შესახებ არსებული განწყობების შეფასება

ქვეყანა:
საქართველო
დონორი:
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
თარიღი:
07.2017
-
10.2017
ბიუჯეტი:
$27,490.00

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემის შესახებ არსებული განწყობების შეფასების პროექტი განხორციელდა საბაზისო მონაცემების შესაგროვებლად და მისი მიზანი იყო სოფლად მცხოვრები მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის მფლობელთა დამოკიდებულების დადგენა ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის გაუმჯობესებული სისტემების მიმართ, რომელიც მოიცავს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას საქართველოში.

აღნიშნული შეფასების პროექტი FAO-ს უფრო დიდი პროექტის „საქართველოში საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის (NAITS) ტექნიკური ხელშეწყობა” (GCP/GEO/009/SWI) ნაწილია. პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ. პროექტის მიზნები მოიცავს შემდეგს: (a) საქართველოში ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ევროკავშირის სტანდარდების შესაბამისი ეროვნული სისტემის შექმნა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვისთვის და (b) ქართული სოფლის მეურნეობის კონკურენტულობის ხელშეწყობა გაუმჯობესებული სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის სტანდარტების დაცვით. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელს უწყობს პროექტის განხორციელებას.

CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოში მცხოვრები მესაქონლეების წარმომადგენლობითი გამოკითხვა (შინამეურნეობების გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით) საქართველოსა და წინასწარ შერჩეულ რეგიონებში სოფლის მოსახლეობის დამოკიდებულებების შესასწავლად. გამოკითხვა ჩატარდა 17 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია როგორც საქართველოში მცხოვრები მესაქონლეებისთვის (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა), არამედ შემდეგი სტრატებისთვის: კახეთი, აჭარა, სამეგრელო, ნინოწმინდა, ახალქალაქი, წალკა, მარნეული, დმანისი და დანარჩენი საქართველო.

შინამეურნეობების გამოკითხვასთან ერთად CRRC-საქართველომ ჩაატარა ფოკუს ჯგუფები მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის მფლობელებთან.

ანგარიში, მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდზე ატვირთული მონაცემთა ბაზა.

მასალები

7 მბაიტი
1 მბაიტი
გაზიარება