მშვიდობის დამყარებისა და მოსახლეობის გააქტიურების ახალი გზა?
27 აპრილი, 2011 – თბილისი, საქართველო – ონიკ კრიკორიანიონიკ კრიკორიანი არის ჟურნალისტი, ფოტო ჟურნალისტი და ახალი მედიის კონსულტანტი დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც ახლა ერევანში მუშაობს. იგი აგრეთვე არის მოქალაქეთა ვებგვერდის ,,Global Voices” რედაქტორი კავკასიაში. ,,Global Voices” არის ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული ბერკმანის ინტერნეტისა და საზოგადოების ცენტრის მიერ დაარსებული ვებგვერდი. 1994 წლიდან ონიკ კრიკორიანი აშუქებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს. იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც 2008 წლის ივნისიდან აფასებს ახალი და სოციალური მედიის პოტენციური როლს ამ ორი ქვეყნის აქტივისტების ერთმანეთთან დაკავშირებაში.
ამ სფეროში მისი ნამუშევარი წარადგინეს აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში ვაშინგტონში, სადაც ონიკ კრიკორიანი მონაწილეობას იღებდა ექსპერტთა ჯგუფის მუშაობაში ახალ მედიასა და კონფლიქტზე. მას ასევე მონაწილეობა მიუღია სხვა კონფერენციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ნამუშევარი გაშუქდა ჟურნალ ,,ეკონომისტის”, CNN-ის, მსოფლიო ბანკის, BBC აზერბაიჯანის, Transitions Online-ის, EurasiaNet-ის მიერ.
27 აპრილის პრეზენტაცია შეეხება ახალი და სოციალური მედიის პოტენციალს, დაეხმაროს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ინდივიდების ინიციატივებს მშვიდობის დამყარების საკითხში.
ამასთან, რეგიონში მედიის თავისუფლების არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზენტაცია ასევე შეეხება ინტერნეტ უსაფრთხოებასა და ამ მიმართულებით პრობლემების გადაჭრის გზებს. ეს საკითხები ზოგადად უკავშირდება ახალი და სოციალური მედიის გამოყენებას, მით უმეტეს, რომ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და სახელმწიფო პრიორიტეტად ისახავს თავისუფალი ინტერნეტ სივრცის ხელშეწყობას მაშინ, როდესაც სხვები მის შეზღუდვას ცდილობენ.
თარიღი: 27 აპრილი, 2011
დრო: 18:15-19:30 (ყურადღება მიაქციეთ ამ სემესტრში დროის ცვლილებას)
ადგილი: ზანდუკელის ქ. 16, ISET-ის შენობა, საკონფერენციო დარბაზი (I სართულზე)
,,მიმდინარე პროექტების სერია” (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში, საერთაშორისო ეკონომიკის სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16). ,,მიმდინარე პროექტების სერიის” მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კონსქტრუქციული კრიტიკა.
,,მიმდინარე პროექტების სერიას” აფინანსებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის. ,,მიმდინარე პროექტების სერიაზე” დასწრება შეუძლია ყველა მსურველს.
გინდათ, წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი ,,მიმდინარე პროექტების სერიის” ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org.