მიმდინარე პროექტების სერია: კულტურული ელიტის პოლიტიკური ძალა საქართველოში – ინგე სნიპი

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2012 წლის გაზაფხულის მიმდინარე პროექტების რიგით მეცხრე სერიას!
ინგე სნიპ, უფსალას უნივერსიტეტი 

„ელიტური კონფიგურაცია პოსტ-საბჭოურ საქართველოში და კულტურული ელიტის პოლიტიკური ძალა“
ოთხშაბათი, 2012 წლის 21 მარტი, 18:15სთ

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველო

ზანდუკელის ქ.16, საკოფერენციო ოთახი
საზოგადოების უხილავ სტრუქტურებს, როგორიც არის ელიტური კონფიგურაციები, ხშირად შესწევთ ძალა გავლენა მოახდინონ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე. იმისათვის რომ გავიგოთ, თუ რატომ ვითარდება პოლიტიკური პროცესები ამა თუ იმ გზით, აუცილებელია ჩავუღრმავდეთ საზოგადოების სხვადასხვა ასპექტს. პოსტ-საბჭოურ საქართველოში, კულტურული ელიტა საპატივცემულო სტატუსითა და გავლენით  სარგებლობს. მაგალითად, თუ შევხედავთ „გავლენიანი ქართველების“ ვიკიპედიის ვებ-გვერდს, დავინახავთ კულტურის მოღვაწეთა გრძელ ჩამონათვალს. ეს პრეზენტაცია დაეთმობა საქართველოს დღევანდელი კულტურის ელიტის განხილვას. მატტეი დოგანის და მისი კოლეგების ელიტის კონფიგურაციის თეორიული მოდელზე დაყრდნობით, პროექტი შეისწავლის საქართველოს ელიტურ ჯგუფებს. თემა დაფუძნებულია „ელიტური წრეების პოზიციასა და ძალაუფლებაზე “.ამჟამად, პროექტი მონაცემთა შეგროვების ეტაპზეა, სადაც ინფორმაცია გროვდება არაფორმალური თოვლის გუნდის მეთოდითა და ელიტურ ჯგუფებთან ღრმა თვისებრივი ინტერვიუების შედეგად. ელიტური ჯგუფები განისაზღვრება მაქს ვებერის სტარტიფიკაციის თეორიის მიხედვით რომელსაც ჯონ სკოტმა გაუწია ინტერპრეტაცია. ამ პროცესის განმავლობაში ვაკვირდებით ელიტური ჯგუფების სტატუსს და ვცდილობთ დავადგინოთ მათი გავლენა საზოგადოებაზე. ამასთანავე კვლევა დააკვირდება ელიტის წევრების მიერ საკუთარი სტატუსის აღქმის უნარიანობას და ელიტური წრის სხვა წევრების მიმართ დამოკიდებულებას. საბოლოოდ, კვლევა დასრულდება დასკვნითი ნაწილით, სადაც ინტერვიუების შეჯამებით მოხდება კულტურული ელიტის წევრებს შორის მსგავსებებისა და განსხვავების დაკვირვება.
ინგე სნიპი ოთხნახევარი წლის განმავლობაში პერიოდულად ცხოვრობდა საქართველოში. ის მუშაობდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში, მან ასევე დააფუძნა ვებგვერდი Evolutsia.net, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარ სიახლეების მიწოდებასა და ანალიზზე. ამჟამად ის ასრულებს თავის სამაგისტრო ნაშრომს პოლიტიკასა და საერთაშორისო კვლევებში უფსალას უნივერსიტეტში. ამ ნაშრომზე მუშაობის ფარგლებში ის 6 თვის განმავლობაში კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში, ნიუ იორკში, ახორციელებდა ინდივიდუალურ კვლევას ელიტის კონფიგურაციაზე. მისი თეზისი ორიენტირებულია საქართველოს თანამედროვე კულტურულ ელიტაზე, და ის მოიცავს სოციოლოგ პიერ ბურდიეს იდეებს კაპიტალის შესახებ, რომლის მიხედვითაც საზოგადოებაში ძალაუფლებას ქმნის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ  სოციალური, კულტურული და სიმბოლური კაპიტალიც.ინგე ფლობს გრონინგენის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო და ევროპულ სამართალში (LLB) და კიევის ეროვნული სავაჭრო-ეკონოკიკური უნივერსიტეტის რუსული ენის სერთიფიკატს, სადაც მან ერთი წლის განმავლობაში ისწავლა. სრული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ინგეს linkedin-ის პროფილს: http://www.linkedin.com/in/ingesnip.
****
„მიმდინარე პროექტების სერია” (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში,  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16). ,,მიმდინარე პროექტების სერიას” ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS.,,მიმდინარე პროექტების სერიის” მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა.გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი ,,მიმდინარე პროექტების სერიის” ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები