მიმდინარე პროექტების სერია: კერიები მტკვარ-არაქსის კულტურაში: ადრეული ბრინჯაოს ხანის კავკასია

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2012 წლის გაზაფხულის მიმდინარე პროექტების რიგით მერვე სერიას!
დავით დარეჯანაშვილი

კერიები მტკვარ-არაქსის კულტურაში: ადრე ბრინჯაოს ხანის კავკასია

თარიღი: ოთხშაბათი, 21 მარტი, 2012 წელიდრო: 6:15სთ

ადგილი: ზანდუკელის ქ. 16, ISET-ის შენობა, საკონფერენციო დარბაზი

თბილისი, საქართველო
მტკვარ-არაქსის კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი არის კერიები. ასეთი მასალა მხოლოდ ამ კულტურისთვისაა დამახასიათებელი. ჩვენ გვხვდება კერიების სხვადასხვა ტიპები ყველა ადგილზე, მტკვარ-არაქსის კულტურის მთელი არსებობის მანძილზე, მიუხედავად აღჭურვილობის კონსტრუქციაში არსებული ცვლილებებისა. ლექციის მიზანია, განსაზღვროს ამ მასალის ფუნქცია შიდა ქართლის მაგალითის გამოყენებით. მასალების აღწერის შემდეგ, მომხსენებელი შეეცდება ჩამოაყალიბოს, როგორ გამოიყენებოდა ეს მასალები.
დავით დარეჯანაშვილმა
 დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი არქეოლოგიის ბაკალავრის ხარისხით. ამჟამად ის სწავლობს იმავე უნივერსიტეტის არქეოლოგიური მეცნიერების მაგისტრატურის პროგრამაზე. ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია ”ისტორიის კლუბის” დამფუძნებელი (http://geohistoryclub.blogspot.com/) და მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციასა თუ არქეოლოგიურ ექსპედიციაში.
****
,,მიმდინარე პროექტების სერია” (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში,  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16). ,,მიმდინარე პროექტების სერიას” ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS.,,მიმდინარე პროექტების სერიის” მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა.
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი ,,მიმდინარე პროექტების სერიის” ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები