სიახლეები

წმინდა ადგილები, მომლოცველობა და ჰიბრიდულობის კონცეფცია პოსტ საბჭოთა კავკასიაში

ფლორიან მიულფრიდი, იენას უნივერსიტეტი. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2013 წლის შემოდგომის სეზონის მეორე სესიას!
ვრცლად

ბერკლის უნივერსიტეტის სემინარი მეცნიერთათვის, 3-16 ნოემბერი, 2013

ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტთან (UCB) არსებული სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული კვლევევის ინსტიტუტი (ISEEES), სი არ არ სი-სთან (CRRC) თანამშრომლობით იწვევს სოციალურ მეცნიერებებისა და ისტორიის სფეროში მომუშავე მეცნიერებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, დაესწრონ ორკვირიან სემინარს (workshop-ს) ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში 2013 წლის 3-დან 16 ნოემბრამდე. სამუშაო შეხვედრა დაფინანსებულია ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის გრანტით.
ვრცლად

W-i-P დაბრუნდა! ჰუბერტუს იანი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან

ამერიკული საბჭოები და სი არ არ სი (CRRC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2013 წლის შემოდგომის სეზონის პირველ სესიას!

ჰუბერტუს იანი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
"მეცხრამეტე საუკუნის რუსეთის იმპერიის სახე სამხრეთ კავკასიაში"
ვრცლად

CRRC საქართველომ გამოაქვეყნა მედია მონიტორინგის ანგარიში 17 ივლისი - 17 აგვისტო პერიოდისთვის

17 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის შედეგებით შეიძლება, ითქვას, რომ ტელევიზიები ჯერ აქტიურ საარჩევნო რეჟიმზე არ გადასულან, თუმცა დაიწყეს საპრეზიდენტო კანდიდატებისა და მათი კამპანიების გაშუქება. ყველა არხზე თითქმის ყოველ დღე შუქდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატებთად დაკავშირებული ახალი ამბები. ამ მხრივ, გამონაკლისი იყო აჭარის ტელევიზია, სადაც კანდიდატებს დრო ნაკლებად ეთმობოდათ და თითქმის არ შქუდებოდა მათთან დაკავშირებული ამბები.
ვრცლად