საცხოვრებლის ტიპები საქართველოს ქალაქებში
CRRC-საქართველოს მიერ 2013 წელს მსოფლიო ბანკის დაკვეთით ჩატარებული STEP უნარების/ცოდნის შეფასების გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ეს ბლოგი აღწერს საცხოვრებლებს, რომლებშიც საქართველოს დედაქალაქისა და სხვა ქალაქების მოსახლეობა ცხოვრობს. ბლოგში წარმოდგენილია მონაცემები ოთახების რაოდენობის, იატაკის ტიპისა და ტუალეტების შესახებ. ამასთან, ბლოგი ეხება საცხოვრებლების საკუთრების სტატუსის საკითხს. მსოფლიო ბანკის ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 2015 წელს და ამ დროისათვის ყველაზე ახალ მონაცემებს წარმოადგენს.
ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა (თბილისის 78% და სხვა ქალაქების 53%) დიდ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობს. თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 14% ცხოვრობს კერძო სახლებში, სხვა ქალაქების მაცხოვრებლების 41 პროცენტთან შედარებით.

რაც შეეხება საკუთრების ფორმას, თბილისის მოსახლეობის 83% და სხვა ქალაქების - 90% ფლობს საკუთარ საცხოვრებელს. თბილისში მაცხოვრებელთა მხოლოდ 9%, სხვა ქალაქებში კი 3% ქირაობს სახლს ან ბინას, რომელშიც ცხოვრობს.

ქალაქის მაცხოვრებელთა ერთი მესამედი სამოთახიან საცხოვრისში ცხოვრობს. ერთ და ოროთახიანი ბინები უფრო ხშირია დედაქალაქში, ხოლო ხუთ ან უფრო მეტ ოთახიანი საცხოვრისები - სხვა ქალაქებში.

თბილისში ყველაზე გავრცელებულია პარკეტის იატაკი. გამოკითხვის მიხედვით, დედაქალაქის საცხოვრებლების 73%-ში პარკეტის იატაკია. სხვა ქალაქებში ეს რიცხვი 44%-ს შეადგენს. პარკეტის შემდეგ ყველაზე გავრცელებულია ხის გრძელი ფიცრები, რომელიც გვხვდება თბილისის საცხოვრებლების 16%-სა და სხვა ქალაქების საცხოვრებლების 39%-ში.

რადგან გამოკითხვა მხოლოდ დედაქალაქსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში ჩატარდა, არ არის გასაკვირი, რომ საცხოვრებლების უმეტესობას ჩასარეცხი ტუალეტი აქვს, რომელიც კანალიზაციის სისტემასთანაა მიერთებული (97% თბილისში და 79% სხვა ქალაქებში). თუმცა, კიდევ არსებობს საცხოვრებლები, სადაც სეპტიკურ ავზთან მიერთებული ჩასარეცხი ტუალეტია (2% თბილისში და 11% სხვა ქალაქის ტიპის დასახლებებში).
შენიშვნა: დამრგვალების გამო პასუხების ჯამი აღემატება 100%-ს.
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დიდ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობს. მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ორ ან სამოთახიან ბინებში ცხოვრობს. უმეტესობა ფლობს იმ საცხოვრებელს, რომელშიც ცხოვრობს. აღსანიშნავია ასევე ის, რომ ქალაქში არის საცხოვრებლები, სადაც ისეთი ტუალეტებია, რომლებიც არ არის შეერთებული საკანალიზაციო სისტემასთან.
გთხოვთ, იხილოთ მეტი მონაცემები ამ საკითხების შესახებ აქ.
An interesting implication of the 2014 census: Georgia is likely an upper middle income country
Finding work in Armenia and Georgia
სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის აღქმა
ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში
2002 წლის ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.
Who trusts the police in Georgia?
განქორწინება რთული გასამართლებელია
შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.UNDP-ის 2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ.
საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?
1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
ქართველი ახალგაზრდები: ევროკავშირისადმი სწრაფვა ტოლერანტობის გარეშე
რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 2)
რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 1)
The Population of Georgia on "good citizenship"
Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა მცირდება
სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში
მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.How Georgia became an upper-middle income country
According to the World Bank report, Georgia became an upper-middle income country. What determined this shift of the economy, what are its long-term implications and why does it matter?Positive Public Attitudes in Georgia
ხანდაზმულთა კეთილდღეობა სამხრეთ კავკასიაში: პრობლემა გამწვავების პერსპექტივით
გარემოსადცვითი პრობლემები საქართველოში: მოსახლეობის საფიქრალი?
გაეროს სოციალური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (UNRISD) თანახმად, „გარემო-პირობების გაუარესება უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და არსებობის შესაძლებლობებზე, რასაც დაბინძურებული გარემო და ბუნებრივი რესურსების გამოფიტვა განაპირობებს. ნიადაგის ეროზია, ტყეების გაჩეხვა, ცხოველებისა და მცენარეების გადაშენება ანსახეობების შემცირება აფერხებს მრავალი ადამიანის მწარმოებლურ შესაძლებლობებს.“Happiness in Georgia
ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში
აქტიური და დასაქმებული
ივარჯიშე და იყავი ბედნიერი
Does public opinion accurately gauge government performance in the South Caucasus?
უმაღლესი განათლების მქონე პირთა დასაქმება და შემოსავალი საქართველოში
განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?
Georgia: A Liberal or Socially Conservative Country?
How justified is it for Georgian women to bear a child or have sex outside of wedlock? Is the Georgian population tolerant towards homosexuals? What are views on issues such as these in the light of the western-oriented political course of the country? How do men and women compare in terms of liberal attitudes? To address these questions, this blog post presents the results from two waves of a nationwide public opinion survey entitled “Knowledge and Attitudes toward the EU in Georgia” conducted by CRRC in 2009 and 2011.Armenia’s ranking in the World Governance Indicators
Doing business in Azerbaijan: easy in theory
Baku's Urban Change | Commentary and Photography
Labor Dynamics in Armenia | Youth Unemployment
ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, საქართველოში შინამეურნეობების უმრავლესობას საკვების საყიდლად საკმარისი თანხა არ აქვს
მსოფლიო ბანკის მიხედვით, 2009-2015 წლებში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი $10.1 მილიარდიდან $13.9 მილიარდამდე გაიზარდა. მიუხედავად აღნიშნული ზრდისა, CRRC-ის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის ნაწილი, რომელთაც ყოველკვირეულად საკვების შესაძენად თანხა არ ჰყოფნის, 2011-დან 2015 წლამდე არ შემცირებულა. ეს ბლოგი გვაჩვენებს მონაცემებს შორის განსხვავებებს დასახლების ტიპისა და შინამეურნეობის შემოსავლის მიხედვითისტორიისა და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობის აღქმა: MYPLACE-ის ახალი პუბლიკაცია
2011-2015 წლებში CRRC-საქართველო მონაწილეობდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტში "MYPLACE: მეხსიერება, ახალგაზრდობა, პოლიტიკური მემკვიდრეობა და სამოქალაქო ჩართულობა". თოთხმეტი ქვეყნის (იხ. რუკა) თექვსმეტი აკადემიური პარტნიორი იკვლევდა ევროპაში ახალგაზრდების ჩართულობისა თუ ნაკლები ჩართულობის ფორმებსა და მიზეზებს.ახალი წელი ორჯერ, თუნდაც თოვლის ბაბუის არ გჯეროდეს
დეკემბერი. ყინვა. საახალწლოდ მორთული ქუჩები. ახალი წელი. შამპანური. საცივი და გოზინაყი. საჩუქრები. თოვლის ბაბუა. 25 დეკემბერი. თუ 7 იანვარი? მერე კიდევ ერთი ახალი წელი, ოღონდ ძველი. მომდევნო წლისთვის დადებული პირობები და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, აუცილებლად უნდა ახდეს.
2016 წლის 1-13 დეკემბერს CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა. ალბათ, არავის გაგვიკვირდება, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის შეხვედრის დამკვიდრებულ ტრადიციებს მიჰყვება. დიდი უმრავლესობა (73%) ახალი წლის შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებს, 9% კი - მეგობრის ან ნათესავის სახლში. ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, რესტორანში ან კაფეში ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გეგმავს ამას. 15 პროცენტს კი დეკემბრის პირველ ნახევარში ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად შეხვდებოდა ახალ წელს.
2017 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები 1 თებერვლიდან საჯარო გახდება
1 თებერვალს 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე. „კავკასიის ბარომეტრი“ ყველაზე ხანგრძლივი გამოკითხვაა სამხრეთ კავკასიაში, მისი შედეგები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონში არსებული ტენდენციების შედარების საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში. „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი ტალღა 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა სომხეთსა და საქართველოში. შედეგების ნახვა ან მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე.გაჭირვებულ შინამეურნეობებში მცხოვრები ადამიანების განცხადებით, მათ ვალი უფრო ხშირად აქვთ
CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% აცხადებს, რომ პირადი ვალი აქვს. ზოგადად, ვალის ქონა თავისთავად ცუდი არ არის, რადგანაც მას შეუძლია, ბიძგი მისცეს ადამიანის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. თუმცა, კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ვალს საბაზისო ხარჯების დასაფარად იღებს.პარტიული კუთვნილება და ტელეარხებისადმი ნდობა საქართველოში
მსოფლიოში მედიასაშუალებების პოლარიზაციის შედეგად ადამიანები ახალ ამბებს უფრო მეტად იმ წყაროებიდან ეცნობიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება მათ იდეოლოგიურ შეხედულებებს. კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი მედიასაშუალების მოხმარება კიდევ უფრო ამყარებს მაყურებლის შეხედულებებს, რაც აუდიტორიის მეტ პოლარიზაციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ მედიის მკვლევრები ამას ისეთი განსხვავებული კონტექსტის მქონე შემთხვევების მაგალითზე აღწერენ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ლიბანი. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არც ქართული მედიისთვისაა უცხო. 2017 წლის დეკემბერში „CRRC-საქართველოს“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობაც შერჩევითად ენდობა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამება.მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ
2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად CRRC-საქართველომ 2018 წლის 19-26 ივნისს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში და გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი 1005 მოქალაქე. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.8 %-ის ტოლია.
საქონლის მოვლა-პატრონობა საქართველოს სოფლებში: გენდერული განსხვავებები
2017 წლის აგვისტოში CRRC-საქართველომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისთვის (FAO) ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სოფლებში მცხოვრები ოჯახების მიერ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ფლობას და საქონლის მოვლის პრაქტიკას. საქართველოში ოჯახებს ყველაზე ხშირად ძროხები და ხარები ჰყავთ. კვლევაში დასმული კითხვების გარკვეული ნაწილი ეხებოდა ქალებსა და კაცებს შორის საქონლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საქმეების განაწილებას. სხვა შეკითხვები მიზნად ისახავდა, გაერკვია, არსებობს თუ არა გენდერული განსხვავებები საქონლისა და საქონლის პროდუქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს.People’s views about who should pay for health insurance in Georgia
A previous CRRC blog post explored attitudes in Georgia towards the role of the government, and specifically, whether people think the government should act as a parent or as an employee with regards to its citizens. One very specific aspect of this issue is reflected in opinions about how much the government should be involved in coverage of health insurance expenses.მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარუდგინა. წარდგენას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რადგანაც წარდგენილი კანდიდატები მოსამართლეთა იმ ჯგუფის ლიდერებს ან მასთან დაახლოებულ მოსამართლეებს წარმოადგენდნენ, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალურ მმართველ გუნდად (ე.წ. კლანად) სახელდება...მიუხედავად ფინანსური ხარჯისა, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2004 წელს ნაწილობრივ შეჩერებული ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური შემოწმება, ისევ განახლდა. თავდაპირველად, 2018 წელს დათვალიერება სავალდებულო სატვირთო ავტომობილებისთვის განახლდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, ტექნიკური შემოწმება ნებისმიერი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. აღნიშნული ცვლილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირება, რომლის მიხედვითაც საქართველომ ტექნიკური დათვალიერების განახლების ვალდებულება აიღო. ამასთან, შემოწმების შემოღების კიდევ ერთი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა - სადღეისოდ, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ავტომობილების გამონაბოლქვი რჩება. 2018 წლის CRRC/NDI-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების განახლებას მხარს უჭერს.საარჩევნო გარემო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ არეალებში უარესდება
„CRRC საქართველოს“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საარჩევნო გარემო ყველაზე მეტად პრობლემატური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებშია და მდგომარეობა უფრო უარესდება.2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, განსაკუთრებით კი — მეორე ტურში დატრიალებული მოვლენები შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. პირველ და მეორე ტურებს შორის მთავრობამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაახლოებით 600 ათასამდე მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერდა, რაც, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამომრჩეველთა მოსყიდვად უნდა ჩათვლილიყო...