უკან
სამშაბათი | 30 მარტი, 2021

საქართველო აცრებისადმი ნდობის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა

 
[შენიშვნაეს სტატია დაიბეჭდა OC Media-თან თანამშრომლობით მათ ონლაინ პლატფორმაზეCaucasus Data Blogსტატიის ავტორია დავით სიჭინავა, CRRC-საქართველოს კვლევების დირექტორისტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები მხოლოდ ავტორს ეკუთვნის და არ წარმოადგენს CRRC-საქართველოს ან რომელიმე სხვა მხარის მოსაზრებებს.]


მეცნიერები თანხმდებიან
, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაცია ვირუსის კონტროლის ერთადერთი ეფექტური ხერხია. ამასთან, მოსახლეობის ვაქცინებისადმი უნდობლობამ, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „უპრეცედენტო გამოწვევა“ უწოდა, მასობრივი აცრების მცდელობებს შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს.

საქართველოს შესახებ უახლესი მონაცემების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლებადაა დაინტერესებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით.

2021 წლის იანვარში ჩატარებულ ომნიბუსის გამოკითხვაში, „CRRC-საქართველომ“ რესპონდენტებს ჰკითხა, დათანხმდებოდნენ თუ არა აცრას იმ შემთხვევაში, თუკი ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა იქნებოდა ხელმისაწვდომი. მოსახლეობის თითქმის ნახევარმა (48%) თანხმობა განაცხადა, დანარჩენი კი ან უარს ამბობდა (40%) ან - არ იყო ჩამოყალიბებული (12%).


აღნიშნული კვლევის ჩატარებიდან მალევე საქართველოს მთავრობამ აცრებზე რეგისტრირების უფლების მქონე პირთა ჯგუფი გააფართოვა, რადგან აღმოჩნდა, რომ სამედიცინო პერსონალის იმუნიზაციის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალი გახლდათ.


კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებს საქართველოში მნიშვნელოვანი საფრთხე მაშინ დაემუქრა, როდესაც იმუნიზაციის მხარდამჭერი ექთანი ვაქცინაზე არასასურველი ალერგიული რეაქციის შედეგად გარდაიცვალა.


როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზის გამო, თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის კიდევ უფრო მცირე ნაწილს (35%) სურდა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

რა ადგილს იკავებს საქართველო მსოფლიო მასშტაბით აცრებისადმი ნდობის კუთხით? როგორც ირკვევა, ამ კუთხით ქვეყანა ფილიპინების, საფრანგეთსა და რუსეთთან ერთად, ერთ-ერთ ბოლო საფეხურზე დგას.

 


როგორ განსხვავდება ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა სხვადასხვა ჯგუფს შორის საქართველოში?
 

 

ქალებს უფრო მეტად არ სურთ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება. კაცების ნახევარი (52%) ამბობს, რომ აიცრებოდა, მაშინ, როდესაც ქალების მხოლოდ 45%-ია იგივეზე თანახმა. ქალების 43% აცრას არ გაიკეთებდა, ისევე, როგორც კაცების 37%.


უმაღლესი განათლების მქონეთა 53% თვლის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებდა, რაც უმაღლესი განათლების არმქონე მოსახლეობის მაჩვენებელს რვა პროცენტით აღემატება (46%).


საგულისხმო სხვაობაა პარტიული კუთვნილების მიხედვით. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნებისა“ (62%) და ოპოზიციის (52%) მხარდამჭერთა უმრავლესობა ამბობს, რომ აიცრებოდა, მმართველი პარტიის მხარდამჭერები უფრო მეტად არიან თანახმა. ეს უკანასკნელები უფრო ნაკლებად ამბობენ, რომ არ აიცრებიან (27%), ვიდრე - სხვა პარტიების მხარდამჭერები (41%). მნიშვნელოვანია, რომ ის რესპონდენტები, რომლებმაც პარტიული კუთვნილება არ დაუფიქსირებიათ, უფრო მეტად ამბობენ, რომ არ აიცრებოდნენ (46%), ვიდრე - აიცრებოდნენ (41%).

დამატებითი ანალიზი აჩვენებს, რომ იმუნიზაციისადმი უნდობლობა სხვა დამოკიდებულებებთანაცაა კავშირი. მაგალითად, იმ რესპონდენტთა უმეტესობა (54%), რომლებიც კორონავირუსს რეალურ საფრთხედ მიიჩნევენ (მოსახლეობის სამი მეოთხედი), ამბობს, რომ აიცრიდა. სამაგიეროდ, მათი უმეტესობა, რომლებიც კორონავირუსის საფრთხეს გადაჭარბებულად აფასებს (19%), უარს ამბობენ აცრაზე. ასეთი რესპონდენტების მხოლოდ მეოთხედი გაიკეთებდა ვაქცინას, ხოლო დაახლოებით 66% კი - არა.

როგორ ასაბუთებენ რესპონდენტები აცრაზე უარის თქმას? მათი უმრავლესობა (55%) არ ენდობა ვაქცინას, 17% თვლის, რომ აცრა არ ჭირდება, დაახლოებით 10%-ს ეშინია, ხოლო 5%-ს შესაძლო გვერდითი მოვლენები აღელვებს. ორმა პროცენტმა სხვა მიზეზი დაასახელა, ხოლო 11% არ იყო დარწმუნებული.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები ორჯერ უფრო მეტად ამბობენ, რომ არ ენდობიან ვაქცინას (72%), ვიდრე ისინი, რომლებიც საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლო პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებენ (38%). მართალია, შერჩევის მცირე ზომის გამო, აღნიშნული შედეგები ნაკლებად სანდოა, თუმცა ძირითად ტენდენციაზე მაინც მიგვითითებენ.

საქართველოში აცრების პრობლემა ნაწილობრივ შესაძლოა, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით აიხსნას. გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში აცრების შესახებ ცრუ ფაქტების თითქმის ყველას სჯერა, მაგალითად, იმის, რომ ვაქცინაცია იწვევს აუტიზმს, უარყოფითად მოქმედებს ბავშვების განვითარებაზე და აზიანებს იმუნურ სისტემას.


უნდობლობის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა, პოლიტიკა იყოს. რადგან აცრაზე უარის თქმა გარკვეულწილად კორელაციაშია პოლიტიკურ შეხედულებებთან, პოლარიზაციისადმი მოწოდებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმავოს მასობრივი იმუნიზაციისადმი უნდობლობა.


სანაცვლოდ, პოლიტიკოსებმა მხედველობაში უნდა მიიღონ საზოგადოებრივი ჯანდაცვისკუთხით არსებული რთული მდგომარეობა, გვერდზე გადადონ პოლიტიკური განსხვავებები და იმუშაონ იმაზე, რომ საზოგადოებაში იმუნიზაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით კონსენსუსი არსებობდეს.

ამ სტატიაში გამოყენებული მონაცემები შეგიძლიათ, ამ ბმულზე იხილოთ.ანალიზის რეპლიკაციის კოდი კი - აქ. 
 
წარმოდგენილი ანალიზი ეფუძნება მულტინომურ რეგრესიულ მოდელებს, რომლებიც აცრაზე უარს პროგნოზირებენ. დემოგრაფიულ საკონტროლო ცვლადები მოიცავენ სქესს, ასაკს, დასახლებული პუნქტის ტიპს, დასაქმების სტატუსს, განათლებას, ნივთების ფლობის ინდექსს, ინტერნეტის მოხმარებას, კორონავირუსით ავადმყოფობის გამოცდილებას, რელიგიურ მსახურებაზე დასწრების სიხშირესა და ოჯახში ბავშვების ყოლას. განწყობების ცვლადები აფასებენ პარტიულ კუთვნილებას, მთავრობის კორონავირუსთან დამკლავების შესაძლებლობებისადმი დამოკიდებულებას, ვირუსის, როგორც რეალურის საფრთხის აღქმას და პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციისადმი ოპტიმისტურ დამოკიდებულებას.
13.05.2014 | სამშაბათი

Common Challenges Facing the Elderly in Georgia

According to the World Health Organization (WHO), “Multiple social, psychological, and biological factors determine the level of mental health of a person at any point in time. In addition to the typical life stressors common to all people, older people are more likely to experience events such as bereavement, a drop in socioeconomic status with retirement, or a disability.”
28.05.2014 | ოთხშაბათი

Smoking in the South Caucasus and tobacco policy in Azerbaijan

May 31st is World No Tobacco Day as declared by the United Nations. According to the World Health Organization (WHO), tobacco usage is the primary reason for chronic diseases including “cancer, lung diseases, cardiovascular diseases” among other diseases.
29.03.2012 | ხუთშაბათი

Blood Donation in Georgia: Obstacles and Opportunities

According to a report by the World Health Organization, blood donations in Georgia fall below the estimated need for patients. Approximately 60,000 donations are necessary per year to cover Georgian patients’ needs, while the number of actual blood donation does not exceed 37,000. Moreover, 95% of blood donations come from paid donors.
11.12.2006 | ორშაბათი

Gabala Radar Station -- local health awareness

Rashida Abdullayeva examined a curious relic from Cold War days: in Gabala, Northern Azerbaijan, there is a giant radar station, which is leased out to Russia until 2012. According to reports citing the Russian Ministry of Defence the radar station has a range of up to 6000 km, was designed to detect missile launches from the Indian Ocean, and hosts around 1200 Russian servicemen.
06.08.2018 | ორშაბათი

People’s views about who should pay for health insurance in Georgia

A previous CRRC blog post explored attitudes in Georgia towards the role of the government, and specifically, whether people think the government should act as a parent or as an employee with regards to its citizens. One very specific aspect of this issue is reflected in opinions about how much the government should be involved in coverage of health insurance expenses.
16.12.2019 | ორშაბათი

Perceptions of healthcare quality in Georgia

Affordable healthcare remains one of the main national issues for people in Georgia: 18% of people considered it one of the most important issues in the July 2019 CRRC and NDI survey. The salience of this issue was at its highest in 2012 (35%), and has decreased over the years, particularly in light of the passage of the universal health insurance program. Nonetheless, affordable healthcare remains one of the most important issues for the public and particularly the cost of medicine, which is one of the three largest costs for over a third of families in Georgia. In this regard, it is unsurprising that over half of the population name the cost of medicine or the cost of care/doctor visits as the largest ones facing the healthcare system in Georgia. The second most common issue, which 24% of respondents named on the question about issues in the healthcare system, was a concern over the lack of professionalism of doctors and medical personnel, something associated with the quality of care.
27.07.2020 | ორშაბათი

Analysis | Georgia has a vaccine misinformation problem

Many experts believe that to fully remove the restrictions which have emerged because of the COVID-19 crisis, a vaccine is needed. While vaccines are only expected in the medium term, if and when they are available, Georgia may face large challenges with implementing a large scale vaccination program. 

17.08.2020 | ორშაბათი

Support for democracy increased in Georgia during COVID-19, but what does that mean?

The COVID-19 outbreak generated discussion about whether support for democracy would decline during and after the crisis. While reported support increased, this did not necessarily match support for democratic means of governance.

Data from the CRRC’s COVID-19 monitor shows that more people in Georgia reported support for democracy compared to the pre-crisis period. However, as before the crisis, support for democracy does not seem to be grounded in the values commonly associated with democratic governance.

08.09.2020 | სამშაბათი

Lockdown vs re-opening the economy in Georgia

As the number of new daily confirmed cases is again on the rise, we look at how people felt about the anti-coronavirus restrictions in May.

Aside from the public health situation, COVID-19 has led to rising unemploymentreduced incomes, and food insecurity in Georgia. As the number of new daily confirmed cases is again on the rise, the Caucasus Datablog takes a look at how people felt about the anti-coronavirus restrictions when they were at their height.

06.10.2020 | სამშაბათი

Georgian parents are concerned about online learning

Talk about political polarisation in Georgia is easy to find. Some have suggested that the recent United National Movement (UNM) announcement that Saakashvili will be their prime ministerial candidate will only make matters worse.

new data analysis CRRC Georgia released on Tuesday suggests that this may in fact be the case. Data from several years of CRRC Georgia and NDI polling indicates that there are few ideological or policy issues that the supporters of Georgian Dream (GD) and the United National Movement (UNM) disagree about. Rather, attitudes towards politicians and political events are what divides, a fact the public intuitively recognises.

12.10.2020 | ორშაბათი

A Rapid Gender Assessment of the Covid-19 Situation in Georgia

Last month, UN Women released the results of a Rapid Gender Assessment of Covid-19. CRRC Georgia conducted the research, which was funded by the Norwegian Ministry of Foreign Affairs and the Joint SDG Fund. The project was part of a broader UN Women impact assessment initiative. The study that was conducted in mid to late May, looks at how the Covid-19 outbreak affected livelihoods, domestic and care work, and the mental and physical health of women and men in Georgia. The study also provides a glimpse of how women and girls with disabilities reflected on changes the Covid-19 pandemic instigated.
20.10.2020 | სამშაბათი

Half of Georgians believe COVID-19 is man-made

As COVID-19 spread across the world, it was followed by a hurricane of (mis)information about the origins and nature of the virus. The novelty and scope of the virus gave birth to many conspiracy theories, but which of those took root in Georgia?

An NDI and CRRC survey conducted in June 2020 asked questions about people’s beliefs about the origins and spread of coronavirus. The data suggest that while a majority of the population does not believe in common disinformation messages such as a relation between 5G technology and the spread of the coronavirus, only a small portion thinks that coronavirus came about naturally. 
09.02.2021 | სამშაბათი

Do people have enough information about COVID-19 in Georgia?

Since the pandemic hit Georgia in February, the Georgian government has taken several measures to raise awareness about it. But are the public actually well informed?

Since March 2020, the Georgian Government has been conducting large scale information campaigns through traditional and online media, has launched an informational web portal, StopCov.ge, and has even launched a smartphone app providing information about contact with infected people.

16.02.2021 | სამშაბათი

უცნაურია, თუმცა, პანდემიის დროს უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს ჯანმრთელად

კორონა ვირუსის პანდემიამ აშკარად დააზიანა ხალხის ჯანმრთელობა.თუმცა, კავკასიის ბარომეტრის კვლევის ახალი მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას უფრო კარგად აფასებენ, ვიდრე წინა წლების გამოკითხვებში.

2019 წელს მოსახლეობის მხოლოდ 35% აფასებდა თავის ჯანმრთელობას კარგად. გასულ წლებში, ეს მაჩვენებელი იცვლებოდა, თუმცა, ყველაზე დიდი ცვლილება 2013-2014 წლებში მოხდა, როდესაც ეს მაჩვენებელი 41%-დან 30%-მდე შემცირდა. ამის საპირისპიროდ, 2019 და 2020 წლების გამოკითხვებს თუ შევადარებთ, ადამიანების წილი, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას კარგად აფასებს, თითქმის გაორმაგდა - 35%-დან 65%-მდე გაიზარდა.

24.02.2021 | ოთხშაბათი

ვინ ფიქრობს, რომ საქართველო წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას?

თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.


მას შემდეგ, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 260,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 3,300-ზე მეტი ფატალურად დასრულდა. მნიშვნელოვნად იზარალა საქართველოს ეკონომიკამაც, რომელიც 2020 წელს 1994 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა


შესაბამისად, საინტერესოა, რამდენად წარმატებულად აფასებს მოსახლეობა საქართველოს მიერ პანდემიასთან გამკლავებას?

06.04.2021 | სამშაბათი

Drug prices as big a concern as COVID-19 for Georgians

While Georgia’s healthcare system has faced significant challenges as a result of the pandemic, just under half of Georgians consider an issue related to COVID-19 to be among the main challenges facing the country’s healthcare system with medicine prices remaining a big worry, polling suggests. 


In the December 2020 NDI and CRRC-Georgia 
survey, respondents were asked what the largest issue facing the healthcare system was. They were allowed to name up to three issues. The most commonly named issues were the cost of medicine (46%), access to hospitals due to COVID-19 issues (16%), and other COVID-19 related issues (25%).

13.04.2021 | სამშაბათი

რატომ არ უნდათ ქართველებს აცრა?

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო უკვე ორი სახის ვაქცინის გაკეთებაა შესაძლებელი, საზოგადოების დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რატომ არიან ქართველები ასე სკეპტიკურად განწყობილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ?

კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის მიმართ მზაობა 2020 წლის ივნისსა და დეკემბერშიც არ იყო მაღალი, თუმცა, სავარაუდოდ, ეჭვები ვაქცინაციასთან დაკავშირებით უფრო გაიზრდებოდა მას შემდეგ, რაც 18 მარტს კორონავირუსის წინააღმდეგ ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის შემდეგ მცირე ხანში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 


CRRC/NDI-ის 2021 წლის თებერვლის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამ შემთხვევამდეც კი, თებერვალში, ქართველების მხოლოდ მესამედი გამოხატავდა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის მიმართ მზაობას და თავშეკავების მთავარ მიზეზად ვაქცინის ხარისხს ასახელებდა.