განქორწინება რთული გასამართლებელია
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი განქორწინებას გაუმართლებლად მიიჩნევს და ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდის 2011 წლიდან 2013 წლამდე. ეროვნული მასშტაბით ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავება მცირეა და ნდობის ინტერვალის ფარგლებში ექცევა ისევე, როგორც განსხვავება მამაკაცებისა და ქალების პოზიციებს შორის. თუმცა, განსხვავებული მდგომარეობაა დასახლების ტიპის მიხედვით განხილულ მონაცემებში - მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება დედაქალაქისა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის მოსაზრებებს შორის. დედაქალაქის მკვიდრნი განქორწინებისადმი გაცილებით უფრო მაღალ შემწყნარებლობას გამოხატავენ, ვიდრე სხვა ქალაქებისა თუ სოფლის ტიპის დასახლების მაცხვორებლები.

შენიშვნა: კითხვისათვის „რამდენად გამართლებულია ან არ არის გამართლებული განქორწინება?“ პასუხის ვარიანტები ამ და მომდევნო დიაგრამისთვის ათქულიანი შკალიდან დაჯგუფდა სამქულიანშკალად. 1-დან 4-მდე პასუხები შეესაბამება კატეგორიას - „არ არის გამართლებული“, 5 და 6 – „ზოგჯერ გამართლებულია“ ხოლო 7-დან 10-მდე - „გამართლებულია“.
ქვემოთ ნაჩვენებ დიაგრამაზე ასახულია სხვადასხვა ტიპის დასახლების მცხოვრებთა მოსაზრებები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. დედაქალაქის მაცხოვრებელთა მოსაზრებები ყველა ასაკობრივ ჯგუფში საგრძნობლად განსხვავდება სხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისგან. ამასთან, ახალგაზრდა და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის აზრთა სხვაობა ძალიან გამოკვეთილია დედაქალაქში მაშინ, როცა განსხვავება უმნიშვნელოა სხვა დასახლებებში. ზემოხსენებულიდან გამომდინარე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ განქორწინებისადმი შემწყნარებლობა უფრო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნების საცხოვრებელ ადგილზე, ვიდრე მის ასაკზე. თუმცა, ფაქტია, რომ ასაკიც მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება რიგ შემთხვევებში.

საერთო ჯამში, განქორწინებისადმი შეუწყნარებლობა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია და მოსახლეობის ნახევარზე მეტი მას გაუმართლებლად მიიჩნევს. დედაქალაქის მაცხოვრებლების შეხედულებები საგრძნობლად განსხვავდება სოფლისა და სხვა ქალაქების მოსახლეობის მოსაზრებებისგან, ყველაზე ტოლერანტულ ჯგუფად კი დედაქალაქის ახალგაზრდა თაობა გვევლინება. მიუხედავად წინა კვლევის შედეგებისა, სადაც ახალგაზრდები „ბრმად აღარ მიჰყვებიან ტრადიციებს“, ეს მტკიცება კავკასიის ბარომეტრის მიხედვით, მხოლოდ დედაქალაქში მართლდება, რადგანაც თბილისს გარეთ მცხოვრები მოსახლეობა განქორწინების მიმართ ძირითადად ნეგატიურად არის განწყობილი.
კავკასიის ბარომეტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ CRRC-ის ონლაინ ანალიზის ვებგვერდს.
მაია კომახიძე
სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის აღქმა
ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში
2002 წლის ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.
საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?
1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
ქართველი ახალგაზრდები: ევროკავშირისადმი სწრაფვა ტოლერანტობის გარეშე
რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 2)
რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 1)
The Population of Georgia on "good citizenship"
Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.საცხოვრებლის ტიპები საქართველოს ქალაქებში
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო მეტად ურბანული გახდა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ რეგიონებში უთანასწორო განვითარება გამოიწვია. უკეთესი საცხოვრებელი პირობებისა და მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში სულ უფრო მეტმა ადამიანმა მიაშურა დიდ ქალაქებს. ამის შედეგად, 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (57.5%) ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს.საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა მცირდება
სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში
მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.How Georgia became an upper-middle income country
According to the World Bank report, Georgia became an upper-middle income country. What determined this shift of the economy, what are its long-term implications and why does it matter?Positive Public Attitudes in Georgia
ხანდაზმულთა კეთილდღეობა სამხრეთ კავკასიაში: პრობლემა გამწვავების პერსპექტივით
გარემოსადცვითი პრობლემები საქართველოში: მოსახლეობის საფიქრალი?
გაეროს სოციალური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (UNRISD) თანახმად, „გარემო-პირობების გაუარესება უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და არსებობის შესაძლებლობებზე, რასაც დაბინძურებული გარემო და ბუნებრივი რესურსების გამოფიტვა განაპირობებს. ნიადაგის ეროზია, ტყეების გაჩეხვა, ცხოველებისა და მცენარეების გადაშენება ანსახეობების შემცირება აფერხებს მრავალი ადამიანის მწარმოებლურ შესაძლებლობებს.“ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში
აქტიური და დასაქმებული
ივარჯიშე და იყავი ბედნიერი
უმაღლესი განათლების მქონე პირთა დასაქმება და შემოსავალი საქართველოში
განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?
ისტორიისა და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობის აღქმა: MYPLACE-ის ახალი პუბლიკაცია
2011-2015 წლებში CRRC-საქართველო მონაწილეობდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტში "MYPLACE: მეხსიერება, ახალგაზრდობა, პოლიტიკური მემკვიდრეობა და სამოქალაქო ჩართულობა". თოთხმეტი ქვეყნის (იხ. რუკა) თექვსმეტი აკადემიური პარტნიორი იკვლევდა ევროპაში ახალგაზრდების ჩართულობისა თუ ნაკლები ჩართულობის ფორმებსა და მიზეზებს.ახალი წელი ორჯერ, თუნდაც თოვლის ბაბუის არ გჯეროდეს
დეკემბერი. ყინვა. საახალწლოდ მორთული ქუჩები. ახალი წელი. შამპანური. საცივი და გოზინაყი. საჩუქრები. თოვლის ბაბუა. 25 დეკემბერი. თუ 7 იანვარი? მერე კიდევ ერთი ახალი წელი, ოღონდ ძველი. მომდევნო წლისთვის დადებული პირობები და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, აუცილებლად უნდა ახდეს.
2016 წლის 1-13 დეკემბერს CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა. ალბათ, არავის გაგვიკვირდება, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის შეხვედრის დამკვიდრებულ ტრადიციებს მიჰყვება. დიდი უმრავლესობა (73%) ახალი წლის შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებს, 9% კი - მეგობრის ან ნათესავის სახლში. ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, რესტორანში ან კაფეში ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გეგმავს ამას. 15 პროცენტს კი დეკემბრის პირველ ნახევარში ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად შეხვდებოდა ახალ წელს.
2017 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები 1 თებერვლიდან საჯარო გახდება
1 თებერვალს 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე. „კავკასიის ბარომეტრი“ ყველაზე ხანგრძლივი გამოკითხვაა სამხრეთ კავკასიაში, მისი შედეგები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონში არსებული ტენდენციების შედარების საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში. „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი ტალღა 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა სომხეთსა და საქართველოში. შედეგების ნახვა ან მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე.გაჭირვებულ შინამეურნეობებში მცხოვრები ადამიანების განცხადებით, მათ ვალი უფრო ხშირად აქვთ
CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% აცხადებს, რომ პირადი ვალი აქვს. ზოგადად, ვალის ქონა თავისთავად ცუდი არ არის, რადგანაც მას შეუძლია, ბიძგი მისცეს ადამიანის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. თუმცა, კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ვალს საბაზისო ხარჯების დასაფარად იღებს.პარტიული კუთვნილება და ტელეარხებისადმი ნდობა საქართველოში
მსოფლიოში მედიასაშუალებების პოლარიზაციის შედეგად ადამიანები ახალ ამბებს უფრო მეტად იმ წყაროებიდან ეცნობიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება მათ იდეოლოგიურ შეხედულებებს. კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი მედიასაშუალების მოხმარება კიდევ უფრო ამყარებს მაყურებლის შეხედულებებს, რაც აუდიტორიის მეტ პოლარიზაციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ მედიის მკვლევრები ამას ისეთი განსხვავებული კონტექსტის მქონე შემთხვევების მაგალითზე აღწერენ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ლიბანი. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არც ქართული მედიისთვისაა უცხო. 2017 წლის დეკემბერში „CRRC-საქართველოს“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობაც შერჩევითად ენდობა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამება.მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ
2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად CRRC-საქართველომ 2018 წლის 19-26 ივნისს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში და გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი 1005 მოქალაქე. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.8 %-ის ტოლია.
საქონლის მოვლა-პატრონობა საქართველოს სოფლებში: გენდერული განსხვავებები
2017 წლის აგვისტოში CRRC-საქართველომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისთვის (FAO) ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სოფლებში მცხოვრები ოჯახების მიერ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ფლობას და საქონლის მოვლის პრაქტიკას. საქართველოში ოჯახებს ყველაზე ხშირად ძროხები და ხარები ჰყავთ. კვლევაში დასმული კითხვების გარკვეული ნაწილი ეხებოდა ქალებსა და კაცებს შორის საქონლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საქმეების განაწილებას. სხვა შეკითხვები მიზნად ისახავდა, გაერკვია, არსებობს თუ არა გენდერული განსხვავებები საქონლისა და საქონლის პროდუქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს.მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარუდგინა. წარდგენას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რადგანაც წარდგენილი კანდიდატები მოსამართლეთა იმ ჯგუფის ლიდერებს ან მასთან დაახლოებულ მოსამართლეებს წარმოადგენდნენ, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალურ მმართველ გუნდად (ე.წ. კლანად) სახელდება...მიუხედავად ფინანსური ხარჯისა, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2004 წელს ნაწილობრივ შეჩერებული ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური შემოწმება, ისევ განახლდა. თავდაპირველად, 2018 წელს დათვალიერება სავალდებულო სატვირთო ავტომობილებისთვის განახლდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, ტექნიკური შემოწმება ნებისმიერი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. აღნიშნული ცვლილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირება, რომლის მიხედვითაც საქართველომ ტექნიკური დათვალიერების განახლების ვალდებულება აიღო. ამასთან, შემოწმების შემოღების კიდევ ერთი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა - სადღეისოდ, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ავტომობილების გამონაბოლქვი რჩება. 2018 წლის CRRC/NDI-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების განახლებას მხარს უჭერს.საარჩევნო გარემო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ არეალებში უარესდება
„CRRC საქართველოს“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საარჩევნო გარემო ყველაზე მეტად პრობლემატური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებშია და მდგომარეობა უფრო უარესდება.2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, განსაკუთრებით კი — მეორე ტურში დატრიალებული მოვლენები შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. პირველ და მეორე ტურებს შორის მთავრობამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაახლოებით 600 ათასამდე მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერდა, რაც, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამომრჩეველთა მოსყიდვად უნდა ჩათვლილიყო...